დივანი – ტუჩები
მარწყვივით ტუჩები აქვსო გამიგია, მაგრამ ვინმეს რომ ეთქვას ტუჩებივით დივანი აქვსო არ მსმენია. ფაქტი სახეზეა. სურათზე თქვენ ხედავთ კომპანიის b.d (barcelona design) პროდუქციას, რომლის დიზაინიც სალვადორ დალიმ დიზაინერ ოსკარ ბლანკოსთან ერთად შექმნა. 2004 წლიდან გასაყიდად გამოვიდა ოთხი სხვადასხვა ფერის დივანი, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ.
ყველაფერი კი 1893 წლის 17 აგვისტოდან დაიწყო. ამ დღეს ამერიკას მოევლინა შემდეგში ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური მსახიობი და სცენარისტი, 1930–იანი წლების სექს–სიმბოლო მეი უესტი. (Mae West) 155 სმ. სიმაღლის, არც ისე ლამაზი, მაგრამ ენამახვილი, 130 სმ. – იანი მკერდის მქონე ქალბატონი საუბარში ხშირად ამბობდა, რომ ამერიკას სექსი მე ვასწავლეო. “ჩემი მარცხენა ფეხი – შობაა, მარჯვენა – აღდგომა, და რატომაც არ უნდა შემოიაროთ ჩემთან ამ დღესასწაულებს შორის?” – ესეც უესტის სიტყვებია. იგი დაპატიმრებული იყო ამორალურობის ბრალდებით. (ათი დღე მიუსაჯეს და რვა დღეში გამოუშვეს კარგი ქცევისთვის. ) ციხიდან განთავისუფლების შემდეგ კი ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში. რუსეთის დედოფალი ეკატერინე II მისთვის მისაბაძი მაგალითი იყო. მოსწონდა თუ როგორ მართავდა დედოფალი ოცდაათ მილიონ ადამიანს და ამავდროულად სამი ათასი საყვარელი რომ ჰყავდა. არც თავად იკლებდა საყვარლებს, მაშინაც კი როცა უკვე ხანში შესული ბრძანდებოდა, ის კი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მეუღლეს ხშირად უწევდა ცოლის სხვისი ლოგინიდან ძალით გამოთრევა.(!) შეიძლება ითქვას: ცხოვრებას მკერდით “აწვებოდა”. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაფერს ნიჭი უნდა.
ასეთი ქალბატონი არც სალვადორ დალის ყურადღების მიღმა დარჩენილა. მხატვარმა მეი უესტის პორტრეტი დახატა თავის სტილში, მოგვიანებით კი მის მშობლიურ ქალაქ ფიგერასში, მისივე სახელობის მუზეუმში ცალკე ოთახი გაკეთდა პორტრეტის მიხედვით. ბოლოს კი როგორც უკვე გითხარით, სურათის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი, ტუჩები, დივანის ფორმით ჩამოყალიბდა და დღეს ის უკვე გაყიდვაშია.
პირადად მე იდეა მომწონს, კარგი იქნება ერთი ეგეთი დივანი რომ მქონდეს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა მას მეი უესტის ტუჩების ფორმა ჰქონდეს.
siantereso post iyo,ar vicodi merize es detalebi :)) mara tuchebiani divani ar momwons, nu me shin ar davidgamdi, zigadad miyvars egeti gansxvavebuli ragaceebi, mara sxvas rom aqvs , an ro arsebobs tavistvis mashin :)))
ბაბისა
სექტემბერი 1, 2009 at 17:23
დივანი კაია…
მარა აი დალის გემოვნება (ქალებს რაც შეეხება) ძაან საკამათოა 🙂
Lord Vader
სექტემბერი 1, 2009 at 19:03
ტუჩებივით დივანი
&
თითებივით დივანი 😀
tatusi
სექტემბერი 1, 2009 at 20:58
ბაბისა – სხვას რომ აქვს და რომ არსებობს? “რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები…” – ეს შენი სიტყვებია ალბათ. 🙂
Lord Vader – საკამათოა ნამდვილად.
tatusi – კარგი სავარძელია. ოღონდ კიდევ კარგი ნეკა და არათითიც მოხრილი რომ არ აქვს. 🙂
ჯორჯ პაიკი
სექტემბერი 1, 2009 at 22:52
მგონია, ალმოდოვარის ფილმებს მოუხდება ტუჩებივით დივანი
მე არ შევიძენდი 🙂
keti
სექტემბერი 2, 2009 at 20:27
არადა მართლა კარგი დივანია! 🙂
ჯორჯ პაიკი
სექტემბერი 3, 2009 at 21:22
არა, ცუდი კი არ არის, შესაბამის სტილში ჩემი სახლის ინტერიერი ვერ წარმოვიდგინე 🙂
keti
სექტემბერი 3, 2009 at 21:28
me uars vacxadeb citel tuchebse da kreatil ideebse ara,magram am divanze 😀 😀 😀
nastasia
სექტემბერი 3, 2009 at 22:11
მოკლედ ჩაუვარდა ბიზნესი “barcelona design”–ს. 🙂
ჯორჯ პაიკი
სექტემბერი 3, 2009 at 22:57
Pet Society-ში მაქვს ეგეთი დივნები ოხრად 😀
Sweet
სექტემბერი 3, 2009 at 23:41
აუ აუ ❤ ❤
ამ პოსტთან რა შუაშია, მაგრამ შენი ბლოგი მომეწონა და სადმე ხომ უნდა მეთქვა :დ ❤
tiny
სექტემბერი 4, 2009 at 14:18
ა,და კიდე გამიხარდა შენს ბლოგროლში რომ აღმოვაჩინე ჩემი თავი და მეც ჩაგამატე ❤
tiny
სექტემბერი 4, 2009 at 14:27
აჰ, მე არ მომწონს. რომ დაძველდება და გაიცვითება არამგონია ესთეტიკურად გამოიყურებოდეს….ბრრრრ….
არც დალი და არც დივანი..შენი ბლოგი – კი 🙂
iameosi
სექტემბერი 7, 2009 at 14:34
MALE ZUZUEBIVIT DIVANS SHEQMNIAN
ZUSTAD VICI :d
tatushka55
სექტემბერი 8, 2009 at 14:17
🙂 შეიძლება უკვე შექმნილიც არის და ჩვენ არ ვიცით.
ჯორჯ პაიკი
სექტემბერი 8, 2009 at 15:53
am dalis divanze vmjdarvar barselonashi ara originalze ratqmunda :)))))) ertishexedvit ragac mouxerxebeli chans mara, abosliturad sxva shegrzneba gaq roca zixar :)))
pirtskhelani
სექტემბერი 9, 2009 at 03:48
მეც მაგას ვამბობ რომ მაგარი დივანია მეთქი მაგრად რად გინდა, არავინ არ მიჯერებს. 🙂
ჯორჯ პაიკი
სექტემბერი 9, 2009 at 10:33
ეჰ, დალის დივანი ისე საწყლად ჰკიდია მიუნხენის თანამედროვე არტის მუზეუმში სადღაც ჭერში სხვა სკამებთან ერთად, შეგეცოდება 😦
chaotic
სექტემბერი 9, 2009 at 17:29