e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ვენერა მილოსელი ვუდსტოკის ფესტივალზე

with 10 comments

ძველი და ახალი ვენერა მილოსელი

ორი ვენერა მილოსელი და ერთი ევა გრინი ფილმიდან “მეოცნებენი”

სათაურიდან გამომდინარე თუ გგონიათ,

რომ ფანტასტიკური ჟანრის პოსტს წაიკითხავთ –

იმედგაცრუებული დარჩებით.

1820 წელს, ბერძენი გლეხი, კუნძულ მილოსზე თავის მიწას ეწვალებოდა, ანაყოფიერებდა, როცა შემთხვევით მასში ქალის ქანდაკება იპოვა. ეს ქანდაკება ყველასთვის კარგად ნაცნობი ვენერა მილოსელია. ჭკუაგამჭრიახი გლეხი მიხვდა რაღაც განსაკუთრებული რომ იპოვა და მისი სარფიანად გაყიდვა გადაწყვიტა. მსურველი ბევრი გამოჩნდა. ქანდაკების ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად თურქებს და ფრანგებს სურდათ. მათ შორის ხელჩართული ბრძოლაც კი გაიმართა სკულპტურის მოსაპოვებლად და როგორც ირკვევა სწორედ მაგ ბატალიებს შეეწირა ვენერას ხელები. საბოლოოდ ვენერა მილოსელი ფრანგების ხელში აღმოჩნდა და 1821 წლიდან იგი ლუვრის მუზეუმში ინახება საპატიო ადგილას. არავინ იცის რა ბედი ეწია ქალღმერთის ხელებს, ამბობენ ვენერას ერთ ხელში ოქროს ვაშლი ეჭირაო. ვინ იცის ვის მკერდ ამშვენებს გადადნობილი ოქროს ვაშლისგან დამზადებული სამკაული, ან იქნებ ყურზე ამაყად ქანაობს საყურე, შეიძლება მარცხენა ყბის ქვედა საღეჭი კბილის ადგილას არის ჩასმული…  ვინიცის.

ეს კი არა და ქანდაკების ავტორის ვინაობაც არ არის ზუსტად დადგენილი. ის კი ცნობილია რომ ქანდაკება ჩვ. წ. ა.–მდე I-II საუკუნეშია შექმნილი. ლეგენდას თუ დავუჯერებთ ქანდაკების შექმნისთვის ავტორმა მოდელად უბრალო მეძავი ქალი გამოიყენა. ბევრი ამ აზრს არ ეთანხმება, სად სიყვარულის ქალღმერთი და სად მეძავიო.

მიუხედავად ყველაფრისა, 2 000 წლის წინ შექმნილი ვენერა მილოსელი დღესაც ქალის სილამაზის განსახიერებად ითვლება. (ამ მოსაზრების გარშემო კამათი ნებადართულია.) მართალია ვენერა მილოსელის სხეულის ზომები (მკერდის გარშემოწერილობა 86 სმ. წელის – 69 სმ, თეძოების – 89 სმ.) თანამედროვე პარამეტრებს არ ემთხვევა, მაგრამ მაინც. მის ჩაბრძანებას პაიზში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. შატობრიანმა ქანდაკებას საბერძნეთის სიდიადის დამადასტურებელი ძეგლი უწოდა, რენუარმა კი “დიდი ჟანდარმი”. (ქართულად ამ სიტყვების ინტეპრეტაცია ასე შეიძლება: ვენერა მილოსელი – დიდი “გაიშნიკი”.)

ფაქტი ერთია, ლუვრის ამ ექსპონანტს ყოველთვის ბევრი მნახველი ჰყავს. ჩვენ სანამ ვენერას სანახავად მუზეუმის შესასვლელში, კარებთან, მტვრიან ფეხსაცმლებს გავიწმენდავთ, მანამდე ეს ვიდეო ვნახოთ.

თქვენ შეიძლება იკითხოთ, აბა ვუდსტოკიო? სწორი შენიშვნაა.

წელს ვუდსტოკის ფესტივალის ჩატარებიდან 40 წელი გავიდა. 1969 წელს ა.შ.შ. –ის ქალაქ ბეთელში ჩატარდა ფესტივალი, რომელსაც 500 000(!) მსმენელი დაესწრო. აქ დეტალურად არ შევჩერდები იმაზე თუ ვინ გამოვიდა სცენაზე და რა იმღერა, მხოლოდ იმას ავღნიშნავ რომ ვუდსტოკი ისტორიაში შევიდა როგორც ერთობის, მშვიდობის და სიყვარულის ფესტივალის სახელით, და რა გასაკვირია, სადაც სიყვარულია იქ სიყვარულის ქალღმერთიც რომ ყოფილიყო. მე მჯერა, ვენერა მილოსელი აუცილებლად დაესწრებოდა ფესტივალს.

ვენერა მილოსელი ვუდსტოკის ფესტივალზე

ვუდსტოკის შესახებ სტატიას რომ ვკითხულობდი, სიმართლე გითხრათ ვენერა მილოსელი სულ არ გამახსენდებოდა, მაგრამ წერილში ნახსენები იყო 1968 წლის პარიზის მოვლენები, სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა ქუჩებში, ბარიკადები… ამ ფაქტთან დაკავშირებით გონებაში არქიმედეს კანონის დახმარებით, ბერნარდო ბერტოლოჩის ბოლო ნამუშევარი, “მეოცნებენი” ამომიტივტივდა. ფილმში სწორედ საპროტესტო აქციების ფონზე ვითარდება მოვლენები. ფილმიდან კი ერთი ეპიზოდი გამახსენდა, რომელშიც მომხიბვლელი ფრანგი მსახიობი, ევა გრინი, ვენერა მილოსელის ქანდაკებას ანსახიერებს. სწორედ მაგ კადრის დამსახურებაა ეს პოსტი, რადგან ამის შემდეგ უკვე აღარ გამჭირვებია – ევა გრინის, ვენერა მილოსელის, ვუდსტოკის ფესტივალის და სიყვარულის ერთმანეთთან დაკავშირება.

პ.ს. ბოლოს ცოტას მაინც ფანტასტიკის ჟანრში გადავალ… წარმოვიდგინოთ რომ 2 000 წლის შემდეგ, გამრჯე გლეხმა, მიწის დამუშავების დროს “ქართლის დედის” ქანდაკება იპოვა…

Advertisements

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. da daicko im xalxis memkvidreebis zebna, visac mis zuzuebze sakutari saxeli amoutvifravs 😀

    iameosi

    სექტემბერი 9, 2009 at 10:37

  2. arada sul mainteresebda rogori iqneboda venera xelebiturt, aseti xibli eqneboda? ase daaintrigebda da miizidavda mnaxvelebs ? mmm

    ბაბისა

    სექტემბერი 9, 2009 at 11:56

  3. მომწონს, საკუთარ ასოციაციებს რომ მისდევ და ისე წერ.. ძალიან საინტერესო პოსტები გაქვს და ასევე, არაერთი ასოციაციის მომგვრელი (რომ წავიკითხავ, მერე კიდევ შეიძლება მეც სადმე გავუხვიო ხოლმე 🙂 )

    ვფიქრობ, ხელები როგორ შეიძლება ჰქონოდა. მარცხენა, სავარაუდოდ, აწეული 🙂

    keti

    სექტემბერი 10, 2009 at 21:44

  4. qvis venerase metad ashkarad ,,meocnebenidan´´ venera melamazeba…
    🙂
    xoooda,vudstokse gadamsenda rom iaponeli narkotikebse mibmulivit,magalitad ioko onosavit ro gamoviyurebode da iseti filmebis koleqcias ro vagrovebde,romlebshic satvale an linzebi aqtiurad figurirebs,sheizleba ufro saintereso arseba vyofilivayi…

    yovel shemtxvevashi bolo sami dgea,egre amovicheme 😀

    nastasia

    სექტემბერი 11, 2009 at 11:53

  5. ევა გრინს აშკარად ზედმეტად დიდი ძუძუები აქვს :ლოლ:
    ვენერა მილოსელს არ ჰგავს საერთოდ!!! არ მომწონს ეს მსახიობი.

    ქართლის დედის ქანდაკებაზე ვგიჟდები, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემში ფემინისტურ მისწრაფებებს აღძრავს ხოლმე, ძლიერი ნამუშევარია.

    Sophie Golden

    სექტემბერი 14, 2009 at 00:19

    • მართალი ხარ, არ გავს – მაგრამ ჯობია! 🙂 ოდნავ დიდი მკერდი კი აქვს.

      ჯორჯ პაიკი

      სექტემბერი 14, 2009 at 09:56

  6. ერთი ევა გრინი ფილმიდან “მეოცნებენი”

    zalian magari filmis dzalian magari kadri 🙂

    tatushka55

    სექტემბერი 22, 2009 at 14:16

  7. ძალიან დიდი ბოდიში ევა გრინის ფანებს, მაგრამ ვენერა მილოსელის მკერდი მირჩევნია რა… ქალი ანტიკაა

    kevana

    ნოემბერი 26, 2009 at 15:21

  8. კარგი და საჭირო პოსტია:))))))

    birdsgroup

    მარტი 30, 2010 at 11:44

  9. ყოცჰაგ ე ყოცჰაგ მომეწონა მაგარი პოსტები გაქვს

    ბელა

    ნოემბერი 13, 2010 at 16:35


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: