e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ქსე/4/329/ვაშინგტონია

with 3 comments

გუშინ ღამით, დაძინების წინ, წიგნების თაროდან ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის(ქსე) IV ტომი გადმოვიღე და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 329–ე გვ.–ზე გადავშალე. ჩანაფიქრის მიხედვით ფურცელზე არსებული სიტყვებიდან ერთი სიტყვა უნდა შემერჩია, რომელზეც დაძინებამდე ვიფიქრებდი, მეორე დღეს კი პოსტს დავწერდი არჩეული სიტყვის შესახებ.

"washingtonia robusta"

"washingtonia robusta"

ადამიანი იბადება კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას, მასზე გავლენას ახდენს გარემო რომელშიც ის იმყოფება. ასე იზრდება და ყალიბდება პიროვნებად, აკეთებს არჩევანს, დგამს პირველ ნაბიჯს, მეორეს… ამით განსაზღვრავს თავის აწყმოს და მომავალს. ვიცი, ფატალისტები არ დამეთანხმებიან. მათ სჯერათ რომ ყველაფერი წინასწარ დადგენილი და დაწერილია. თანამედროვე ბლოგერი ფატალისტი დარწმუნებულია მისტიური “ბედისწერის ბლოგის” არსებობაში, სადაც ყველაფერი უკვე დაპოსტილია თვითოეულ ჩვენგანზე, სჯერა ბლოგისა სადაც  თეგების ღრუბელში დიდი ასოებით წერია სიტყვები: დაბადება, ბავშვობა, სიყვარული, იმედგაცრუება, ბედნიერება, სიკვდილი და ა.შ. არ დაიჯეროთ! ტყუილია!

რა შუაშია ეს ყველაფერი გაკეთებული შესავლის შემდეგ? გპასუხობთ: ჩემი ექსპერიმენტი ადასტურებს ზემოთ ნათქვამი სიტყვების სიზუსტეს, ანუ ის თუ როგორი პოსტი გამომივა, ბედისწერაზე კა არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე თუ რა სიტყვებიდან მექნება არჩევანის გაკეთების საშუალება და რამდენად ბევრ დროს, ენერგიას დავხარჯავ მიზნის მისაღწევად.

ასე რომ, მნიშვნელოვანია სად მოვხვდები(ქსე/IV), როდის(ძილის წინ), როგორ გარემოში(329), რა არჩევანი მექნება და რამდენად სწორ არჩევანს გავაკეთებ = პოსტიც შესაბამისი გამოვა. 329–ე გვ.–ზე სამი ვარიანტიდან მომიწია სიტყვის არჩევა:

  • პირველი ვარიანტი: ვაშინგტონი – შტატი აშშ–ში.
  • მეორე ვარიანტი: ვაშინგტონია – მარაოფოთლებიანი პალმების გვარი.
  • და მესამე ვარიანტი: ვაშინგტონის კონფერენცია 1921 – 22…

ოქროს შუალედის პრინციპით ავირჩიე მეორე ვარიანტი, პალმა ვაშინგტონია და საძინებელი ოთახისკენ გავეშურე დინჯი სვლით. მივიღე ჰორიზონტალური მდგომარეობა და დავიწყე ფიქრი ვაშინგტონიაზე.

"Washingtonia filifera"

"Washingtonia filifera"

პალმასთან დაკავშირებით თავში პირველივე ასოციაცია ზღვასთან, მზესთან, ქვიშისფერ ქვიშასთან და ლამაზ გოგონებთან დაკავშირებით გამიჩნდა. წარმოვიდგინე, თუ როგორ მოვკალათდებოდი პალმის ხეებზე ჩამოკიდულ ჰამაკში და როგორი შვებით ამოვისუნთქავდი შემაწუხებელი ხვატისგან შორს მყოფი.(ამ დროს საწოლში ღრმად ამოვისუნთქე) განვაგრძე ფიქრი/ოცნება. პალმა ვაშინგტონიას გარდა ყველაფერზე ვიფიქრე/ვიოცნებე. იქ ამბები დატრიალდაა… მზე გაწითლდა. ვაშინგტონია, ვაშინგტონია, – შევუძახე საკუთარ თავს. ვინ გისმენდა. ცოტა ხანში ძილმა მოქცევა დაიწყო ზღვასავით, ფიქრმა მიქცევა და ჩამეძინა. დილით ჰამაკის თოკების კვალი მეტყობოდა სახეზე.

ეხლა ცოტა რამ ვაშინგტონიაზეც ვთქვათ. ინტერნეტში მხოლოდ მშრალი ინფორმაციაა… იზრდება 30 მ.–მდე, არსებობს ორი სახეობა: “washingtonia robusta” და “Washingtonia filifera”. ვაშინგტონიას ორანჯერეაშიც შეხვდებით და საქართველოშიც, ვიღაცას პალმისთვის მცენარეთა პრინცი უწოდებია. მერქნის და ფოთლის თავისებურებაზე არაფერს ვიტყვი. ამის გარდა მინდოდა დამეწერა, ვაშინგტონიას ტოტებზე თავის ჩამოხრჩობის ფაქტები ხშირია მეთქი, მაგრამ ეგრე არ არის და ტყუილს ვერ ვიტყვი. სულ ესაა, მგონი “მშვენიერი” პოსტი გამოვიდა ვაშინგტონიაზე.

ბოლოს კი ფატალისტებს რომ არ ვაწყენინო ვიტყვი: მთავარი გამგებლები ჩვენი თავის ვართ ჩვენ თვითონ, მაგრამ იმასაც აქვს მნიშვნელობა თუ საჭირო დროს რომელი პალმის ქვეშ მოვხვდებით. გამართლებას და კარგ დასვენებას გისურვებთ!

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 12, 2009 at 09:49

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჯერ ეს ერთი პოსტი წავიკითხე, მაგრამ გამატებ ბლოგროლში, რაღაც დავინტერესდი 🙂

    მე ეგრე წუხელ ეგვიპტეში ვიმოგზაურე ძილის წინ
    შარმ ელ შეიხის სასტუმროების ევროპული ფუფუნება რარაცნაირად ზალიან ჰარმონიულად ერწყმოდა უდაბნოს და პირამიდების ცხელ და უძველეს სუნთქვას
    და ძალიან კმაყოფილი ვიყავი მახსოვს
    ხშირად უნდა ვცადო ხოლმე ესე მოგზაურობა, კარგია განტვირთვისთვის და ფანტაზიისთვისაც

    tatushka55

    ივლისი 13, 2009 at 15:34

    • მოგზაურობა კარგია, თუნდაც სიზმარში, თან უფასოა 🙂 სიზმრების ძალად დასიზმრება და მერე მათი მართვა ძალიან საინტერესო ფენომენია. წარმატებებს გისურვებ. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      ივლისი 13, 2009 at 16:16

  2. ვაშინგტონიაზე არაფერი ვიცოდი : )
    გეთანხმები – ბედისწერის უკვე შედგენილი წიგნი კი არ არსებობს, არსებობს წიგნი, რომელშიც თავად ჩავწერთ რაღაცებს. თუ რას, ეს სხვა საქმეა..

    keti

    აგვისტო 12, 2009 at 17:18


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: