e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

სულგულშიგანშემატკივარი

with 12 comments

"ბარსელონა"

შეიძლებოდა მეთქვა “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ მეთქი, ან ფანი, თუნდაც ქომაგი, მაგრამ გურამ დოჩანაშვილის მიერ მოგონილი სიტყვა “სულგულშიგანშემატკივარი” მაინც სულ სხვაა. ეს სიტყვა ძალიან უხდება ჩემსა და “ბარსელონას” ურთიერთობებს. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ უახლოეს მაგალითს მოვიყვან. 28 აგვისტოს “ბარსელონა” უკრაინულ “შახტარს” ეთამაშებოდა მონაკოში. მატჩს ევროპის სუპერთასის მფლობელის ბედი უნდა გადაეწყვიტა. შეხვედრის დაწყებას მოუთმენლად ველოდი. “ბარსელონას” გამარჯვების შემთხვევაში ეს გუნდისთვის ერთი წლის მანძილზე რიგით მეხუთე მოპოვებული ტიტული იქნებოდა.

როგორც წესი ფეხბურთის ყურებას ლუდის სმა უხდება, ისევე როგორც ქალების ჭორაობას ყავის სმა, მაგრამ ზოგჯერ ორიგინალურობა არ გვაწყენს. მეც იმის მაგივრად რომ ლუდი მეწრუპა, ჩაციებული საზამთრო დავიჭერი და ჭამის პროცესის გასახალისებლად ერთი “ფინტი” მოვიგონე. ე.ი. რამდენ კურკასაც გადავყლაპავდი საზამთროს ჭამის დროს, “ბარსელონას” იმდენივე გოლი უნდა გაეტანა. აი, ხომ ვარ ნამდვილად “ბარსას” სულგულშიგანშემატკივარი! მის გამო რას აღარ ვიგონებ. იდეამ კარგად გამართო და ალბათ უკვე მიხვდით რომ თეფშზე ძალიან ცოტა კურკა დარჩა, სულ სამიოდე ცალი, დანარჩენი კი გადამეყლაპა.

ბარსამ თამაში მოიგო, მართალია მხოლოდ 1:0 და ისიც დამატებით დროში, მაგრამ რაც მთავარია თასი ჩვენ დაგვრჩა. შეიძლება ითქვას რომ კურკების ყლაპვამ გაამართლა. როგორც მივხვდი კურკებს გრძელვადიანი მოქმედების უნარი აქვთ, “ბარსელონამ” ხომ შემდეგი თამაში 3:0 მოიგო. ამიტომ მაცივარში დარჩენილ საზამთროსაც მივხედავ. თან მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო 92% წყალს შეიცავს, მაინც მეტად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამის გამო მას დიდ პატივს სცემენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. რუსები ამერიკელებს ეცილებიან და ამბობენ: ასტრახანია საზამთროს სამშობლო და არა კანზასიო. ასტრახანში, აგვისტოს თვის ბოლო შაბათ დღეს იმართება საზამთროს დიდი ფესტივალი, სადაც ვაჭრობის გარდა ტარდება კონცერტები და სხვა ღონისძიებები. ასტრახანშივეა საზამთროს მუზეუმი.

წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ საზამთროთი ასეთი საინტერესო რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა… თურმე შესაძლებელი ყოფილა.

საზამთრო

საზამთრო

საზამთრო

პ.ს. ბოლოს კი “რეალის” სულგულშიგანშემატკივრებს ვეტყვი: თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს საყვარელ გუნდს საზამთროს ჭამით. აქვე შეგახსენებთ, რომ საზამთროს ყველაზე გემრიელი ნაწილი არის მისი გული.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 5, 2009 at 00:28

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ras ar gaaketebs kaci sayvareli gundistvis ! 😀 😀 da ra magrad ‘xataven’ sazamtroebze turme :)) iqneb kurkebis ylapva sxva chafiqrebul survilebzec gecada, rogroc chans kadosnuri zala aqvs da sruldeba 😀

    ბაბისა

    სექტემბერი 5, 2009 at 13:20

  2. ინგრედიენტების შესანიშნავ სამეულს შეიცავს ეს ამბავი:
    დოჩანაშვილისეულ “სულგულშიგანშემატკივარს”
    ფეხბურთსა და
    საზამთროს!

    ადრე ისიც ვნახე, ერთი ხელოვანი საზამთროს კურკებით რომ ხატავდა 🙂 აწებებდა და ისე..

    ჰო, კიდევ რა იციან წესების შემოღება 🙂 ლუდი – ფეხბურთზე, კინოში – პოპკორნი.. მართალია, ორიგინალურობა არ გვაწყენს! 🙂

    keti

    სექტემბერი 5, 2009 at 15:51

  3. ბაბისა – ყველა სურვილი ასრულებული მაქვს და რაღა ვინატრო. 🙂 :ხუმარაცინიკოსი:

    Keti – თუ ეგრეა, მაშინ დოჩანაშვილის “სულგულშიგანშემატკივარი” ყველაზე გემრიელი ინგრედიენტია. 🙂

    ჯორჯ პაიკი

    სექტემბერი 5, 2009 at 21:35

    • ვისთვის როგორ, თუმცა გეთანხმები 🙂

      keti

      სექტემბერი 7, 2009 at 01:50

  4. ra autanlad kargad cer ra 😛
    fexburtze rodesme rames samovnebit tu cavikitxavdi ar megona…

    nu,dochanhvils da sazamtrsac ki miuzgvit cvlili magashi,mara shen mainc autanlad akrgad cer 😛
    🙂

    nastasia

    სექტემბერი 6, 2009 at 15:56

  5. yvela barcelonas rato gulshematkivrobs :S

    female

    სექტემბერი 6, 2009 at 21:33

  6. nastasia, მე არა, მაგრამ ბარსელონა მართლა აუტანლად კარგად “წერს” 105×68 ფორმატის საფეხბურთო “ფურცლებზე” და ზუსტად მაგის გამოა ბევრი სულგულშიგანშემატკივარი რომ ყავს female. 🙂

    ჯორჯ პაიკი

    სექტემბერი 6, 2009 at 22:26

  7. მიყვარს დოჩანაშვილი რა :love:

    ბარსელონას მწვრთნელი მომწონს 😀

    პ.ს რეალის გულისთვის კურკებს ვერ გადავყლაპავ ნამდვილად, ისევ ფეხბურთელებმა იზრუნონ ჯობია 😀

    Natalia

    სექტემბერი 8, 2009 at 00:01

    • როგორც პოსტის ბოლოს ვთქვი, შენ შეგიძლია საზამთროს გული მიირთვა. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      სექტემბერი 8, 2009 at 13:51

  8. MIKVARS DOCHANASHVILI
    MIKVARS SAZAMTRO

    FEXBURTI – XAN MIKVARS DA XAN ARA 🙂
    SAZAMTRO MINDA AI SUL ZEDA SURATSHI ROA EGETI 🙂

    tatushka55

    სექტემბერი 8, 2009 at 14:13

  9. es rogorc mivxvdi bilbaostan dapirispirebisas mixmarebixar shen gunds 🙂 mag tamashs ert-ert
    kataloniur patara qalaqshi, iq myofi katalunielebis xtrit vuyure 🙂 🙂

    pirtskhelani

    სექტემბერი 9, 2009 at 04:07

  10. viva barca !: )

    lika151

    დეკემბერი 14, 2009 at 22:13


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: