e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

გიორგობა კატალონიურად

with 10 comments

წმინდა გიორგის დღესასწაული სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღინიშნება. კატალონიაში თავისი მფარველის დღეს 23 აპრილს აღინიშნავენ.

შუა საუკუნეებიდა საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, 23 აპრილს ყველა კატალონიელი მამაკაცი თავის შეყვარებულს, მეუღლეს, ან უბრალოდ ახლობელ ქალბატონს ჩუქნის წითელ ვარდს, სიყვარულის ნიშნად. ლეგენდის მიხედვით, წმინდა გიორგი დრაკონს შეებრძოლა პრინცესას გადასარჩენად და მოკლა ის. მიწაზე დაღვრილი დრაკონის სისხლიდან კი სასწაულებრივად წითელი ვარდი ამოსულა.

გასული საუკუნის დასაწყისიდან, ამ ტრადიციას კიდევ ერთი დეტალი დაემატა, კერძოდ  – ქალები ვარდის სანაცვლოდ წიგნს ჩუქნიან კაცებს. მართალია ეს იდეა თავიდან ბარსელონელი წიგნის გამომცემლების მიერ მოგონილი ფანდი იყო წიგნების გასაღების მიზნით, რომლებმაც თავიდან უფასოდ დაარიგეს წიგნები, მაგრამ ფაქტია რომ საბოლოოდ მშვენიერი დღესასწაული მიიღეს ბარსელონაში მაცხოვრებლებმა და მთლიანად კატალონიელებმა. თვითმხილველები ამბობენ რომ ამ დღეს ვერ ნახავთ ქალს, რომელსაც ვარდი არ ეჭიროს ხელშიო. ვარდის და წიგნის ბიზნესიც ვითარდება – მილიონობით  ვარდი და 400 000  გაყიდული წიგნი.

დღესასწაულის დროს, მთელი დღის მანძილზე ხალხი ბარსელონას ქუჩებში დასეირნობს, ცეკვავენ ეროვნულ ცეკვებს, ლიტერატურულ კაფეებში კითხულობენ სერვანტესის ”დონ კიხოტს”.

1995 წლიდან იუნესკომ 23 აპრილი წიგნის და საავტორო უფლებების დღედ გამოაცხადა.

წიგნებით, ვარდებით და ბოროტებაზე სიყვარულით გამარჯვებული სავსე ქალაქი – ბარსელონა.

პ.ს. წითელ ვარდზე ოსკარ უაილდის მოთხრობა გამახსენდა – ”ვარდი და ბულბული” . მოთხრობაში, შეყვარებული სტუდენტის დასახმერებლად, ბულბული მთელი ღამე ვარდს უმღეროდა და სხეულზე ეკალს ირჭობდა რომ როგორმე თავისი სისხლით ვარდი გაეწითლებინა… ბულბული უსულოდ დაეცა ბუჩქის ძირას და ვარდიც გაწითლდა. დილით ბიჭს წითელი ვარდის დაინახვა ძლიერ გაუხარდა, მოწყვიტა ყვავილი და შეყვარებულისკენ გაემართა, რომელიც დაპირდა, რომ თუ წითელ ვარდს მიუტანდა მაშინ მას ეცეკვებოდა. მივიდა ბიჭი სატრფოსთან, ხელში წითელი ვარდი ეჭირა, მაგრამ გოგომ წარბი შეკრა და მიუგო:

-ვშიშობ, ეს ვარდი ჩემს კაბას არ მოუხდება, – თქვა მან, – ეგეც რომ არა, კამერჰერის ძმისწულმა ნამდვილი თვალ-მარგალიტი გამომიგზავნა და ყველამ იცის, რომ თვალ-მარგალიტი ყვავილზე უფრო ძვირფასია.

– ღმერთმანი, დიდი უმადური ვინმე ბრძანებულხართ, – თქვა სტუდენტმა და გაბრაზებულმა ყვავილი ქუჩაში ისროლა. ვარდი თხრილში ჩავარდა და ზედ ეტლმა გადაუარა.

ამიტომ, თუ არ გინდათ ბევრი გათელილი ვარდის ნახვა ქუჩებში, მაშინ ბარსელონა 23 აპრილის საღამოსვე უნდა დატოვოთ.

Advertisements

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. saintereso poswiki iyo
    magram ert cal witel vardze sul ertgvarovani wyvilebi maxsendebian valentinobis dges da mashinve brr
    ai wignebi kargi ideaa, magram egec saerto-masobrivia
    mm
    sawyali bulbuli 😐

    ბაბისა

    ნოემბერი 24, 2009 at 19:25

  2. ჯორჯ, დაგვიანებით გილოცავ გიორგობას!
    წიგნები და ვარდები, საინტერესოა.. ისე, ორივე ყოველთვის სასურველი საჩუქარია, მგონია 🙂

    keti

    ნოემბერი 24, 2009 at 20:24

  3. მილიონობით ვარდი, 400 000 გაყიდული წიგნი და ბარსელონა

    უჰ, შეიძლება გული გაგისკდეს ადამიანს 😀

    ნან

    ნოემბერი 24, 2009 at 20:50

  4. mec valentinoba gamaxsenda,ogond rogorc chans chven ufro ucignurebi vart da jer cignebamde ver avedit…

    sapostoyuti

    ნოემბერი 24, 2009 at 21:08

  5. ბაბისა – საწყალი ბულბული – თავიდან მეც დავწერე ეგ სიტყვები პოსტში, მაგრამ მერე ამოვშალე. 🙂 ერთფეროვნებაზე და მასობრივობაზე იგიცე აზრი მაქვს რასაც შენ ამბობ. 23 მერეც, მაგალითად 25 შეიძლება საჩუქრის გაკეთება, რა პრობლემაა. 🙂

    keti – მადლობა 🙂 მეც გილოცავ. წიგნი ნამდვილად კარგი საჩუქარია.

    ნან – მაგარი გული უნდა მაგდენი ბედნიერების გადატანას, ყველა კი ვერ უძლებს. 🙂

    sapostoyuti – ავალთ ნელ-ნელა აბა რა იქნება, დაღმართს აღმართი მოჰყვებაო, ნათქვამია.

    ჯორჯ პაიკი

    ნოემბერი 24, 2009 at 22:56

  6. ბარსელონელი წიგნის გამომცემლების მიერ მოგონილი ფანდი იყო წიგნების გასაღების მიზნით, რომლებმაც თავიდან უფასოდ დაარიგეს წიგნები

    mshvenieri marketinguli svla iko 🙂

    taa

    ნოემბერი 25, 2009 at 16:42

  7. არ შეიძლება, რომ აქაც მოვიგონოთ რამე ეგეთი წიგნებზე და ვარდებზე?.. :)))

    Mikho Mosulishvili

    ნოემბერი 26, 2009 at 15:56

  8. აუ ყველას ჩვენზე კარგი რაღაცეები აქვთ რაა. უჰ

    rodrigo santoro

    ნოემბერი 27, 2009 at 16:56

  9. ’რა სად როდის’ ერთ-ერთ გადაცემაში დათო ტურაშვილმა დასვა კითხვა კატალონიურ გიორგობაზე, მახსოვს : ))

    Natalia

    ნოემბერი 28, 2009 at 18:05


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: