e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

მონოლოგი სატელეფონო ხულიგანთან

with 13 comments

სატელეფონო ხულიგანი

გასულ კვირას დიდი ოდენობით ჯგუფ “The Beatles” ვუსმინე, რამაც რამოდენიმე თვის უკან მეგობრისადმი მიწერილი წერილი გამახსენა. მაშინაც ბითლზის მუსიკის ფონზე გადიოდა დღეები. მუსიკა საშუალებას იძლევა ასოციაციებით ბევრი რამ წარმოვიდგინოთ. მაგალითად კლასიკური მუსიკის მოსმენისას თვალწინ წარმომიდგება ხოლმე ლამაზი მინდვრები, პეპლები, მოზუზუნე ფუტკრები… ძალიან არ მიყვარს ფუტკრის კბენა და ალბათ მაგის გამოა რომ კლასიკურ მუსიკას ნაკლებ დროს ვუთმობ, ვაიდა ფუტკარმა მიკბინოს?! ამიტომ ვუსმენ ბითლზს და ვფანტაზიორობ. ესეც ძველი წერილი მცირე შესწორებებით:

ახალგაზრდა ყმაწვილკაცი 15 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში ზის თავის საყვარელ კომპიუტერთან და genius-ის ფირმის დინამიკებით “The Beatles”–ის სიმღერებს უსმენს. ამავდროულად იგი მარცხენა ხელისგულზე ლოყა დაყრდნობილი სტატიას კითხულობს ინტერნეტში: –“Саудовские женщины против мужчин-продавцов белья”. აი რას ამბობს 20 წლის სტუდენტი რანა ჯადი: “Девушки очень стесняются, когда покупают белье у продавцов-мужчин, дающих советы насчет размеров. Это просто ужасно, когда они говорят “я думаю, это тебе будет мало, а это – слишком велико”. Продавец смотрит на тебя оценивающим взглядом. Это ужасно неприлично…”

ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ლურჯი ფერის ტელეფონი აზარუნდა… ალო, გისმენთ… დუმილი. რამოდენიმე წამში კავშირი წყდება. 2 წუთის შემდეგ კვლავ ისმის ტელეფონის ზარის ხმა, გისმენ, პასუხობს ბიჭი. (ბიჭს გიორგი ჰქვია) ისევ სიჩუმე… გიორგი გაბრაზდა, ტელეფონის ყურმილი მარჯვენა ხელიდან მარცხენა ხელში გადაიტანა და კბილებში გამოცრა – გ ი ს მ ე ნ. აშკარა იყო რომ კაბელის მეორე მხარეს გართობის ხასიეთზე მყოფი სატელეფონო ხულიგანი გოგონა იყო. გოგონა იმიტომ რომ მისი მკერდისმიერი სუნთქვის ხმა ბიჭმა კარგად გაარჩია. ბითლზიც გოგონებს უმღეროდა – “Girl”. გიორგის გაბრაზებამ მალევე გაუარა და ხუმრობის ხასიათზე მოვიდა, – ხოდა უსმინე, ბითლზმა პირადად შენ მოგიძღვნა ეს სიმღერა, მერე რა რომ იმ დროს დაბადებულიც არ იყავი – მიმართა უცნობს. რადგან გოგონა ხმას არ იღებდა ახალგაზრდამ მონოლოგი განაგრძო.

– რა გქვია? გინდა შენი სახელი გამოვიცნო? შენ არც მეტი, არც ნაკლები Michelle გერქმევა, როგორც ბითლზის ამ სიმღერას ”Michelle”… დინამიკებმა ხმას მოუმატეს.

– იცი რა პრობლემები აქვთ შენს არაბ თანატოლებს? მოგიყვე? – დუმილი თანხმობის ნიშანიაო და მანაც ყველაფერი დაწვრილებით უამბო გოგონას რაც იცოდა.

– ნამდვილად რევოლუციის დროა არაბეთში, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ბითლზმა გიორგის მხარი აუბა სიმღერით “Revolution”.

– ეხ გოგონი, გოგონი… შენ სულ არ გადარდებს არაბების ბედი. შენთვის მხოლოდ სიყვარულია მთავარი – “All You Need Is Love”

– რა უცნაური ვინმე ხარ! შენთან შედარებით, ხარუკი მურაკამის რომანის, “Norwegian Wood”– ის (ბითლზის სიმღერაც არის ასეთი, აი მოუსმინე) ერთ–ერთი გმირი ქალი ახლოსაც ვერ მოვა უცნაურობით. მას კი კინოთეატრში პორნოგრაფიული ფილმების ყურების დროს მაყურებლების ნერწყვის ყლაპვის ხმის მოსმენა უყვარდა. მომწონს ორიგინალური ქალები!

– მოიცა, იქნებ ქართული არ გესმის? მაშინ უცხო ენაზე დაგელაპარაკები, ისევ და ისევ ბითლზის დახმარებით… “Ob-La-Di, Ob-La-Da”

– ვაა, მაინც ვერაფერი ვერ გავაგებინე ამ გოგოს. მიშველეთ, “Help!”

ყველაფრის მიუხედავად დუმილი მაინც არ დაირღვა და ბოლო აკორდმაც არ დააყოვნა – “Hello, Goodbye” – მგონო ჯობდა თავიდანვე ამ სიმღერით დამეწყო საუბარი…

P.S. ამბავი იმდენად არარეალურია რომ თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო. მასში გამოყენებული სახელები სინამდვილეს არ შეეფერება, ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 24, 2009 at 11:22

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მომეწონა მონოლოგიცა და მუსიკალური ფონიც! “ბითლზს” ჯერ კიდევ იმ დროს ვუსმენდი, როცა არ ვიცოდი, რომ მათ ასე ერქვათ 🙂 ასე რომ, ძალიან თბილია მათი მუსიკა, როგორც ნებისმიერი რამ, რაც ბავშვობასთან მაკავშირებს…

    keti

    აგვისტო 24, 2009 at 22:03

  2. ჰეჰე. კარგი სახალისო პოსტ იყო, მიცჰელლე ჩემი ფავორიტია :]

    ბაბისა

    აგვისტო 25, 2009 at 00:50

  3. arabi gogoebis probleembit ro dainteresebuliyo ragacatom satelefono xuliganka 😀 😀 😀 da mere ro gemsjelat arabetSi ufro problemuria qals bedi tu afrikasi 😀 😀 😀

    nastasia

    აგვისტო 26, 2009 at 19:54

    • არაბი და აფრიკელი ქალბატონების პრობლემების შედარებაც შეიძლება კი. მაგაზე კენიელი ქალების პროტესტი მახსენდება, მათ გადაწყვიტეს რომ ქმრებისთვის უარი ეთქვათ სექსზე… 🙂 ასეთი რადიკალური პროტესტი რით იყო გამოწვეული ეხლა ვერ ვიხსენებ, მაგრამ თავად ფაქტი მრავლისმეტყველია. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      აგვისტო 26, 2009 at 21:40

  4. ძალიან მაგარი იყო..
    ბითლზებზე ვგიჟდები…

    მარი ახსიაშვილი

    აგვისტო 27, 2009 at 12:15

  5. მას კი კინოთეატრში პორნოგრაფიული ფილმების ყურების დროს მაყურებლების ნერწყვის ყლაპვის ხმის მოსმენა უყვარდა

    oooooo, interesno
    ras ar gaigebs kaci, ნერწყვის ყლაპვის ხმის მოსმენა O_o

    tatushka55

    აგვისტო 27, 2009 at 23:22

  6. ai datxveva mesmis 😀 textis kitxva rom davicye zustad am simgeras vusmendi 🙂

    female

    აგვისტო 28, 2009 at 22:55

  7. ჰაჰაჰაააააა…
    არადა ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ახლა ზუსტად, ვუსმენ The Beatles – She’s Leaving Home.

    წარმოიდგინე, გოგო გაბრაზდა, რომ ბიჭმა ასე დაასრულა მასთან საუბარი და სახლიდან წავიდა. 😀

    Kate

    დეკემბერი 22, 2009 at 21:30

  8. რა გითხრა, არც კი ვიცი:):):):) ნეტავი, მე ვყოფილიყავი ყურმილის მეორე მხარეს:):):):)

    lex tempus

    ივლისი 9, 2010 at 23:24

    • შენც დაიწყე სატელეფონო ხულიგნობა და გაგიმართლებს აუცილებლად. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      ივლისი 10, 2010 at 18:30

  9. ააააააააააააა, რა მაგარია.

    Di@

    ოქტომბერი 28, 2010 at 01:01


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: