e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ქალის ორი სისუსტე – ტვინი და ფეხსაცმელი

with 17 comments

წითელი ფეხსაცმელი

… არა, რას ბრძანებთ, ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები! რა სისულელეა! ძალიან გთხოვთ მეორედ აღარ თქვათ, სახის წინ წითელ ნაჭერს ნუ მიფრიალებთ.  უბრალოდ მინდოდა მყვირალა სიტყვებით დამეწყო და მაგიტომ გამოვიყენე ეგ ფრაზა სათაურად. ვის არ ქონია ისეთი მომენტი, როცა დაყვირება უნდა მასში დაგროვილი უარყოფითი ან დადებითი ემოციების გარეთ გამოსაშვებად, რომ შემდეგ თავი უფრო მსუბუქად იგრძნოს, ისე მსუბუქად თითქოს ზეცაში დაფრინავდეს. სულ ესაა… თქვენ კი რა იფიქრეთ, არ გრცხვენიათ?

პრინციპში მე სათაურის პირველ ნაწილს არ ვეთანხმები თორემ ფეხსაცმელი შეიძლება მართლა ქალის სისუსტეა, არ ვიცი. ის კი ვიცი რომ წითელი ფეხსაცმელი ქალის ფეხზე ძალიან მომწონს. წითელი ფეხსაცმელი მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მომხიბვლელობას, მიმზიდველობას და სექსუალურობას ერთი – ორად ზრდის. ამ დროს ქალი უფრო კეკლუცად გამოიყურება – გაბედულად და ავანტიურისტულად, თვალებში კი ეშმაკუნები უციმციმებთ.

დღეს “ბირჟაზე” ვიდექი. მარცხენა ფეხი მუხლის სახსარში მქონდა მოხრილი და ბეტონის ბორდიურს ვეყუდებოდი. ჩემ გარშემო  საკმაოდ ბევრი მზესუმზირის ნარჩენი ეყარა. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მალევე მომბეზრდა. გადავწყვიტე ტვინის ორივე ნახევარსფერო უფრო აქტიურად გამომეყენებინა და რაიმე საინტერესოზე მეფიქრა. გადავწყვტილება მივიღე რომ ექსპრომტად ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ჩემი მიზანი იყო გამვლელ გოგონებს და ქალბატონებს დავკვირვებოდი და დამეთვალა მათ შორის რამდენს ეცმებოდა წითელი ფეხსაცმელი. წარმოიდგინეთ… ვდგევარ ცალ ფეხზე, ხელში გასაღებს ვატრიალებ, შეძლებისდაგვარად ვიყენებ ტვინის ორივე ნაწილს და გამვლელებს ფეხებზე ვუყურებ. პირველად ორი ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა, ერთმანეთს არ გავდნენ, ალბათ დაქალები იყვნენ, ერთს შავი, მეორეს კი მწვანე ფერის ფეხსაცმელი ეცვა. შემდეგ კვლავ ორმა, ამჯერად უკვე ბალზაკის ასაკის ქალბატონმა გამოიარა – არანაირი წითელი ფეხსაცმელი. მოკლედ, მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ცისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი… წითელი არა. უკვე ვფიქრობდი:  წითელქუდას გამოჩენის შანსი უფრო მეტია ვიდრე წითელფეხსაცმლიანი ქალის მეთქი, მაგრამ… რიგით ორმოცდამეორე ქალბატონი, უნებლიე მონაწილე ექსპერიმენტისა,  აღმოჩნდა ის ერთადერთი ქალი (როგორც მერე გაირკვა) რომლის მომხიბვლელობაც ერთი – ორად მომატებული გახლდათ. ვაშა ქალბატონებო და ბატონებო. ამის შემდეგ კიდევ სამმა ქალმა ჩაიარა მუქი ფერის ფეხსაცმლით და ექსპერიმენტი დასრულდა. ორმოცდახუთი მდედრიდან მხოლოდ ერთს ეცვა წითელი ფეხსაცმელი, ცოტაა ჩემი აზრით. საფეხბურთო მატჩის პირველი ორმოცდახუთი წუთისთვის რომ მეცქირა და მარტო ერთი გოლი მენახა კიდევ არაუშავს რა, მაგრამ მხოლოდ ერთი წითელი ფეხსაცმლის ნახვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. ყურები ჩამოვყარე, ფეხი ჩამოვწიე და სახლისკენ გავემართე უკეთესი მომავლის იმედით.

როგორც ცნობილია წითელი ფერი დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. იგი მიჩნეულია როგორც აგრესიის (დიდი, წითელი საბჭოთა კავშირი) ასევე ვნების (ქალის თეთრეული) სიმბოლოდ. სიმბოლოდ ჯანმრთელობის და საფრთხის. ვის არ გაუხარია სკოლაში მიღებული წითელი ხუთიანით, ან ვინ არ დამწუხრებულა დიდი წითელი ორიანით. ზუსტად ასეთი საპირისპირო ემოციების  გამომხატველია წითელი ფერი. ოთახი სადაც კედლები წითლად არის შეღებილი უფრო თბილია ვიდრე სხვა შემთხვევაში. წითელი ფერი ძლიერ ფიზიოლოგიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. დიდი ხნით წითელი ფერის ყურება იწვევს პულსის აჩქარებას. ხარზე ზემოქმედების დეტალებზე არ შევჩერდები. თეთრი და შავი ფერების შემდეგ წითელი რიგით პირველია, რომლის ვერ შემჩნევაც თითქმის შეუძლებელია. სტატისტიკის თანახმად კაზინოებში წითელი ფერის უჯრებზე ყველაზე დიდი თანხა იდება.  ეს ფერი რისკის და აზარტის მოყვარულთა საყვარელი ფერია. ასევე უმრავლეს ონლაინ მაღაზიებში  შეძენის ღილაკები წითელია, რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. წითელი ფერის მნიშვნელობა კარგად შენიშნეს ძველმა ეგვიპტელებმა, რომლებმაც კალენდარზე შაბათ – კვირის დღეების წითლად აღნიშვნის ტრადიცია დაამკვიდრეს. მოდაში კი ყველას კარგად მოგეხსენებათ წითელი ფერის ტრადიციებზე.

…  და მაინც, რატომ აცვიათ წითელი ფეხსაცმელი მხოლოდ ერთეულებს? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ბოლოს კი ისევე დავამთავრებ როგორც დავიწყე.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 8, 2009 at 18:52

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. me agar vcxovrob mand tore aucileblad chamovivlidi chemi romelime citeli fexsacmelit 😀 😀 :D…

    are vigacam mitxra,chem gadametebulad bevr citel nivtebse,citeli prostituciis simboloa,mara ria vici,ria vici 😛

    me miyvars ::)

    nastasia

    აგვისტო 8, 2009 at 22:30

  2. “წითელი ფეხსაცმელი მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მომხიბვლელობას, მიმზიდველობას და სექსუალურობას ერთი – ორად ზრდის” – ჭეშმარიტი სიტყვებია!

    ჰიუსტონ

    აგვისტო 8, 2009 at 23:04

  3. Citeli fexsacmeli da wCteli TUCH-SACXI… ho, chems dedamtils ecva xolme da ulamazesia..im dges yvelaze lamazad gamoiyureboda xolme. HEHE – CITELI FEXSACMELI DEDAMTILEBZE….

    iameosi

    აგვისტო 9, 2009 at 13:26

  4. წითელი ვნებისა და ოღრაშობის ფერია. გავისხენოტ თუნდაც სათაყვანებელი სერიალი “წითელი ფეხსაცმლის დღიურები”. ქალს თუ კარგი ფეხი აქვს(ცალი მაინც) სასიამოვნოა თუ ეცმევა წიტელი ფეხსაცმელი.
    ეგ კი არა ჩვენს დოროთის უყვარდა წითელი ფეხსაცმელი. მე კი დოროთი მიყვარდა.

    Leonard Shleby

    აგვისტო 9, 2009 at 21:59

  5. რა კარგად წერ..

    ისა, გამარჯობა :))
    სამწუხაროდ (სწორედ ეს სიტყვა მომივიდა ამ წუთას თავში) მხოლოდ ახლა ვნახე შენი ბლოგი. ალბათ წითელი ფერის ბრალია, მაშინვე ამ პოსტისკენ რომ გამოვემართე და მშვენიერი საკითხავიც დამხვდა. აი, თურმე ქუჩაში ერთი შეხედვით უდარდელად მდგომმა რაზე შეიძლება იფიქროს 🙂 მართლა ძალიან საინტერესოა ეს შედეგი. მე მომწონს წითელი ფეხსაცმელი, მაგრამ არ მაქვს 😦
    ყიდვა მომინდა 🙂

    keti

    აგვისტო 12, 2009 at 16:57

    • გამარჯობა 🙂 ხო, ხშირად უდარდელი გამომეტყველების მიღმა ბევრ საჭირბოროტო თემებზე ფიქრობს ხალხი. 🙂 სხვათაშორის ექსპერიმენტის ჩატარების ადგილას რამოდენიმე სკამი დგას, რომლის საზურგეებზეც ინგლისურად სიტყვა welcome წერია… ჩათვალე რომ ამ ბლოგში შენთვის მუდამ იდგმება ვირტუალური სკამი წარწერით welcome :)))

      ჯორჯ პაიკი

      აგვისტო 13, 2009 at 01:03

  6. გმადლობ 🙂 ვატყობ, ხშირი სტუმარიც ვიქნები 🙂

    keti

    აგვისტო 13, 2009 at 09:08

  7. kandelakis mcvane tuflebma ra dashava:) me yviTeli fexsacmeli mikvars..:-)

    xatia

    აგვისტო 13, 2009 at 12:37

  8. მმ
    არ მყოლიხარ ლისტში, დაგამატებ
    კიარადა
    მე არ მიყვარს წითელი ფერი, არც ფეხსაცმელი და მითუმეტეს გამომწვევად მიჩნეული თეთრეული :დ
    ფსიქოლოგიურადაც ამ ფერს აგრესიული ადამიანები ხმარობენ, კიდევ ისინი, ვისაც ყურადღების მიპყრობა სურს და უყურადღებობას განიცდის – ფეხსაცმელიც ამას ადასტურებს ხშირად ადამიანებში, აბა მერე იმასაც დააკვირდი, როგორებს უყვართ ეს ფერი, ან როგორებს აცვიათ წითელი ფეხსაცმელი. სისადავეს არაფერი ჯობს ❤

    ბაბისა

    აგვისტო 18, 2009 at 19:49

    • მე კი დავაკვირდები მაგრამ ვეჭვობ რამე მნიშვნელოვანი აღმოვაჩინო. 🙂 თუ ეგრეა მაშინ შენ შავფეხსაცმლიანებს დააკვირდი და ბოლოს შედეგები შევაჯამოთ. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      აგვისტო 18, 2009 at 21:40

  9. ჯორჯ

    pirvel rigshi my respects, imitom rom adre birjaze iginebodnen da ifurtxebodnen da exla shen radikalurad shecvale damkvidrebuli dogma da birja dakvirvebis adgilad aqcie.
    Da meore rigshi witeli feri dzaan ar mikvars tore am postis mere egreve citel fexsacmels vikiddi,
    Tumca who knows, maybe one day …

    tatushka55

    აგვისტო 20, 2009 at 14:18

  10. mec miyvars witeli magal qusliani fexsacmelii

    tatusi

    აგვისტო 21, 2009 at 17:15

  11. ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს და ამბობს წითელზე. მე მიყვარს. ყოველთვის მაქვს რაღაც წითელი შტრიხი ტანსაცმლში ან აქსესუარი. წითელის ტონებიდან შინდისფერი და ჟოლოსფერიც მიყვარს.

    noemberi

    აგვისტო 22, 2009 at 01:46

  12. მომეწონა ეს პოსტი 🙂

    პ.ს არც მე მაქვს წითელი ფეხსაცმელი 😀

    პ.პ.ს უი, არა, გამახსენდა, მაქვს საზაფხულო რაღაც 😛

    Natalia

    სექტემბერი 8, 2009 at 00:08

  13. აი, მოდაში რომ იქნება წითელი ფერის ფეხსაცმელები (მოდაში ვგულისხმობ, ჩვენებურ გაგებას, ერთი ვიღაც რომ აიკვიატებს და მერე სხვებიც რომ აიკვიატებენ წაბაძვით), აი მაშინ 45 ქალიდან ასე 20-25–ს მაინც ეცმება 🙂

    kevana

    თებერვალი 20, 2010 at 00:32

  14. yvelas mogesalmebit,metu mkitxavt qali unda iyos yoveltvis sasurveli da mimzidveli gind citeli fexsacmeli ecvas an saertodac ar ecvas

    shotka13

    მარტი 3, 2010 at 12:32

  15. მე მიყვარს ჩემი თავი,როცა წითელი ფეხსაცმელი მაცვია 🙂

    mariefille

    სექტემბერი 7, 2010 at 14:20


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: