e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ამ საღამოს, ათ საათზე

with 8 comments

რა ხდება ფარდის მიღმა?

სათაურად გამოტანილი სიტყვები ტელევიზორში რომელიღაც სერიალის ან ფილმის დაწყების დრო რომ იყოს დიდი მნიშვნელობა ნაკლებად ექნებოდა, თუმცა სიტყვები მნიშვნელობას ხომ იმის მიხედვით იძენენ თუ ვის მიერ არის ის ნათქვამი, ვის მიმართ, სად, როდის…

მაგალითად ავიღოთ სიტყვა “არა”. ზოგადად ადამიანებს არ გვიყვარს როცა უარს გვეუბნებიან… თუმცა სიტუაციას გააჩნია. ზოგჯერ “არა” ფოლადივით მსახვრალია, როგორც ამას კნუტ ჰამსუნი წერს თავის რომანში “მისტერიები”. ფოლადივით მსახვრალი “არა”, წიგნში ქალის მიერ, კაცის მისამართით ნათქვამი უარია შეთავაზებული სიყვარულის სანაცვლოდ. უარით გაწბილებული გმირი მიწაზე ეცემა, ამ დროს მას “შემთხვევით” ცივი და ბასრი ფოლადი ერჭობა სხეულში და იღუპება.

გი დე მოპასანის მოთხრობაში “მადამ პარისი”, ფრაზა “ამ საღამოს, ათ საათზე” ისე ჟღერს როგორც მესამე ზარის ხმა ოპერის დაწყების წინ. პატარა ქაღალდზე დაწერილი ეს სიტყვები ოფიცერ ჟან დე კარმელენის მაგიდაზე აღმოჩნდა, რომელიც მადამ პარისს ეკუთვნოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ მისი დონდლო, მოკლეფეხება, მსუქანი მეუღლე სახლში არ იქნებოდა და ჟანს მასთან მისვლა შეეძლო. ქალ – ვაჟს არც ისე დიდი დრო იყო გასული რაც ერთმანეთი შეუყვარდათ და ეს პაემანი პირველი იქნებოდა როცა მათ განმარტოებით შეეძლებოდათ ერთად ყოფნა. კარმელენი ძალიან გახარებული ჩანდა, იგი მოუთმენლად ელოდა საღამოს ათი საათის შესრულებას, მაგრამ მოულოდნელად შეიტყო რომ ბატონი პარისი ქალაქში ბრუნდებოდა, “ოპერის” გამართვას საფრთხე დაემუქრა! ჟანი ახალგაზრდა, გაბედული ადამიანი გახლდათ, ის თავად მეთაურობდა ქალაქში დაბანაკებულ სამხედრო ბატალიონს. მისი ბრძანებით ჯარისკაცებმა ქალაქის ყველა შესასვლელი გადაკეტეს, როგორც ზღაპრებში – ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა ქალაქში და მითუმეტეს მადამ პარისის მეუღლე ვერ შევიდოდა. ასეც მოხდა. “საოპერო წარმოდგენამ” განმარტოებულ ვითარებაში სასიამოვნოდ და წარმატებით ჩაიარა, ყოველთვის კი არ არის საჭირო ანშლაგი. როგორც შემდეგ ვიგებთ მოთხრობიდან, ჩიტები მეტად უკმაყოფილონი დარჩნენ ქალაქში რომ ვერ შეფრინდნენ, ამიტომ ჟან დე კარმელენი მკაცრად დასაჯეს და ქალაქიდან შორს გადაიყვანეს. ჩვენთვის უცნობი რჩება კიდევ შეხვდა თუ არა ერთმანეთს შეყვარებული წყვილი, ალბათ უფრო არა. ავტორი ეჭვს გამოთქვავს:

დღეს იქნებ აღარც ახსოვს ეს ქალი და მხოლოდ შეზარხოშებული თუ იხსენებს მეგობრებში უკვე დავიწყებულ რომანტიულ და კომიკურ ფარსს.

სხვაგვარადაა საქმე მოპასანის სხვა მოთხრობაში –  “მზითევი”. იქ მთავარი მოქმედებები ქალის მზითევის გარშემო ვითარდება. თაღლითი კაცი ცოლად მდიდარ ქალს შეირთავს მისი სიმდიდრის გამო, საქორწინო მოგზაურობაში ყოფნისას კი გაუჩინარდება და თან ცოლის მთელ სიმდიდრეს გააყოლებს ხელს.

თუ პირველ შემთხვევაში მამაკაცი ქალის გამო, თავისი თავის გამო(ც), ერთგვარ გმირობას ჩაიდენს და თავის სამხედრო კარიერას სასწორზე შეაგდებს, მეორეგან კაცის ქმედება სრულიად ამაზრზენია. საბოლოო ჯამში კი ორივე ქალბატონი კარგავს “მზითევს”. რაც არ უნდა ძალად გაეთხოვებინათ ქალი (მადამ პარისზე მოგახსენებთ) ღალატი მაინც მიუღებელია. სრულიად უადგილო მგონია კაცის მოკლე ფეხების გამო თავის მართლება.

ხოდა იმას ვამბობდი, რომ ერთ სიტყვას ან ფრაზას მთლიანად შეუძლია ადამიანის მომავალი შეცვალოს, ერთი სიტყვა და მორჩა. შეიძლება მადამ პარისსაც ჰყავდა შეყვარებული, მაგრამ მას სხვების ჩარევის გამო ფოლადივით მსახვრალი “არა” უთხრა. ამით უიმედოდ შეყვარებული ადამიანი დაიღუპება, არასახარბიელო ქორწინება კი ფრაზის: “ამ საღამოს, ათ საათზე” თქმის პროვოცირებას ახდენს. ამას მოსდევს ჩადენილი გმირობა, “საოპერო წარმოდგენა”, დაკარგული თანამდებობა. უსაქმოდ დარჩენა და უფულობა თაღლითობის სურვილს აჩენს, რაც მოტყუებით ცოლის მოყვანას და შემდეგ მეუღლის სიმდიდრესთან ერთად გაუჩინარების საწინდარია.

გამოდის ყველაფერი “არა” – დან იწყება, ან მთავრდება.

პ.ს. შეიძლება მთლად ლოგიკურად არ გამოიყურება მოვლენების მსგავსი განვითარების ვარიანტი, მაგრამ ეგ არაფერი…

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

ოქტომბერი 8, 2009 at 12:45

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჰეჰ პირველი ვარ :)))))
    საოცარია პირდაპირ 🙂 როგორც ჩემი საყვარელი კომისარი მეგრე იტყოდა: თუ ერთი და იგივე რამეს ათი ადამიანი უყურებს აუცილებლად ათივე სხვადასხვანაირად მოყვება. სამწუხაროდ ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ. შეიძლება მთლად სწორად ვერ ჩავწვდი ამ პოსტს მაგრამ ესეც კლასიკური მაგალითი მეგრეს სიტყვებისა :)))) არა ზოგისთვის კის ნიშნავს, ზოგისთვის ალბათს :))) ბოლოსდაბოლოს ადამიანები ხომ ყველაზე მეტად იმითი ვგავართ ერთმანეთს რომ განსხვავებულები ვართ :))) ახლა გული დამწყდა მოპასანის სხვა რამეები რომ არ მაქვს წაკითხული გარდა “ლამაზი მეგობრისა” 😦
    რამდენჯერ შემოვიხედავდი ამ ბლოგზე და ლურჯი მთვარის დანახვისას ვხვდებოდი ახალი პოსტი არ იყო ხოდა გულდაწყვეტილი გავდიოდი ხოლმე :))) ფრიად გამახარე 🙂 თან საიტერესო იყო 🙂

    kate_alukard

    ოქტომბერი 8, 2009 at 15:24

  2. aqac yvelaferi ara-ti daiwyo , anu es posti am sityvam shtagagona da momewona rogorc shemoaqandake mere da miushene istoriebi da motxrobebi da magalitebi:))
    fsiqologebis rchevit rac sheizleba ishviatad unda vtqvat sityva ara, mas uaryofiti energetika axlavs da xshirad vtqvat dixa.. mere albat amaze-c gadaiges filmi ‘yes man’ (iqac jim carrey tamashobs) da filmis merec rom davfiqrdi bevri ramaa razec sulac araa sachiro tqva “ara” :))
    ra didi shualedi gqonda)

    ბაბისა

    ოქტომბერი 8, 2009 at 15:39

  3. kacis mokle fexebis da nela titze grzeli frchxilis gamo ramdeni msgavsi istoriis dasacerad sachiro amabavi momxdara 😀

    zogadad marto aras,sityvebs avs didi mnishvnelba,chven chveni leqsikuri erteulebis garemoshi vxovrobt,anu enobriv saryelshi…

    adre aras 3 r-ti vambobdi da mgoni marTla foladivit jgerda…

    nastasia

    ოქტომბერი 8, 2009 at 15:41

  4. kate_alukard – ვეთანხმები მეგრეს, მეც ეგ მომწონს და მაოცებს, ერთი და იგივე საგანს ყველა განსხვავებულად და თავისებურად რომ აღიქვავს. 🙂 გააჩნია, თუკი არას უკან დახეული ადამიანის პოზიციიდან იტყვი მაშინ მართლა ისე ჟღერს როგორც “კი”. 🙂 მოპასანის ეგ ორი მოთხრობა არც ისე დიდია, (პატარაა) შეგიძლია მოიძიო და წაიკითხო. მეც არმაქვს მოპასანის ბევრი რომანი წაკითხული.

    ბაბისა – ფსიქოლოგების ეგ მოსაზრება მეც მსმენია, თუმცა ყველაფერზე “კი”–ს ვერ იტყვი. 🙂 შუალედს რაც შეეხება, როგორც საფეხბურთო კომენტატორები ამბობენ ხოლმე პირდაპირი რეპორტაჟის დროს წარმოქმნილ ხარვეზებზე: ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდებაო, ჩემს შემთხვევაშიც ეგრეა. 🙂

    nastasia – ჯერ არა და მერე კიდე არრრა… ნამდვილად ცუდი მოსასმენი იქნება. დროა გადახედო შენს სტრატეგიას და იქნებ პირველ ეტაპზე 3 “რ” – ნაცვლად 1 “რ” იხმარო. მერე კი სულაც “ლ”. 🙂

    ჯორჯ პაიკი

    ოქტომბერი 8, 2009 at 16:31

  5. ზოგჯერ “არა” რომ “კის” ნიშნავს, ამის დაწერა მინდოდა, მაგრამ უთქვამთ. ეს უფრო ქალებს ახასიათებთ 🙂

    keti

    ოქტომბერი 8, 2009 at 20:14

    • შენც თქვი რა პრობლემაა. 🙂
      პ.ს. შენს ბლოგზე კომენტარს ვეღარ ვტოვებ და ნეტავ რატომ?

      ჯორჯ პაიკი

      ოქტომბერი 8, 2009 at 20:23

  6. gadavxede ukve chem strategias da ert r se var gacherebuli da l-se chasvlas agar vpireb 😀

    nastasia

    ოქტომბერი 9, 2009 at 12:45


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: