e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

მისტიური კვირა დღე

with 17 comments

გამოსახულება საკმაოდ ჩაბნელებულია და შეიძლება კარგად ვერ გაარჩიოთ რა ხდება, მითუმეტეს ვერ გაიგებთ რაზე საუბრობენ წინა პლანზე მყოფი ახალგაზრდები, ამიტომ შევეცდები მე გაგარკვიოთ და ნათელი მოვფინო სურათს. კადრი გადღებულია მაყურებლებით გადაჭედილ კინოთეატრში. მართალია გოგო კი იყურება ეკრანისკენ, მაგრამ სინამდვილეში ვერც ვერაფერს ვერ ხედავს ბიჭმა ხელით მაღლა თუ არ ასწია. მოკლედ, ადრე ჩვენთან, ინდურ ფილმებზე და კინგ-კონგზე რომ დარბაზები იჭედებოდა ის სიტუაციაა აქაც. პრინციპში გოგონას ფილმი ნაკლებად აღელვებს. იგი ბიჭისკენ ტრიალდება, – რა კარგად მოვიქეცით აქ რომ შემოვედით, როგორც იქნა მარტოები დავრჩით – ეუბნება ბიჭს და მკერდზე ეხუტება. დაუკვირდით! დარბაზში იმდენი ხალხია პოპკორნიც კი არ ჩავარდება და ამ დროს გოგონა ამბობს როგორც იქნა მარტო დავრჩითო, უცნაურია პირდაპირ…

“ბოკაჩო 70”, ეს არის ოთხი რეჟისორის მიერ გადაღებული ოთხი კინო-ნოველა, ქალის და მამაკაცის ურთიერთობებზე. ფილმის გადაღების დროს, სარეჟისორო სკამზე ისხდნენ: მარიო მონიჩელი, ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი და ფედერიკო ფელინი.

კადრი, რომელზეც გიყვებით ამოღებულია მონიჩელის ნოველიდან ”რენცო და ლუჩიანა”. ჩემი სუბიექტური გემოვნებით ფილმი ძალიან კარგია და ნამდვილად ღირს მისი ცქერა. იუმორი, ირონია, ტრაგიკომედია, საინტერესო სიუჟეტები, დასამახსოვრებელი კადრები, კარგი მსახიობები – ყველაფერია ამ ფილმში.

უცნაურია მეთქი, მანდ გავჩერდი… ეგ ერთი შეხედვით ჩანს უცნაური, თორემ კიდევ უფრო უცნაური ისაა რომ ლუჩიანა მართალია. გეტყვით რატომაც. რენცო და ლუჩიანა ახლად დაქორწინებულები არიან და საკუთარი ბუდის არქონის გამო  გოგოს მშობლების სახლში ცხოვრობენ. ოჯახი ტრადიციული იტალიურია, ხმაურიანი, მეზობლები კარტის სათამაშოდ რომ შემოდიან და პატარა ცელქი ბავშვები სწორედ იქ რომ ყოფენ ცხვირს სადაც არაფერი ესაქმებათ. ერთი სიტყვით, ცოლ-ქმარი განმარტოებას და ჩახუტებას ვერ ახერხებს. მათ ჯერ ქუჩაში გასვლა სცადეს მყუდრო ადგილის მოსაძებნად, მაგრამ შეხედეთ:

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, კოცნა არც კი ჰქონდათ დაწყებული რომ ერთი ტემპერამენტიანი სეირის ყურების მოყვარული უკვე გამოჩნდა მათ სიახლოვეს. გავაგრძელოთ და ვნახოთ კოცნა:

ესეც კოცნა, ან თუ გნებავთ ამბორი. ამის შემდეგ ისინი წამით მოსცილდნენ ერთმანეთის ბაგეებს… და რას ვხედავთ უკანა პლანზე?

ორი სეირის მოყვარული! ადვილი წარმოსადგენია რამოდენიმე კოცნის შემდეგ მაყურებლის რაოდენობა როგორ გაიზრდებოდა. მართალია თავიდან ყველა ხუჭავს თვალებს კოცნისას და ზოგისთვის სულ ერთია ვინმე უყურებს თუ არა, თავად ხომ ვერაფერს ვერ ხედავს, მაგრამ ყველას ასე მოქცევა არ შეუძლია. კინოდარბაზში კი ყველაფერი სხვანაირადაა, იქ ყველა ეკრანს შესცქერის, ვის სცალია შენთვის. აქედან გამომდინარე გოგონა მართალი იყო როცა ამბობდა: მარტოები დავრჩითო. ნამდვილი ტრაგიკომიკური სიტუაციაა. ისე, რა კარგი ჟანრია ტრაგიკომედია, უყურებ და უნდა ტიროდე, მაგრამ იცინი. სწორედ ასეა ამ ნოველაშიც.

მოგეხსენებათ განვითარებად (განუვითარებელ) ქვეყნებში ძალიან ჭირს სამსახურის შოვნა, კარგი ხელფასი… ვინც მუშაობს კი ხშირად ჩასახუტებელი დრო აღარ რჩება. ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, ვიდრე შრომა, ანაზღაურება და თავისუფალი დრო ადეკვატური იქნება ერთმანეთთან. სტატისტიკური მონაცემებიც ამას გვაფიქრებინებს. შეიძლება სამსახურიც გქონდეს, კარგი ხელფასიც, მაგრამ თავისუფალი დრო არა.

აი, რენცომ და ლუჩიანამ მოახერხეს სამსახურის შოვნა, ბინის ქირაობა, თითქოს ამით უნდა მოგვარებულიყო ყველაფერი, მაგრამ რად გინდა, ქმარი რომ ღამის სმენიდან ბრუნდებოდა სახლში, ცოლი ამ დროს მიდიოდა სამსახურში და პირიქით. მთელ კინო-ნოველას ლაიტმოტივად გასდევს კვირა დღის დადგომაზე ოცნება, კვირა დღე, როდესაც წყვილი ერთად ყოფნას შეძლებს. მანამდე კი რენცოს ისღა დარჩენია საწოლში თავისი ნახევრიდან ნელ-ნელა მეუღლის ნახევარზე გადაჩოჩდეს და კვირა დღის მოსვლაზე იოცნებოს…

Advertisements

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მარტო დარჩენაზე გამახსენდას სადღაც მაქვს ამოკითხული

    “თუ გინდა რომ თავი მარტოდ იგრძნო დიდ ქალაქში უნდა იცხოვრო”
    ეს ისე
    კვირა დღე მიყვარს 🙂
    კარგი ფილმი ჩანს ჩავწერ საყურებელი ფილმების სიაში 🙂

    xissunianisaxli

    ნოემბერი 21, 2009 at 16:04

  2. და როგორ მთავრდება ფილმი? : )

    Natalia

    ნოემბერი 21, 2009 at 16:40

    • ეს ფილმი პრინციპში არ მთავრდება, რამდენადაც მახსოვს, 🙂 რამდენიმე ისტორიაა, რომელშიც გამოსავალს არ განახებს რეჟისორი და ზუსტად ეს მომწონს ყველაზე მატად.

      Sophie Golden

      ნოემბერი 27, 2009 at 14:53

  3. au,kviras mec velodebi xolme,ki arada,kviris bolos da magas roca vacnobiereb,usastikesad ver vitan samsaxurebs 😦
    rato ar sheizleba yvela dge chemi iyos…

    nastasia

    ნოემბერი 21, 2009 at 17:35

  4. xissunianisaxli – საინტერესოა. აი, ეხლა მეც გამახსენდა რაღაც, ედგარ პოს მოთხრობაა ერთი, ”ბრბოს კაცი” ჰქვია. იმ მოთხრობაში მთავარ გმირს ხალხმრავალ ადგილებში უყვარს სიარული. იქ უფრო სხვა აზრია ჩადებული, მაგრამ გამახსენდა და ვთქვი. 🙂

    Natalia – ბოლო სურათზე რა კადრსაც ხედავ მაგით მთავრდება. 🙂

    nastasia – არ შეიძლება და იმიტომ. 🙂

    ჯორჯ პაიკი

    ნოემბერი 21, 2009 at 19:14

  5. ფილმმა ერთი ქართული რეკლამა გამახსენა – წყვილს რომ განმარტოება უნდა და ბინის ნებისმიერ კუთხეში ვიღაც ხვდებათ 🙂

    ამას წინათ ვფიქრობდი, შეყვარებულები ცნობისმოყვარე პერსონებს ვერ აღიქვამენ–მეთქი. მგონია, ქუჩაში მოსიარულეებს შორის ყველაზე თავისუფლები არიან 🙂

    მე მიყვარს ქუჩაში ხეტიალი. მართლაც, განმარტოების მშვენიერი საშუალებაა და თან უკან დაბრუნებული მაინც სავსე ვარ ხოლმე – თვალით აღქმული კადრებით.

    ოჯახური წყვილისთვის კი კვირა დღის ლოდინი რა რთული უნდა იყოს?..

    keti

    ნოემბერი 22, 2009 at 20:58

    • მომაგონდა ეგ რეკლამა. 🙂 მართალი ხარ, ბევრ შეყვარებულს სულ არ აღელვებს რამდენი წყვილი თვალი უყურებს მათ სიყვარულობანას. 🙂 მაგრამ მორცხვებიც არიან როგორც ჩანს. მთელი კვირა ერთმანეთს რომ ვერ ხედავენ ადვილი როგორ იქნება. ”რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები…” – ასე არ შეუძლია ყველას. 🙂 თან თაფლობის თვეს. თუმცა როგორც ყველა უბედურებას ამ შემთხვევასაც აქვს თავისი დადებითი მხარე – ანუ, მარტივი მათემატიკური გამოთვლების მიხედვით რენცოს და ლუჩიანას თაფლობის თვე 30 კვირა გაგრძელდება. 🙂 ეს კი უკვე ძალიან კარგია!

      ჯორჯ პაიკი

      ნოემბერი 22, 2009 at 22:15

  6. კი, 30 კვირიანი თაფლობის თვე კარგია 🙂 დადებითი მხარის მოძებნა მომეწონა 🙂

    keti

    ნოემბერი 22, 2009 at 22:47

  7. ra saintereso chans
    vnaxavdi siamovnebit
    mmm :)))

    ბაბისა

    ნოემბერი 23, 2009 at 20:37

  8. საწყლები :უსერ:

    kevana

    ნოემბერი 23, 2009 at 23:48

  9. დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

    ai amas rom vkitxulob ragacnairad veckobi xolme
    dzalian dadebitad
    dzaan magari taglainia 🙂

    taa

    ნოემბერი 25, 2009 at 16:46

  10. გამიკვირდა ამ ფილმზე პოსტი და გამიხარდა თან!

    სოფი ლორენი როგორ მოგეწონა?

    rodrigo santoro

    ნოემბერი 26, 2009 at 23:44

    • სოფი ლორენის განსაკუთრებული ფანი არ ვარ, მაგრამ კარგი მსახიობი რომ არის ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგ ფილმშიც მოწოდების სიმაღლეზეა.

      ჯორჯ პაიკი

      ნოემბერი 27, 2009 at 00:37

      • ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია ჩემი აზრით:))

        rodrigo santoro

        ნოემბერი 27, 2009 at 17:00

  11. ძალიან მიყვარს ეს ფილმები 🙂
    “ბოკაჩო” რომ ვნახე, განსაკუთრებით ეს ფილმი, თან ვიცინოდი, თან მეცოდებოდნენ.
    დიდ ქალაქში მარტოობა ყველაზე ადვილია, ივლი რამდენსაც გინდა, იფიქრებ შენთვის და ყურადღებასაც არავინ მოგაქცევს. გამომიცდია.

    Sophie Golden

    ნოემბერი 27, 2009 at 14:51

  12. ეს ფილმი უნდა ვნახო, მგონი ჩემს წარსულზეა გადაღებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კვირა დღესაც არავინ გვასვენებდა.
    ბოლოს უკვე კვირადღეფობია დაგვეწყო.
    ისე, ნეტა რა ჰქვია კვირის დღეების მიმართ შიშს

    nakrina

    იანვარი 21, 2010 at 23:14


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: