e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

დაღლილი დამსვენებელი

with 10 comments

AtTheBeach

თითქმის დასრულდა ზღვის სეზონი, ანდა როდემდე უნდა გაგრძელებულიყო, ხალხი დაიღალა ამდენი დასვენებით. ხშირად გამიგონია ზღვიდან დაბრუნებული ადამიანები რომ ამბობენ: ზღვაზე ვიყავი, მაგრად დავიღალე და ეხლა სახლში (მაგალითად მერვე სართულზე) ვისვენებო. ბათუმელები და სხვა ზღვისპირა ქალაქში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა ხომ დაიღალა და დაიღალა.

მაინც ღირს წელიწადში ერთხელ, ერთი კარგად დაღლა. ნახეთ სურათზე რამდენი დაღლილი დამსვენებელია. თავიდან მინდოდა დამეთვალა და ზუსტი ციფრი გამეგო თუ რამდენი ფიგურა არის გამოსახული ნახატზე, მაგრამ 172 –მდე ავედი და თავი დავანებე. პრინციპში ნახევარზე მეტი უკვე დათვლილიც კი მქონდა, დაახლოებით 300 –მდე ადამიანი იქნება ნახატზე. სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის ამ ქმნილების ავტორი და შესაბამისად არ ვიცი ვის მიმართ გამოვხატო ჩემი მოწონება ნანახისგან მიღებული სიამოვნებისთვის.

რამდენი ადამიანი (არამარტო ადამიანი, 6 ვირი და 2 ძაღლიც არ უნდა დაგვავიწყდეს) და რამდენი ისტორიაა ერთ ნახატში. მგონი, მიქელანჯელოს მიერ “სიქსტის კაპელა”– ში გამოსახული ფიგურების რაოდენობის შემდეგ ეს მეორე სურათია სადაც ამდენი ადამიანია ერთად თავმოყრილი. დიდხანს, დიდხანს ვათვალიერე თითოეული დამსვენებელი და რომ შემეძლოს ყველას ხასიათს და ფსიქოლოგიურ ნიუანსებს ავღწერდი. მაგრამ სად შემიძლია მაგდენი. რომელი ბალზაკი მე ვარ, ან ტოლსტოი… რაღაც მომაფიქრდა, უფრო სწორად რაღაც ისეთი მომაფიქრდა რაც სხვა ფიქრისკენ მიწვევს. კონკრეტულად კი უნდა გავარკვიო ყველაზე მეტი პერსონაჟი რომელი მწერლის შემოქმედებაშია. საინტერესოა… ვიფიქრებ და თუ რამე მოვიფიქრე თქვენც გეტყვით.

რამოდენიმე სიტუაციას მაინც გამოვყოფ სურათიდან. აი, მაგალითად მზისგან დამცავი ქოლგები ძალიან სახიფათოდ აქვთ მხარზე გადებული. ერთგან ბავშვებს ბურთი გაუხეთქეს, მეორეგან კი პატიოსან დამსვენებელს ისეთი მოხვდა სახეში, რომ შეზლონგით პირდაპირ საავადმყოფოში რომ გახდეს გასაქცევი არ გამიკვირდება.

მაინტერესებს მარცხენა დაბალ კუთხეში სამი მამაკაცი რაზე საუბრობს. ის ერთი სიგარეტს რომ ეწევა, რა, არ იცის, მოწევა მავნებელი რომ არის მისი ჯანმრთელობისთვის? ახლომახლო ნაგვის ურნასაც ვერ ვხედავ და ნამწვავი სად უნდა გადააგდოს? მოიცა ვუთვალთვალო ბოლომდე…

კიდევ ერთი პრობლემა, ამჯერად უფრო პირადული. შეხედეთ მარცხენა კუთხეს. სპორტული აღნაგობის კაცი, კუნთების თამაშით და ამაყი ნაბიჯებით სეირნობს მზისგან გახურებულ ქვიშაზე, გოგონები კი თვალს აყოლებენ, კისერს იტეხავენ. ერთ ქალბატონს კი გვერდში მდგომი მამაკაცი არ აკმაყოფილებს და მის თანამგზავრს მაგრად რომ არ ჰქონდეს ხელი –ხელში ჩავლებული უთუოდ გაექცეოდა მას და კუნთიანს გაეკიდებოდა. (ხშირად პირიქით ხდება ხოლმე) მაგ წყვილში მთავარი ამბები სასტუმროში დაბრუნების შემდეგ განვითარდება, მაგრამ მე მაგათ სასტუმრომდე ვერ გავყვები.

შუაში და ზევით, წყალში, ვიღაც ბურთს ფეხს რომ ურტყავს, ეგ რაღაც სპორტის ახალი სახეობაა ალბათ. ჩვენ ქართველებს, საფეხბურთო მინდორზე არ გამოგვდის თამაში და იქნებ წყალფეხბურთში მაინც ვივარგოთ, დაკვირვება გვმართებს რომ რაიმე სიახლე არ გამოგვეპაროს.

ამიჭრელდა თვალები. დროა დავამთავრო წერა, თორემ არ მინდა ზღვიდან დაბრუნებული, დაღლილი დამსვენებელი კიდევ უფრო გადავღალო ბევრი კითხვით.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 13, 2009 at 01:54

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რა კარგი ნახატი გიპოვია! 🙂
    მეც თვალების აჭრელებამდე ვათვალიერე.. ზემოთ ვირის ტლინკმოხვედრილი დამსვენებელი ნამდვილად მოხვდება საავადმყოფოში. იქვე, ერთმანეთის მხრებზე შემდგარი ხალხიც საინტერესოა. ქვემოთ, მარჯვნივ, ქუდების გამყიდველია ცუდ დღეში, პარავენ და თან როგორ პარავენ! ისე ერთი რამ გამიკვირდა, რამდენიმე პერსონაჟი ზედმეტად შემოსილი ჩანს..
    მოკლედ, გამართო ამ ნახატმა!

    და შენი კითხვით შეუძლებელია, ვინმე დაიღალოს 🙂 თუნდაც “ზღვიდან დაბრუნებული, დაღლილი დამსვენებელი”..

    keti

    სექტემბერი 13, 2009 at 10:00

    • 🙂 კარგად აგითვისებია ნახატი! ზედმეტად შემოსილი ხალხი მეც მომხვდა თვალში, ეგენი ალბათ ჯიბის ქურდები არიან. პოსტშიც მინდოდა მაგაზე დამეწერა, მაგრამ საცერში გაიცრნენ ქვიშასავით, როგორც ზოგიერთი სხვა მომენტი.

      ჯორჯ პაიკი

      სექტემბერი 13, 2009 at 11:10

      • ახლაც, რამდენჯერაც დავხედავ, ახალ ამაბავს შევამჩნევ ხოლმე.. დღეს ფლირტის რამდენიმე შემთხვევის თვალიერებით გავერთე. ერთგან დიდი გაწევ–გამოწევაც არის გაჩაღებული 🙂

        keti

        სექტემბერი 14, 2009 at 22:43

  2. amdeni elastijebiani tu jinsebiani xalxi pirvelad vnaxe pliajse 😀

    gemebi zomase metad shav bols ushveben da
    jorj paiki rgroc yoveltvis zomase kargad cers 🙂

    nastasia

    სექტემბერი 13, 2009 at 14:40

    • ეგ გემები ძალიან აბინძურებენ გარემოს, აფრიანი იახტები ჯობია აშკარად. უფრო რომანტიულიც არი… 🙂

      ჯორჯ პაიკი

      სექტემბერი 13, 2009 at 20:15

  3. თავიდან რო ნახატს შევხედე, სად გამქცეოდა თვალი არ ვიცოდი, იმდენი რამ იყო ზედ და თან ვიფიქრე, ასეთ პლაჟზე რო დამსვა ალბათ გავრეკავთქო, ჰუჰ, რამდენი ხალხია, ალბათ, მანდ მართლა დაიღლები :))) რამდენი დეტალია, ძაან სახალისოები არიან, დიდხანს ვუყურებდი :))) ნეტა ვინაა ავტორი

    ბაბისა

    სექტემბერი 13, 2009 at 20:29

  4. თავიდან რომ შევხედე ნახატს, დიდი არაფერი, მაგრამ პოსტის მერე უფრო და უფრო დამაინტერესა :))

    Natalia

    სექტემბერი 13, 2009 at 22:56

  5. yvelas tavis saqme aqvs 🙂

    xissunianisaxli

    სექტემბერი 14, 2009 at 17:43

  6. siamovnebit daviglebodi zgvaze
    magram cels mags siamovnebis shansi ar mqonda, uketesi saqmit vikavi dakavebuli 🙂

    tatushka55

    სექტემბერი 22, 2009 at 14:19

    • კი, ვადევნებდი თვალს შენს ბლოგს. ნამდვილად უკეთესი საქმით იყავი დაკავებული. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      სექტემბერი 22, 2009 at 16:39


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: