e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

მეორე ლოყას რომ ეწყინოს?!

with 6 comments

ვარსკვლავთგოგონა

ზაფხულია, ცხელა ცხელა… ხალხი შილიფად ჩაცმული დადის… მიდიან მთაში… ზღვაზე… ამ დროს უფრო აქტუალური ხდება სხეულზე ტატუს გაკეთება. სვირინგს იკეთებენ ყველგან: მხარზე, ბეჭზე, მკერდზე, ფეხზე, თითზე, კუდუსუნზე, ჭიპთან, ჭიპს ქვემოთ… ინტიმურ და ნაკლებად ინტიმურ ადგილებში, უმრავლესობისთვის და ზოგჯერ მხოლოდ უმცირესობისთვის თვალმისაწვდომ ადგილებში. არიან ისეთებიც ვინც ღრძილებსაც კი არ ტოვებს მოხატვის გარეშე.  იხატავენ ყველაფერს: საყვარელი ადამიანის სახელებს, ყვავილებს, ორნამენტებს, ჯვრებს, ეკლესიებს, აბსტრაქტულ ნახატებს, სიმბოლოებს, ვამპირებს, ჩინურ და იაპონურ იეროგლიფებს… პლაჟზე სიარულისას, თუ დაკვირვებული თვალი გაქვს შეიძლება უცხო ენაც კი შემოგესწავლოს.

ვფიქრობ თქვენს შორისაც არიან ისეთები ვისაც უკვე აქვს ტატუ, ან უახლოეს მომავალში აპირებს მის გაკეთებას. სანამ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგავთ კარგად დაფიქრდით. ყველაფერი აწონდაწონეთ, დაეკითხეთ ახლობლებს, ტატუს ოსტატს გარკვევით აუხსენით რისი ნახვა გაგიხარდებათ თქვენს სხეულზე. მიუხედავად სიცხისა და მაგნიტური დღეებისა, რაც ძილიანობას უწყობს ხელს, სალონში სვირინგის გაკეთების დროს არ ჩაგეძინოთ თორემ სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავსა და ანარეკლს შორის იდენტობის დადგენა გაგიჭირდებათ. ბელგიელ გოგონას, რომელსაც სურათზე ხედავთ ზუსტად ეგრე დაემართა.

მას სულ რაღაც სამიოდე ვარსკვლავის ხილვა სურდა სახეზე, უნდოდა სარკესთან პრანჭიაობის დროს სარკეს ეთქვა: შენ ყველაზე ორიგინალური გოგო ხარ მთელს მსოფლიოში, მაგრამ… სანამ მას სავარძელში ეძინა, ტატუს ოსტატმა თავისი მარჯვე და მარდი ხელებით სამის ნაცვლად ორმოცდათექვსმეტი ვარსკვლავი დაახატა! ახლა კიმბერლი პოლიციაში დარბის და ოსტატს უჩივის. ოსტატი ამბობს: მე მას იმდენი ვარსვკვლავი დავახატე რამდენიც თავად მითხრა, პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა რაც გოგონას მამამისმა სკანდალი მოუწყოო. დერმატოლოგების თქმით ტატუს მოცილებას რამოდენიმე წელი და დიდი თანხები დასჭირდება. მე ვერ გეტყვით რატომ მაინცდამაინც 56 ვარსკვლავი, არც ის ვიცი სარკემ რა უთხრა გოგონას… ის კი ფაქტია რომ კიმბერლის დიდხანს მოუწევს საკუთარ სახეზე ვარსკვლავების თვლა. ის იმდენ დროს დახარჯავს მაგ საქმიანობაში, რომ მაგდენ დროში ცაშიც კი დათვლიდა ყველა ვარსკვლავს და ჩვენც გავიგებდით ბოლოსდაბოლოს რამდენი ვარსკვლავი კიაფობს ზეცაში.

მიუხედავად ყველაფრისა ერთი დადებითი მომენტი მაინც არის ამ ისტორიაში. წარმოიდგინეთ როგორი გახარებული იქნება გოგონას შეყვარებული. მას ხომ მშვენიერი საბაბი მიეცა იმისთვის რომ თავის სატრფოს ხშირად დაუკოცნოს სათითაო ვარსკვლავი! დღეში რამოდენიმეჯერ!!! 5 –ჯერ, 6 – ჯერ, 56 –ჯერ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! …მაგრამ მეორე ლოყას რომ ეწყინოს – მე რატომ არ მკოცნიანო?

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 24, 2009 at 15:17

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. 😀 😀 😀
    ai shariiiiii 😀
    arasodes ar mdomebia tatu, arasodes ar gaviketeb
    Ro momnezrdes mere ra vqna? 😀

    tatushka55

    ივლისი 26, 2009 at 16:55

  2. პატარა შესწორება:

    მოგვიანებით გოგონამ აღიარა, რომ სწორედ 56 ცალი ვარსკვლავი შეუკვეთა თავისი ნებით და მოგვიანებით, მამამისის რისხვა რომ აეცილებინა თავიდან გამოიგონა ისტორია ვითომ ჩაეძინა და შემთხვევით დაახატეს სამის ნაცვლად 56 ვარსკვლავი.

    ზოგის იდიოტობას საზღვარი არ აქვს 🙂

    წყარო: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/belgium/5603769/Girl-with-56-stars-tattooed-on-face-admits-she-asked-for-them.html

    წულფი

    ივლისი 28, 2009 at 10:57

  3. პ.ს.: ეს ამბავი მშვენიერი მაგალითია იმისი თუ როგორ შეიძლება უბრალო ტყუილის გამო მასმედიამ ამხელა ისტერია ატეხოს და უდანაშაულო ადამიანის რეპუტაციას მსოფლიო მასშტაბით ჩირქი მოსცხოს : )

    წულფი

    ივლისი 28, 2009 at 10:58

  4. მადლობა ინფორმაციისთვის! მეც ეგრე ვფიქრობდი რომ ყველაფერი გოგონას ოინები იყო 🙂 მასმედიას რაც შეეხება ისეთი განცდა მაქვს რომ მგონი ერთისული აქვთ სადმე თვითმფრინავი ჩამოვარდეს, ან მატარებელი გადავარდეს ხრამში და მერე “კარგი ნიუსი” გამოაცხონ.

    ჯორჯ პაიკი

    ივლისი 28, 2009 at 11:59

  5. რა რომანტიკოსი ხარ :დ
    კიარადა მე სულ მინდა ტატუ , მაგრამ დროებითი და სულ ვერ ვიკეთებ 😦 ახლა გავიგე რაღაც ინდური ხნით ახატავენ და 2 კვირას ძლებსო, იმასაც გავიგებ სად აკეთებენ, როგორ და იქნებ მერე დავაყენო საშველი :მმ:

    ბაბისა

    აგვისტო 18, 2009 at 19:53


დატოვე კომენტარი