ოცნებებში ფრენა პარაშუტით

mr.picasso-ს მიერ აგორებულმა ოცნების ტალღამ ჩემამდეც მოაღწია ხისსუნიანისახლი–ს და kate alekurad-ის მეშვეობით. სიმართლე გითხრათ ხმამაღლა ოცნების სურვილი მაინცდამაინც არ მაქვს, მაგრამ მოკლედ მაინც დავწერ ჩემი ოცნებების შესახებ.
დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც მე ვიცი სანამ ადამიანი ოცნებებში ფრენას დაიწყებს, მანამდე აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა – მიწაზე ქვასავით რომ არ დაეცეს. კი ამბობენ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, მაგრამ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია მოუკლავს თუ არ მოუკლავს. ოცნებებში სიკვდილი მეტად უხერხული იქნება, ამიტომ თავიდან პარაშუტს მოვირგებ და მხოლოდ ამის შემდეგ ავიჭრები ზეცაში საოცნებოდ. აჰა… ესეც ასე, მგონი ყველაფერი წესრიგშია.
- სურათზე ლეპტოპი ჩანს და პირველ რიგში მაგით დავიწყებ – ლეპტოპი მინდა . რათქმაუნდა ჩვეულებრივი კომპიუტერიც კარგია, თუმცა ვფიქრობ ლეპტოპთან უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ინტიმური გარემოს შექმნაში დამეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, ლეპტოპთან ურთიერთობა თაფლობის თვეს ჰგავს, რომელიც არ მთავრდება.
- შემდეგი ოცნება ბანალურია, მაგრამ ძალიან საჭირო – მატერიალური კეთილდღეობა.
- რამოდენიმე ათასი წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა მინდა. დაე იმდენი წიგნი მქონდეს მთელი ცხოვრება რომ ვიკითხო ყველა მაინც ვერ წავიკითხო.
- საკუთარი წიგნის გამომცემლობა. ძალიან ბევრ და კარგ წიგნს გამოვცემდი. (ფული ხომ მაქვს უკვე მეორე ოცნების წყალობით.)
- კიდევ ჩემ დულსინია ტობოსელზე ვოცნებობ. (ვახ, კინაღამ წერო დამეჯახა.)
საკმარისია ამდენი ოცნება. მოვიდა მიწაზე დაშვების დრო, თორემ ასე თუ გავაგრძელე…
ჰერიქაა, ცუდადაა ჩემი საქმე, პარაშუტი არ იხსნება… გაიხსენი რა პარაშუტი არ ხარ… როგორც იქნა გაიხსნა, მაგრამ ძალიან ახლოს ვარ მიწასთან….

lakonurad da originalurad iyo
) parashuti namdvilad sachiroa
mara ise ziritadad adamianebis ocnebebi xo gavs ertmanets mainc- sayvareli adamiani da fuli- es ori titqmis yvelas unda, meore ki ufro bevrs
) da ho, kargi fotoebia
me rodis vifrine neta bolos mmm
ბაბისა
October 11, 2009 at 19:03
მგონია, რომ შეუძლებელი არაფერია..
შედარებით მარტივად ასრულებადმა #1 ოცნებამ მეც მომანდომა იგივე
keti
October 11, 2009 at 20:21
nu rogorc yoveltvis mocodebis simagleze xar ocnebebshic ki
))) kargi iko visiamvne
kate_alukard
October 11, 2009 at 21:56
ეჰ ლეპტოპი და რამდენიმე ათასიანი ბიბლიოთეკა მეც მინდა :ტკბილიოცნება:
fsiQe
October 11, 2009 at 23:28
zalian kargad wer, magram yvela blogze ocnebebiT ukve shevwuxdi, ra ertferovnebaa
fiqro
October 12, 2009 at 15:08
ჰაჰ, ჩვენი 2 ოცნება დამეთხვა – ლეპტოპი და წიგნები დავწერე მეც : ))
Natalia
October 18, 2009 at 21:37
parashutze gamaxsenda dzaan magari istoria
sadgac 7-8 clis cin urekshi visvenebdit
70lari girda
Plajze vart me chemi da da daqali, dzaan magari amindia
da sastavma parashuti gamoitana, ai is katerit rom afrenen.
chven mashin magis fuli ar gvqonda
xoda shoridan vtkbebodit vigaceebi ro dafrinavdnen, uceb movida ojaxi da ertma savaraudod 80 cels mikakunebulma bebom gamotqva survili gafreniliko
tavisma shvilma exveca cnevebi gaqvs da ar gindao, magram bebom ar daishala
xoda afrinda
dashvebisas bebo cocxali agar iko
guli gaucherda haershi … sikvdili mzimea magram es iko ulamazesi sikvdili
visurvebdi egre lamazad movkvde
im dgis mere parashutiani tipebi iq ar gamochenilan in zafxuls …
tatushka55
October 29, 2009 at 16:53
რა უცნაური ისტორიაა. მაგაზე გოდერძი ჩოხელის მოთხრობა გამახსენდა – ”ცასწავალა”. მოთხრობაში ერთი პატარა ჩიტია რომელიც ძალიან მაღლა აფრენას ცდილობს, არადა ეს მისთვის სახიფათოა. მიუხედავად ამისა აფრინდება, აფრინდება… მართლაც დიდ სიმაღლემდე, მაგრამ ჩიტს გული უსკდება და კვდება.
ჯორჯ პაიკი
October 29, 2009 at 17:28
ისე იმოქმედა ამ ისტორიის წაკითხვამ…
და ჯორჯ,
რატომ აღარ აახლებ ბლოგს?
keti
October 30, 2009 at 00:29
რატომ კეთი და ამ ბოლო დროს სოფელში ვარ ხოლმე და კომპიუტერამდე ხელი აღარ მიმიწვდება, იმედია დავწერ კიდევ რამეს.
ჯორჯ პაიკი
November 2, 2009 at 15:15
კარგად მოგიფიქრებია პოსტის დაწერა ორიგინალურად მოგვიყევი შენს ოცნებებზე. არადა 90% ყველას ერთნაირი ოცნებები გვაქვს თურმე.
mr.picasso
October 30, 2009 at 21:39
ჯორჯ, გამიხარდა, რომ გამოჩნდი
და იმედია – მალე დაწერ
keti
November 2, 2009 at 23:47
eh leptopi mec minda:(:(
ნათია
November 6, 2009 at 18:13