e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ჩემი ბლოგი ჩემი ოთახია

with 11 comments

მოვედი. ეს მე ვარ:

uchinari3

ვერ მიცანით? ეგ არაფერი.

რამოდენიმე თვეა რაც ბლოგების არსებობა აღმოვაჩინე, მომეწონა! “მე ამისგან გავაკეთებ” – გავიფიქრე მე. მოკლედ, ჩემი ბლოგის ჭიამ გაიღვიძა, გაიზარდა, დაქორწინდა, დაფეხმძიმდა და სადაცაა იმშობიარებს. (ამ პოსტს თუ კითხულობთ ესე იგი დაიბადა)

სულ მინდოდა ჩემი ოთახი მქონოდა, წიგნებით სავსე, აი ისე, თაროები სულ გადაჭედილი რომ არის, აუცილებელია წიგნები როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად ეწყოს თაროებზე, სისქის და ფერის მიხედვით დალაგებული არ მომწონს. ბევრი კინო და ბევრი მუსიკალური დისკი, დიდი ეკრანი ფილმების საცქერად, კომპიუტერიკუთხეში, იქ სადაც ორი კედელი ხვდბა ერთმანეთს, ღამის სანათი რომელიც მწვანედ გაანათებდა სამუშაო მაგიდას და რაც ასევე ძალიან აუცილებელი ატრიბუტია ჩემი მომავალი ოთახისთვის –კომფორტული სავარძელი. რადგან ჯერ საკუთარი ოთახი არ მაქვს ბლოგი მაინც მქონდეს. არ არი ლოგიკა ამაში? ეგ არაფერი.

ბლოგის შექმნის სურვილთან ერთად გაჩნდა კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს ბლოგს? ამ თემაზე ხშირად რომ მეფიქრა, კითხვა ქაღალდზე ჩავიწერე და გულის ჯიბეში არა მაგრამ შარვლის ჯიბეში ნამდვილად მივუჩინე ადგილი. გავიდა დრო… სანამ ქაღალდი ჯიბეში  იჭმუჭნებოდა, კითხვა კი გონებაში იხარშებოდა მე ამ დროს უბლოგოდ და უსახელოდ ბლოგიდან ბლოგზე დავდიოდი, ვკითხულობდი პოსტებს, ვკითხულობდი, ვკითხულობდი და კიდევ ერთხელ ვკითხულობდი. ზოგიერთ მათგანზე კომენტარსაც ვტოვებდი “უსახელოს” სახელით.

ბოლოს მივხვდი რომ ბევრ ფიქრს ჯობდა ბლოგი გამეკეთებინა და საქმეში მენახა თუ რა სარგებლობა მოაქვს. უკვე მივხვდი, წერის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, ეს უკვე კარგია! ვიცი ბევრი შეცდომა მექნება გრამატიკული, ეს ცუდია.  თქვენ თუ არ წაიკითხავთ ჩემ პოსტებს მე წავიკითხავ და ვიქნები ასე, როგორც საკუთარ ოთახში.

პ.ს. დღეს ექსშეყვარებულის დაბადების დღეა, ვულოცავ. მიჯნურისთვის ბლოგის ჩუქება(მიძღვნა) კარგი აზრია მგონი. საინტერესოა რომეო აჩუქებდა(მიუძღვნიდა) ბლოგს ჯულიეტას? რომეოს შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ ბლოგი არ ჰქონდა, მე კი ბლოგი მაქვს და შეყვარებული არ მყავს. რა ვქნა, ვის ვაჩუქო…

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 2, 2009 at 14:38

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Zalian magrad dagiwyia, mec mqonda Cemi virtualuri oTaxi odesRac ert ert forumze
    Dzalian magari otaxi iyo, bevri siTboti, siyvaruliT, yaviT da buxriT
    yvela cevri shemodioda xolme gansatvirtad 🙂

    Maigram ai shen shens otaxshi mudam mcvane shuqs ar girchev
    Tbili yviteli nateba jobia, gadagglis mcvane sinatle 🙂

    tatushka55

    ივლისი 14, 2009 at 11:00

  2. me chmi blogi ukve saxlad gamovacxade 😀 😀

    axla vnaxe sheni bloi pirvelad da mesimpatiura :)))

    nastasia

    ივლისი 26, 2009 at 00:14

  3. არ ვიცი რატო მეცნობა ხელწერა შენი

    welcome ბლოგ სივრცეში 🙂

    female

    აგვისტო 3, 2009 at 11:46

  4. მე არც სახლი მაქვს არც ოთახი და მომწონს შენი იდეა :)) დღეის ამას იქეთ 🙂 ჩემს ბლოგს სახლად ვაცხადებ :)))))

    kate_alukard

    ოქტომბერი 2, 2009 at 02:49

  5. ra sayvareli posti iyo, esac raWveluri komentari 🙂

    sandro

    ნოემბერი 23, 2009 at 16:36

  6. რა უცნაურია… ბოლო სამი წელი ბლოგების კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ დღეს პირველად მოვხვდი შენს ბლოგზე. რამდენჯერ გადავყრილვარ მეგობარ ბლოგებზე შენი ბლოგის სახელს და დღემდე არასდროს გამჩენია სურვილი შემოვსულიყავი.. მერე სქოლიოზიანი ემბრიონის ბლოგზე გადავაწყდი შენს ინტერვიუს და აგერ უკვე ერთი ტვეა პერიოდულად მახსენდებოდა რომ შენი ბლოგი მქონდა წასაკითხი. და ახლა, სრულიად შემთხვევით როცა რაღაცას ვეძებდი აღმოვჩნდი ამ ბლოგზე… ორი ათეული პოსტი უკვე წავიკითხე და მივხვდი უბრალოდ საინტერესო კი არა, ძალიან, ძალიან საინტერესო ბლოგერი ხარ… გული მწყდება რომ აქამდე არ ვკითხულობდი, მაგრამ თუ დავფიქრდები მოსალოცი ამბავია… უბრალოდ ვასიკო კეჟერაძე არ მყავს რომ მხარზე ხელი დამკრას და მითხრას “მომილოცავს, ბედნიერი ხარ, წინ დიდი სიამოვნება გელის, პირველად წაკითხვის სიამოვნება”…

    მოხეტიალე

    ივნისი 29, 2010 at 01:35

    • უცნაურობები კარგია. და ისეთი გულახდილი შესავალი იყო… ლამისაა კომენტარის მეორე ნაწილიც დავიჯერო. ამის შემდეგ მეც ვიხეტიალებ შენს ბლოგზე.

      ჯორჯ პაიკი

      ივნისი 29, 2010 at 14:41

  7. დაიჯერე…დაიჯერე… ნამდვილად ასეა. წუხელ ლამის გადავათენე ამ ბლოგის კითხვაში. არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია:) უბრალოდ ძალიან, ძალიან მომეწონა…შენი სათქმელის თქმის საინტერესო ფორმა გაქვს არჩეული და მე ეს მომწონს…

    mokhetiale

    ივნისი 29, 2010 at 17:42

  8. ჩემო მოხეტიალე,მე კიდე შენი წყალობით აღმოვაჩინე ეს ბლოგი და გუშინ წავიკითხე…ყველაფერიიიიიიიიიი…მაგარია!!! ყოჩაღ ჯორჯს!!! 🙂

    sofo

    ივლისი 3, 2010 at 14:14

  9. ნეტა, ახლა, საკუთარი ოთახი თუ გაქვს.

    როდე

    იანვარი 25, 2015 at 17:02


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: