e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ოცნებებში ფრენა პარაშუტით

with 13 comments

ოცნება პარაშუტის თანხლებით

mr.picasso-ს მიერ აგორებულმა ოცნების ტალღამ ჩემამდეც მოაღწია ხისსუნიანისახლი–ს და kate alekurad-ის მეშვეობით. სიმართლე გითხრათ ხმამაღლა ოცნების სურვილი მაინცდამაინც არ მაქვს, მაგრამ მოკლედ მაინც დავწერ ჩემი ოცნებების შესახებ.

დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც მე ვიცი სანამ ადამიანი ოცნებებში ფრენას დაიწყებს, მანამდე აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა – მიწაზე ქვასავით რომ არ დაეცეს. კი ამბობენ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, მაგრამ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია მოუკლავს თუ არ მოუკლავს. ოცნებებში სიკვდილი მეტად უხერხული იქნება, ამიტომ თავიდან პარაშუტს მოვირგებ და მხოლოდ ამის შემდეგ ავიჭრები ზეცაში საოცნებოდ. აჰა… ესეც ასე, მგონი ყველაფერი წესრიგშია.

  • სურათზე ლეპტოპი ჩანს და პირველ რიგში მაგით დავიწყებ – ლეპტოპი მინდა . რათქმაუნდა ჩვეულებრივი კომპიუტერიც კარგია, თუმცა ვფიქრობ ლეპტოპთან  უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ინტიმური გარემოს შექმნაში დამეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, ლეპტოპთან ურთიერთობა თაფლობის თვეს ჰგავს, რომელიც არ მთავრდება.
  • შემდეგი ოცნება ბანალურია, მაგრამ ძალიან საჭირო – მატერიალური კეთილდღეობა.
  • რამოდენიმე ათასი წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა მინდა. დაე იმდენი წიგნი მქონდეს მთელი ცხოვრება რომ ვიკითხო ყველა მაინც ვერ წავიკითხო.
  • საკუთარი წიგნის გამომცემლობა. ძალიან ბევრ და კარგ წიგნს გამოვცემდი. (ფული ხომ მაქვს უკვე მეორე ოცნების წყალობით.)
  • კიდევ ჩემ დულსინია ტობოსელზე ვოცნებობ. (ვახ, კინაღამ წერო დამეჯახა.)

საკმარისია ამდენი ოცნება. მოვიდა მიწაზე დაშვების დრო, თორემ ასე თუ გავაგრძელე…

ჰერიქაა, ცუდადაა ჩემი საქმე, პარაშუტი არ იხსნება… გაიხსენი რა პარაშუტი არ ხარ… როგორც იქნა გაიხსნა, მაგრამ ძალიან ახლოს ვარ მიწასთან….

რა მანძილია ოცნებიდან ლომის ხახამდე?

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

ოქტომბერი 11, 2009 at 18:36

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. lakonurad da originalurad iyo :)) parashuti namdvilad sachiroa 😀 mara ise ziritadad adamianebis ocnebebi xo gavs ertmanets mainc- sayvareli adamiani da fuli- es ori titqmis yvelas unda, meore ki ufro bevrs :)) da ho, kargi fotoebia 🙂 me rodis vifrine neta bolos mmm

    ბაბისა

    ოქტომბერი 11, 2009 at 19:03

  2. მგონია, რომ შეუძლებელი არაფერია..
    შედარებით მარტივად ასრულებადმა #1 ოცნებამ მეც მომანდომა იგივე 🙂

    keti

    ოქტომბერი 11, 2009 at 20:21

  3. nu rogorc yoveltvis mocodebis simagleze xar ocnebebshic ki :)))) kargi iko visiamvne 😛

    kate_alukard

    ოქტომბერი 11, 2009 at 21:56

  4. ეჰ ლეპტოპი და რამდენიმე ათასიანი ბიბლიოთეკა მეც მინდა :ტკბილიოცნება:

    fsiQe

    ოქტომბერი 11, 2009 at 23:28

  5. zalian kargad wer, magram yvela blogze ocnebebiT ukve shevwuxdi, ra ertferovnebaa 🙂

    fiqro

    ოქტომბერი 12, 2009 at 15:08

  6. ჰაჰ, ჩვენი 2 ოცნება დამეთხვა – ლეპტოპი და წიგნები დავწერე მეც : ))

    Natalia

    ოქტომბერი 18, 2009 at 21:37

  7. parashutze gamaxsenda dzaan magari istoria

    sadgac 7-8 clis cin urekshi visvenebdit
    Plajze vart me chemi da da daqali, dzaan magari amindia
    da sastavma parashuti gamoitana, ai is katerit rom afrenen.
    chven mashin magis fuli ar gvqonda 😦 70lari girda
    xoda shoridan vtkbebodit vigaceebi ro dafrinavdnen, uceb movida ojaxi da ertma savaraudod 80 cels mikakunebulma bebom gamotqva survili gafreniliko
    tavisma shvilma exveca cnevebi gaqvs da ar gindao, magram bebom ar daishala
    xoda afrinda
    dashvebisas bebo cocxali agar iko
    guli gaucherda haershi … sikvdili mzimea magram es iko ulamazesi sikvdili
    visurvebdi egre lamazad movkvde
    im dgis mere parashutiani tipebi iq ar gamochenilan in zafxuls …

    tatushka55

    ოქტომბერი 29, 2009 at 16:53

    • რა უცნაური ისტორიაა. მაგაზე გოდერძი ჩოხელის მოთხრობა გამახსენდა – ”ცასწავალა”. მოთხრობაში ერთი პატარა ჩიტია რომელიც ძალიან მაღლა აფრენას ცდილობს, არადა ეს მისთვის სახიფათოა. მიუხედავად ამისა აფრინდება, აფრინდება… მართლაც დიდ სიმაღლემდე, მაგრამ ჩიტს გული უსკდება და კვდება.

      ჯორჯ პაიკი

      ოქტომბერი 29, 2009 at 17:28

    • ისე იმოქმედა ამ ისტორიის წაკითხვამ…

      და ჯორჯ,
      რატომ აღარ აახლებ ბლოგს?

      keti

      ოქტომბერი 30, 2009 at 00:29

      • რატომ კეთი და ამ ბოლო დროს სოფელში ვარ ხოლმე და კომპიუტერამდე ხელი აღარ მიმიწვდება, იმედია დავწერ კიდევ რამეს. 🙂

        ჯორჯ პაიკი

        ნოემბერი 2, 2009 at 15:15

  8. კარგად მოგიფიქრებია პოსტის დაწერა ორიგინალურად მოგვიყევი შენს ოცნებებზე. არადა 90% ყველას ერთნაირი ოცნებები გვაქვს თურმე.

    mr.picasso

    ოქტომბერი 30, 2009 at 21:39

  9. ჯორჯ, გამიხარდა, რომ გამოჩნდი 🙂
    და იმედია – მალე დაწერ 🙂

    keti

    ნოემბერი 2, 2009 at 23:47

  10. eh leptopi mec minda:(:(

    ნათია

    ნოემბერი 6, 2009 at 18:13


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: