e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

:) :( :D :*( :-* O_O looool

with 8 comments

როგორი ნაცნობი სახეა! სიცილაკი, იგივე სმაილიკი, ან თუნდაც უბრალოდ სმაილი. რა იქნებოდა ჩვენი ვირტუალური ცხოვრება სმაილიკების გარეშე?

სიცილაკი მსოფლიომ ერთი ნახვით შეიყვარა! მას არა აქვს სქესი, ეროვნება, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს უყვარს, მასაც ძლიერ ვუყვარვართ! მისი შემქმნელი გახლავთ ამერიკელი მხატვარი-დიზაინერი ჰარვი ბოლი, რომელმაც ნახატი სულ რაღაც ათიოდე წუთში შექმნა ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთით და 45 დოლარი მიიღო ანაზღაურების სახით. თავდაპირველად სიცილაკი მხოლოდ ფირმის თანამშრომლებს ეკეთათ მკერდზე, რათა მათ თავისი საქმე ხარისხიანად და გაღიმებულებს შეესრულებინათ – სმაილმა ეს შეძლო.

ქალაქ ჩელიაბინსკში ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა რა, რომ სატელიტიდან მათი ქალაქისთვის ფოტოები უნდა გადაეღოთ Google Earth-ისთვის, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სმაილიკის საშუალებით გამოხატეს თავისი ემოცია.

რაც შეეხება სმაილის ელექტრონულ სივრცეში  გამოყენებას, ეს უკვე სხვა ისტორიაა. 1982 წელს პროფესორმა სკოტ ფალმანმა პირველად იხმარა ორი წერტილის, ტირეს და ფრჩხილის კომბინაცია სმაილის გამოსახატად, მეილის გაგზავნის დროს. აქვე შეიქმნა მოწყენილი სმაილის ვარიანტიც. (რაღა სმაილია თუ მოწყენილია მაგრამ ასე ჰქვია და რას ვიზავთ) აი ეს ისტორიული მეილიც:

🙂 და 😦 შემდეგ კიდევ ბევრი ემოციის გამომხატველი სიმბოლოები გაჩნდა, რომლებსაც დღეს თითქმის ყველა აქტიურად იყენებს ტელეფონით მესიჯების გაგზავნის თუ ინტერნეტში მიმოწერის დროს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ ვერ მიიღებ გულებით და კოცნით სავსე წერილი ისე რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას. 😀

სკოლაში მასწავლიდნენ ენის გაოყოფა არ შეიძლება, უზრდელობააო, მაგრამ ახალა გამოყავით რამდენჯერაც გაგიხარდებათ. 😛 სადღაც ამოვიკითხე, რომ სკოლის მოსწავლეები საკონტროლო სამუშაოებშიც კი იყენებენ თურმე სიცილაკებს. ასე თუ გაგრძელდა არ არის გამორიცხული მალე წიგნის ფურცლებზეც ვიხილოთ ემოციების გრაფიკული გამოსახულებები. (შეიძლება არის კიდეც და მე არ ვიცი) სხვათაშორის ამაზე 60-იანი წლების ბოლოს ლაპარაკობდა ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელიც ამბობდა: მე ხშირად მომდის თავში აზრად, რომ საჭიროა შეიქმნას რაღაც ტიპოგრაფიული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ღიმილს…

წარმოვიდგინოთ, ვითომ გოეთეს ეპოქაში სმაილიკებს იყენებდნენ წიგნის წერის დროს და დაახლოებით ვნახოთ, როგორი სახე ექნებოდა ამ ყველაფერს. ნაწყვეტი წიგნიდან ”ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

ივლისის 18–ს.

ვილჰელმ, რა ბედენაა ეს ქვეყანა უსიყვარულოდ… :\ იგივეა, რაც ჯადოსნური ლიფლიფა უსინათლოდ. სინათლის ჩასვლა ამ ლიფლიფაში და წამსვე აირევიან ნაირნაირი ხატებანი შენს თეთრ კედელზე. და იგი უბრალო მოჩვენების მეტი სხვა არა იყოს რა, ხომ ესეც ბედნიერებაა, რომ ჩვენ უმწიფარ ჭაბუკებივით დავდგებით მის წინაშე,  წამიერად აღტაცებულნი ამ ჭრელ–ფეროვან სანახაობით. დღეს ლოტესთან ვერ წავედი. :-/ მიუცილებლად უნდა მენახა ერთი კაცი. მე მსახური გავგზავნე ლოტესთან, რათა დღის განმავლობაში ახლოს მყოლოდა ისეთი, რომელიც მის სიახლოეს იყო დღეს. მოუთმენლად მოველოდი მის დაბრუნებას. სირცხვილი, *^_^* რომ არ მეკრძალვოდეს, მე მას ვაკოცებდი.  :-* ალბათ შენც გსმენია ბონონიური ქვის შესახებ. თურმე ამ ქვას მზვარეში დასდებენ, მზის სხივებს იტაცებს და ამ მოტაცებულ სხივებს ღამითაც ავრცელებს. ასეთი რამ შეემთხვა ამ ვაჟსაც. იმის შეგნება, რომ რამდენიმე საათის წინ, ლოტეს მზერა , ლოტეს თვალები ❤ მის სერთუკს, მის სახეს, მის სახელოს მოხვდბოდა, ალბათ, ამ მსახურს რაღაც სიძვირფასის შარავანდედით მოსავდა ჩემს თვალში. მე დამამწუხარა მის სიახლოემ. (v_v) ვილჰემ, ეს წამიერი შვებაც ხომ მოჩვენება არ არის? (>_>)

O_O

დიდი ბოდიში მომიხდია გოეთეს წინაშე ასე კადნიერად რომ შევეხე მის ქმნილებას. დარწმუნებული ვარ დიდი გერმანელი საჭიროების შემთხვევაში უფრო კარგად გამოიყენებდა სმაილიკებს, მაგრამ მე მირჩევნია სმაილები ინტერნეტ სივრცეში დარჩნენ და იქ გამოხატონ თავისი ემოციები…

ეს ადამიანი, სიცილაკებით იუმორისტულ ისტორიას მოგვიყვება:

იგივე ვიდეო რუსული სუბტიტრებით.

მორჩა. 🙂

Advertisements

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. neta tu movswrebit im dros literaturuli nawarmoebebi smilebit rom iqneba gaformebnbuli 😀
    ramagaria rom moigones, ver warmomidgenia rom ar iyos, miyvars smilebi :)))))

    ბაბისა

    ნოემბერი 17, 2009 at 16:00

  2. mec internet sivrceSi mirCevnia smilebi, vidre literaturaSi, Tumca meores mxriv rom dafiqrdes adamiani, egeb avtors ufro gauadvilon sakuTari saTqmeli?!

    unaamarga

    ნოემბერი 17, 2009 at 17:32

  3. mec miyvaran smailushkebi,rogroc vezaxi 🙂

    da kide,sadgac,romelgaca cincxal cignshi shemxvdnen…

    nastasia

    ნოემბერი 17, 2009 at 19:36

  4. გაღიმებული სმაილი ჩემი ყველაზე საყვარელი სმაილია 🙂 ძალიან ხშირად ვწერ. მგონი უკვე ინსტინქტურად ვაკეთებ ამას – წერილებში, მესიჯებში, პოსტებში..

    სხვათაშორის, მახსოვს, ზოგიერთებმა ლიტ.საიტებზე გამოქვეყნებულ ლექსებშიც გამოიყენეს, თუმცა შენიშვნების შემდეგ ამოიღეს.

    keti

    ნოემბერი 17, 2009 at 20:50

  5. აჰა, როგოც ჩანს ნელნელა იკიდებს ფეხს სმაილები წიგნებში, აგერ ნასტასიას უნახავს კიდეც უკვე. 🙂 მე მაინც მგონია რომ მწერალმა საკუთარი სათქმელი სიტყვებით უნდა გამოხატოს და არა რაღაც ნიშნებით, ინტერნეტში კი როგორც უკვე ვთქვი მართლა აადვილებს ურთიერთობებს, კარგია ღიმილიან წერილს რომ წაიკითხავ, დადებითი ემოციები გადმოდის, უსმაილიკო წერილიდან კი თითქოს ცივი ქარი უბერავსო – ასეთი შეგრძნება მაქვს მე. 🙂

    ჯორჯ პაიკი

    ნოემბერი 17, 2009 at 22:39

    • ჰო, მეც მგონია, რო მწერალმა სმაილების გარეშე უნდა შეძლოს..
      წერილებზე კი მეც ასე მემართება, უსმაილოდ დაწერილი მკაცრი და ოფიციალური მგონია 🙂

      keti

      ნოემბერი 18, 2009 at 19:51

  6. სმაილებიანი წიგნი მეც მინახავს.

    🙂 << ასეთი სმაილები არაუშავს და სკაიპის სმაილები გამოიყურებიან საშინლად.

    ცივი სახეები აქვთ.

    xissunianisaxli

    ნოემბერი 18, 2009 at 14:08

  7. enis gamokopa smaili aris chemi favoriti

    taa

    ნოემბერი 25, 2009 at 16:49


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: