e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ბზზზზზ… ბზზზზზზზ…

with 4 comments

ბზზზზ... ბზზზზზზ...

რამოდენიმე დღის უკან სავარძელში ვიჯექი ჩემთვის, წყნარად, ფეხი – ფეხზე მქონდა გადადებული და წიგნს ვკითხულობდი. ოთახში ბუზი დაბზუოდა გულისგამაწვრილებლად, ნერვებს მიშლიდა. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ დამაჯდებოდა თუ არა შიშველ ტერფზე, ფეხი ავტომატურად რეაგირებდა და როგორც ნევროლოგის კაბინეტში ექიმის მიერ მუხლში პატარა ჩაქუჩის დარტყმის დროს ახდენს კიდური რეაქციას, ზუსტად ისევე რეაგირებდა ბუზის დაჯდომის დროს. კარგ შემთხვევაში ერთი აქნევა საკმარისი იყო ბუზის ასაფრენად, მაგრამ ხშირად არც ეგ შველოდა საქმეს და ფეხს ისე ვათამაშებდი, შორიდან რომ ვინმეს დავენახე იფიქრებდა – ეს კაცი ნამდვილად დიუკ ელინგტონის ბიგბენდის მიერ შესრულებულ მელოდიას უსმენს და ფეხს მუსიკის რიტმს აყოლებსო – მაგრამ მე ყურებში მარტო ბუზის ბზზზბზზზზ– ს ხმა მესმოდა. ბევრი ვითმინე… რამოდენიმე საათი! კითხვისგან დაღლილს და სიცხისგან მოთენთილს სავარძელშივე ჩამთვლიმა. ამ დროს ბუზი მომეპარა და კინაღამ პირში შემიფრინდა. (დახურე რა პირი) ჩემდა ბედად ტუჩს დაეჯახა და უკუიქცა. რათქმაუნდა უმალ გამოვფხიზლდი. სიბრაზისგან ყველაფერი დამავიწყდა, ცოტა ხნის წინ წაკითხული მოთხრობის შინაარსიც კი აღარ მახსოვდა, მარტო ბუზის მოკვლის სურვილით ვიყავი შეპყრობილი. წამოვხტი. იქვე მაგიდიდან გაზეთი “კვირის პალიტრა” ავიღე და იმდენი ვდიე ბუზს სანამ მისი ნაწლავები ყველაზე გემოვნებიანი მკითხველის გაზეთის ფურცლებზე არ მივაბეჭდე.

ალბათ გახსოვთ ბარაკ ობამას მიერ მოკლული ბუზი და ამ ამბის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. ვისაც არ გსმენიათ გეტყვით თუ რა მოხდა. ობამა თეთრ სახლში, ტელეკომპანია NBS – ის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა პირდაპირ ეთერში როცა მის გარშემო ბუზმა დაიწყო ფრენა. პრეზიდენტი ჯერ შეეცადა ხელის ქნევით და მოლაპარაკების გზით მოეშორებინა მწერი, მაგრამ რადგან არაფერი არ გამოუვიდა გადამწყვეტ ზომებს მიმართა – ერთი ხელის დარტყმით მოკლა ბუზი. მერე კი თავი მოიწონა – რა მაგარი ვარო – და ოპერატორებს სთხოვა მოკლული ბუზი ეჩვენებინათ ეკრანზე.

აი, ამას მოჰყვა დიდი “ბზუილი.” ბევრმა ბუნების დამცველმა გააპროტესტა ობამას ქმედება, მისი ცინიკური და არაჰუმანური დამოკიდებულება მწერების მიმართ. ბუზსაც აქვს უფლებები, ჩვენი ვალია ყველა არსებას ჰუმანურად მოვექცეთ – ამბობენ ისინი. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ – PETA (People for the Ethical Treatment of Animals) – თეთრ სახლს გაუგზავნა სპეციალური მოწყობილობა რომლითაც შესაძლებელია ბუზების დაჭერა შენობებში და შემდეგ მათი უვნებლად გაშვება ღია სივრცეში. მოწყობილობა სულ რაღაც რვა დოლარი ღირს.

თანახმა ვარ, ჰუმანურობა აუცილებელია ყველას მიმართ, ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ ბუნებას… მაგრამ (ოხ, ეს მაგრამ) ჩემი აზრით ბუზის უფლებებზე საუბარი რბილად რომ ვთქვა გადაჭარბებულია, მითუფრო მაშინ როცა ჯერ კიდევ არის ისეთი ქვეყნები სადაც შიმშილისგან დაუძლურებულ ბავშვებს ბუზები ახვევიათ, ისინი კი მათ მოცილებას ვერ ახერხებენ, ელემენტარულად ძალა არ აქვთ, ხელი აუქნიონ…

არ ვიცი რა დავარქვა...

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 5, 2009 at 01:50

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბოლოზე მეც გეთანხმები…

    ჰიუსტონ

    აგვისტო 5, 2009 at 19:59

  2. Ra mzime dasasruli aqvs 😦

    tatushka55

    აგვისტო 5, 2009 at 20:37

  3. ობამა რა კაცია?! და რა იდიოტები არიან ეს გარემოს დამცველები. წკაააააპ! არ გაანთხმევინა სული ბუზს?! ჰეჰე, ჩემმა შვილმა ახლა ისწავლა და გაიგო ბუზის არსებობა და რომ დაინახავს: “ბზზზზზ” – იძახის. ხვალ ეს ვიდეო უნდა ვანახო..ეს პოსტი არა. დასასრულმა ცუდ ხასიათზე დამაყენა.

    iameosi

    აგვისტო 6, 2009 at 22:12

  4. კარგი პოსტია!

    keti

    აგვისტო 12, 2009 at 17:34


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: