e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

გენიალური და საზიზღარი

with 12 comments

სუნამოს ინგრედიენტი

“მკითხველი გაოგნებულია, გასაოცარი ჩანაფიქრია” ეს სიტყვები გერმანელი მწერლის, პატრიკ ზიუსკინდის რომანის – “სუნამო, ამბავი ერთი მკვლელისა” – მისამართით გამოქვეყნდა “Le Figaro” –ს ფურცლებზე.

ახლა ეს წიგნი მარცხენა ხელში მიჭირავს, მარჯვენა ხელით კი შევეცდები მისი წაკითხვისგან მიღებული შთაბეჭდილებების სურნელი გაგიზიაროთ. “Le Figaro” –ს ვეთანხმები, ჩანაფიქრი მართლა გასაოცარი და ორიგინალურია. ჩემი აზრით წიგნის მთავარი ღირსებაც ეგაა. აქამდე სუნებისთვის იმ კუთხით არ შემიხადავს, როგორც ამ რომანის წაკითხვის შემდეგ შევხედე.(შევიყნოსე) ნაწყვეტი რომანიდან:

მიწა, ბუნება, ჰაერი, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე, ყოველი ჩასუნთქვისას სხვა სუნებით ივსება და ამით სხვა შინაარს იძენს…

ამ წუთას სახეზე ნიავი მიბერავს და ვცდილობ სიგრილესთან ერთად მასში არსებული სხვადასხვა სუნები გავარჩიო, მერე კი თითოეულ სუნთან დაკავშირებული ისტორიები დავინახო თვალნათლივ, მაგრამ ამის გაკეთება არ გამომდის. ჯან–ბატისტ გრინუეის კი, რომელიც ზიუსკინდის რომანის მთავარი გმირია, მსგავსი რამ სულ ადვილად შეეძლო.

იგი აყროლებული ბაზრის ჩაბინძურებულ ადგილას დაიბადა სრულიად უსუნო.(ადამიანი სუნის გარეშე) მისთვის სამყაროს შეცნობის მთავარ იარაღს, ბუნებაში არსებული მრავალფეროვანი სურნელი წარმოადგენდა. ბავშვობაში მხოლოდ იმ საგნების სახელებს იმახსოვრებდა რომლებსაც სუნი ჰქონდა. აბსტრაქტული მცნებები, რომლებსაც სუნი არ აქვთ, სრულიად გაუგებარი და უსარგებლო იყო მისთვის. გავიდა დრო… გრენუიმ თავისი გენიალური შესაძლებლობების მქონე ცხვირით და საზიზღარი მკვლელობებით იმდენი მოახერხა რომ სიყვარულისა და ვნების გამომწვევი სუნამო შექმნა. გული მწყდება რომ მან ამის გაკეთება მოკლული უმანკო ქალწულების სხეულიდან აღებული სუნის შეერთების შედეგად შეძლო. ნუთუ სხვანაირად ამის გაკეთება არ შეიძლება? აი, მაგალითად ავიღოთ შეყვარებულების ჩახუტების სუნი, დავუმატოთ ყველაზე მწარე წიწაკის სუნი, კიდევ ღვინის, თოვლის, წიწვოვანი ნაძვის სუნი და სიყვარულის სუნამო მზადაა. არა? რავიცი, რატომაც არა.

მე პირადად წიგნმა ერთი პრობლემის ორიგინალური გზით გადაჭრისკენ მიბიძგა. პრობლემა ისაა რომ ოხრახუშსა და ქინძს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან და ამის გამო ბაზარში მათი ყიდვის დროს თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე. იდეის მიხედვით, ქინძის და ოხრახუშის გარჩევა სურნელის საშუალებით უნდა ვისწავლო. მაშ ასე, იდეა არის, დაველოდები ფრთებს.

პ.ს. პოსტი დაწერილია 2009 წლის 18 ივლისს. საქმე იმაშია რომ თვით ჟან–ბატისტი, ყველაზე გენიალური და საზიზღარი ადამიანი რომ იყოს ჩემ ადგილას, ისიც კი ვერ იყნოსავდა ახლო–მახლო კომპიუტერისა და ინტერნეტის სუნს, ამიტომაც არ ვიცი თქვენამდე როდის მოაღწევს ამ პოსტის სურნელი.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 22, 2009 at 15:34

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Filmic magaria, Tumca cigni ar maqvs cakitxuli 🙂
    qindzs da oxraxushs rac sheexeba shen ki ara me ver varchev aqamde 🙂

    tatushka55

    ივლისი 24, 2009 at 14:33

    • კი, ფილმიც კარგია, შეიძლება ითქვას რომ ჯობია კიდეც. როგორც ვხვდები ქინძის და ოხრახუშის გარჩევას უფრო გლობალური პრობლემის სუნი ასდის ვიდრე აქამდე მეგონა. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      ივლისი 24, 2009 at 14:47

      • ეს ვინ თქვა ფილმი ჯობია კიდეცო :D:D წადი ადამიანო წიგნი წაიკიტხე აღარ იტყვი მაგას :D:D:D

        მარიამ

        ნოემბერი 8, 2010 at 19:42

  2. filmic da cignic gitovebs imis shegrznebas,rom aranormalurad kargia,roc ragacas mtelisheni arsebit aketeb…da roca mtel shen tavs chadeb rameshi,mere aucileblad shegezleba mkvlels da aramzadasac ki masebis iseti martva,rogorc sikvdilis dasjis dges moaxerxa parfiumerma…
    mere shgizlia isev iq dabrunde saidac daicye,tundac ayrolebul,tevzissunian gatakta ubanshi…tundac sikvdilistvis…

    nastasia

    ივლისი 26, 2009 at 00:04

    • რაიმე საქმისადმი თავის მიძღვნა და თუნდაც სასიკვდილოდ გაწირვა მგონი მართლა დიდი სიამოვნება იქნება.

      ჯორჯ პაიკი

      ივლისი 26, 2009 at 10:37

  3. ki,ashkarad,magram magistvis aucilebelia saqme iseti namdviald sheni iyos,rogroc sakutari kani…da egre zalian tavis saqmes da eget aranormalur nichs,cota tu poulobs…

    nastasia

    ივლისი 26, 2009 at 20:40

  4. ფილმი ვნახე ადრე, როდესაც გამოვიდა. ზედაპირულად ვუყურე, მივხვდი, რაღაც საინტერესო იყო, თუმცა, მაინც კარგად ვერ გავიგე.

    წიგნის წაკითხვა მინდა ძალიან, მაგრამ ვერ ვიშოვე. 😐 იმედია, მომავალში გამიმართლებს.

    ჰიუსტონ

    აგვისტო 4, 2009 at 21:18

  5. საინტერესო ნაზავი გამოვიდა შენებური სიყვარულის სუნამოს ინდეგრიენტებისგან : )

    keti

    აგვისტო 12, 2009 at 17:25

  6. ოჰ მეც როგორ ავღფრთოვანდი პარფიუმერს რომ ვუყურე. მერე 1 კვირა მეჩვენებოდა რომ ყნოსვა გამიუმჯობესდა 🙂

    daliela

    ოქტომბერი 11, 2009 at 19:32

  7. ოხრახუშისა და ქინძის საყიდლად გიშვებენ გარეთ?

    ყნოსვა არა,მაგრამ ძალიან ძალიან მახვილი მხედველობა მინდა რომ მქონდეს 🙂

    kevana

    თებერვალი 20, 2010 at 00:38


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: