დაკარგული ბატი
რენე მაგრიტის შემოქმედება იდუმალებითაა მოცული, თავად მხატვარიც ამას ამბობდა: ჩემი ნახატები საიდუმლოებებს შეიცავენ, ასევე სინამდვილეს, როცა ვიღაც ჩემს ნახატს უყურებს, ის თავის თავს ერთ მარტივ კითხვას უსვავს, ”ეს რას ნიშნავს?”, რელურად კი საიდუმლო არც არაფერს არ ნიშნავს, ან ის ამოუხსნელია.
სანამ მაგრიტზე გავაგრძელებდი საუბარს ერთ გამოცანას გეტყვით, რომელიც ცხენებთან და ჟოკეებთანაა კავშირში. დოღზე, მორიგი გარბენის წინ, მოულოდნელად წესები შეიცვალა, კერძოდ კი გაიმარჯვებდა ის, ვინც ბოლოს გადაკვეთდა ფინიშის ხაზს, ამავდროულად მხედრები ვალდებულნი იყვნენ მთელი სისწრაფით გაექროლებინათ ცხენები. ჟოკეები ერთად შეიკრიბნენ, რაღაც მოილაპარაკეს, მოახტნენ ცხენებს და მთელი ძალით გააჭენეს. გამოცანა გვეკითხება, რა ხერხს მიმართეს მხედრებმა?

რენე მარგრიტი 1898 წელს დაიბადა ბელგიაში. იგი თავდაპირველად კუბიზმითა და ფუტურიზმით იყო გატაცებული. თავისი პირველი სიურეალისტური ნახატი მან მხოლოდ 1926 წელს შექმნა, ეს ნახატია ”დაკარგული ჟოკეი”. მომდევნო წლებში მხატვარმა, სურათის კიდევ რამოდენიმე ვარიანტი დახატა.

როდესაც პირველად ვნახე მაგრიტის ”დაკარგული ჟოკეი”, მეც მაშინვე ჩემ თავს ვკითხე: ეს რას ნიშნავს? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თავის ძიებას ნიშნავს. ჟოკეი როგორც წესი იპოდრომზე უნდა აჭენებდეს ცხენს, აქ კი რა ხდება… მის გარშემო მეტად უცნაური და მისტიური გარემოა – ჭადრაკის ფიგურების მსგავსი ხეები, ხეებზე მუსიკალური ნოტები… ადვილი წარმოსადგენია როგორი უცნაური ჟღერადობის მუსიკალური ბგერების ხმა ისმის ტყეში. ჟოკეი კი მიაჭენებს ცხენს ”იპოდრომის” მოსაძებნად.
ისევ მცირე გადახვევა. ფრანგი ფიზიკოსი, ანდრე მარი ამპერიმ ერთხელაც, როცა დილით სახლიდან გადიოდა, ქაღალდზე მიაწერა – ამპერი საღამომდე სახლში არ იქნება, ქაღალდი კარებზე გააკრა და ქუჩაში გავიდა. შუადღისთვის მან ყველა საქმე მოაგვარა, სახლში დაბრუნებულმა კი თავისივე დაწერილი წერილი წაიკითხა, ”ამპერი საღამომდე სახლში არ იქნება” და უკან გაბრუნდა, დაავიწყდა თვითონ რომ იყო ამპერი.

ასეა, ყველა ვეძებთ ჩვენ თავს, ერთმანეთისგან განსხვავებულად, მაგრამ მაინც ვეძებთ. შეიძლება მე ვცდები და მაგრიტს ნახატით ”დაკარგული ჟოკეი” სულ სხვა რამის თქმა სურდა, მაგრამ ეგ ხელს არ მიშლის იმაში, რომ სურათი მომწონდეს და მასში ჩემს თავს ვაიგივებდე.
ეს სურათი კი პოლონელი სიურეალისტი მხატვრის Jacek Yerka-ს მიერაა შესრულებული - ”გაზაფხული”. აქაც რაღაც მსგავსი იდეაა ჩემი აზრით. გედები (ისე, ბატი უფრო კარგად ჟღერს) დაცურავენ ლაბირინთში და გასასვლელს ეძებენ, იმედია იპოვიან.

ბოლოს კი გამოცანის პასუხს გეტყვით. მოგეხსენებათ დოღში ცხენი იმარჯვებს და არა ჟოკეი, ამიტომაც ჟოკეებმა ცხენები გაცვალეს და ისე დაიწყეს გარბენი. აქედან გამომდინარე ყველა ცდილობდა, რომ რომელ ცხენზეც იჯდა სწრაფად გაეჭენებინა და საკუთარი ბედაური უკან ჩამოეტოვებინა.

მმმ.. კარგი იყო!
თან მხატვრობაზე, თან მაგრიტზე (თან ამ ნახატზე)…
მე ასე ვრცლად ვერ ვწერ ხოლმე მხატვრებზე. ერთი რამ კი მეცნო – მოწონებულ ნახატებში მეც საკუთარ თავს ვეძებ
keti
December 17, 2009 at 01:43
miyvars magriti me
)) da misi usaxo adamianebi
da eg gamocana kide vicodi, vinc bolo mivao tu ragac maseti, ar maxsovs pasuxi
ბაბისა
December 17, 2009 at 11:51
paikebis tke momecona
madloba postistvis, samcuxarod bneli vikavi da ar vicnobdi am mxatvars
თაა
December 17, 2009 at 15:47
მოგეხსენებათ დოღში ცხენი იმარჯვებს და არა ჟოკეი,
arc es vicodi
ai blogebis zalac, ramden axals gaigeb adamiani erti postidan
თაა
December 17, 2009 at 15:50
რაც ეს პოსტი დაიწერა იმის მერე ჩემი ვორდპრესის ნავიგატორში ვუყურებ, ვუყურებ… წაკითხვა კი მეზარებოდა!
დღეს ზარები მოვიხსენი და არ ვინანე! მომწონს!
და საერთოდ, მომწონს, როგორც წერ და რასაც წერ! ასე გააგრძელე!
D@niko
December 17, 2009 at 23:30
so nice
Maka Asatiani
December 23, 2009 at 01:25
♥ ♥ ♥ I Wish You A Merry♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ Christmas♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪…And A Happy New Year!♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪♥ ♥ ♥
AnnA
December 24, 2009 at 21:55
ჯორჯ პაიკი
December 28, 2009 at 17:29
აღფრთოვანებული ვარ პოსტით…. რაღაც მინდა დავწერო და როგორ მოვკრიბო აზრები, არ ვიცი… არ გამომდის
kevana
December 28, 2009 at 17:58
იქ, ბატებთაბ ოთხი სხვებისგან განსხვავებული ხე დგას და გედები გემებივითაა???
ჰიუსტონ
January 19, 2010 at 19:27
blogosperoshi didi xnis bodialis shemdeg, dzlivs vipove sachemo blogi.. mixaris da momcons : )
salome achba
February 11, 2010 at 11:37
სხვათაშორის მეც ვკითხულობ შენს ბლოგს, პირველად დაგნი იულზე დაწერილი პოსტით გიპოვე და მაშინვე ჩავსვი შენი ბლოგის ლინკი ჩემს რიდერში, თუმცა როგორც ახლა გაირკვა ბლოგის მისამართი შეგიცვლია და ახალ პოსტებს ვერ ვნახულობდი.
ჯორჯ პაიკი
February 13, 2010 at 16:03