e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ამობრუნებული დედამიწა

with 16 comments

ქალი ისეთი გაკვირვებული სახით იცქირება, რომ ალბათ პირველად ნახა მფრინავი თევზები, ან რა გასაკვირია, სად ნახავ ყოველდღე ეგეთ თევზებს, ძალიან უნდა გაგიმართლოს… სავარაუდოდ ქალი დაბნეულია და შეიძლება ეჭვიც კი ეპარება, ნამდვილად თევზები დაფრინავენ თუ თვითონ ზის წყალქვეშა მატარებელში, ან იქნებ დედამიწა ამობრუნდა და თევზებმა ცაში დაიწყეს ნავარდი, ფრინველებმა – წყალში ლივლივი. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია რომ წყალქვეშ მოწყობილ რასტორანში ბევრი დალია, შეყვარებულს ეჩხუბა და ეხლა ელანდება რაღაცეები.

მე ვფიქრობ დედამიწა ამობრუნდა და მაგის გამო ხდება ეგ ამბავი. არ გჯერათ? თქვენი ნებაა. ფაქტია, ვარდისფერი სათვალეების გარდა, არსებობს კიდევ ისეთი სათვალეები, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი ამობრუნებული ჩანს.

ჯორჯ სტრეტტონი პირველი იყო ვინც ექსპერიმენტები ჩაატარა და იმ ეფექტების კვლევა დაიწყო, რა ეფექტებსაც იწვევდა სათვალის ტარება, რომლითაც ამობრუნებული ჩანდა გარშემო მყოფი საგნები. ის აღწერს რომ სათვალის გაკეთებისთანავე მომენტალურად დაერღვა ორიენტაციის შეგრძნება და ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას, ხმებიც კი შებრუნებული მხრიდან ესმოდა, უჭირდა ჩანგლის პირთან მიტანა და ა.შ. თუმცა ის ნელ-ნელა შეეჩვია ამობრუნებული დედამიწის ყურებას და 8 დღის შემდეგ  ვეღარც კი ამჩნევდა განსხვავებას. სათვალის მოხსნის მერე იგივე დაემართა რაც მისი გაკეთების დროს, რასაც ასევე ადვილად შეეგუა მხედველობა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

ამის გარდა სხვა მსგავსი ექსპერიმენტებიც ჩატარდა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა რომ თავდაპირველად, ”უკუღმართი” სათვალის გაკეთების დროს გართულდა საგნების სწორად აღქმა, შემდეგ კი დროთა განმავლობაში საკმაოდ სწრაფად გამოსწორდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, ცდის პირს უკვე დიდი ხნის მანძილძე ჰქონდა მორგებული სათვალე როცა მას ჰკითხეს – ამობრუნებულად ხედავდა თუ არა ის საგნებს, რაზეც მან უპასუხა: ჯობდა საერთოდ არ დაგესვათ ეგ კითხვა, რადგან სანამ თქვენ მკითხავდით, მანამდე ყველაფერს ჩვეულებრივ აღვიქვავდი და საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი თუ უკუღმა ვხედავდი გარემოს, ახლა კი, თქვენი კითხვის შემდეგ, გამახსენდა თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურება ყველაფერი და ვხდები რომ საგნებს ამობრუნებულად ვხედავ.

ექსპერიმენტით მტკიცდება ადამიანის განსაკუთრებული უნარი, რომლითაც მას შეუძლია ადვილად მოახდინოს ადაპტაცია თავდაყირა მდგომ გარემოსთანაც კი, რაც ყველას არ შეუძლია. ცდის ჩასატარებლად წიწილებს პრიზმული სათვალეები გაუკეთეს, რომლითაც შვიდი გრადუსით მრუდედ ხედავდნენ ნივთებს, შემდეგ მათ დაუყარეს ხორბლის მარცვლები და  მიუხედავად ბევრი მცდელობისა წიწილებმა ვერ შეძლეს საკენკის აკენკვა. ისინი შვიდი გრადუსით ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ უნისკარტებდნენ საკვებს.

თქვენ შეიძლება მაინც არ გჯერათ დედამიწის ამობრუნების ამბავი, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია რაც თავდაყირა დგას. მსოფლიო შეიშალა ჭკუიდან, ყველანი ჩვენ შევიშალეთ და ვერც კი ვხვდებით, შევეგუეთ… მერე კიდე გვიკვირს მფრინავი თევზების დანახვა. თუნდაც გავიხსენოთ ჯორჯ ორუელის რომანი ”1984”. ჩემი აზრით მაგ წიგნში ზუსტად ამობრუნებული დედამიწის მოდელია აღწერილი, გადაგვარებული და გრძნობებისგან დაცლილი, გაუკუღმართებული ადამიანები…

Advertisements

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. სად მოქექავ ხოლმე ამ ამბებს 😀

    ნან

    დეკემბერი 10, 2009 at 20:22

  2. თევზები თავსზემოთ….

    keti

    დეკემბერი 10, 2009 at 20:34

  3. mominda mag satvalis gaketeba
    an imis sworad rom damanaxvebs, iqneba axla vxedav amotrialebulad
    jandabas adaptaciis rtuli periodi :))))

    ბაბისა

    დეკემბერი 11, 2009 at 15:03

  4. აუჰ. ყველაზე მეტად ამის მეშინია რა.. როცა ის რასაც ხედავ არაა ის რასაც უნდა ხედავდე… ანუ ილუზია

    kevana

    დეკემბერი 11, 2009 at 18:00

  5. ფანტაზიების აღმძვრელი პოსტი, ძალიან კარგია ჯორჯ! 🙂

    Maka Asatiani

    დეკემბერი 12, 2009 at 01:36

  6. adamianebi sinamdvileSi amobrunebulad xedaven sagnebs. eqsperimentis periodSi isini ise xedavdnen sagnebs rogorc aris, Cveni badura gamosaxulebas iRebs Sebrunebuls (marJvena aris marcxniv da aS)da amobrunebuls anu zemoT aris qvemoT. bavSvs rom Txovo xeli sanTlis anTebili nawilisken waiRos is aucileblad sanTlis Zirs mokidebs xels, am yvelafers tvini asworebs gamocdilebis miRebasTan arTad.skolis biologiis wignSic weria, 9 klasSi wavikiTxe da gaocebuli viYavi

    kusa

    დეკემბერი 14, 2009 at 15:16

    • მეტად ჩახლართული სიტუაციაა. და საერთოდაც ძალიან რთულად და გენიალურად არის მოწყობილი ადამიანი, ასე მგონია მე.

      ჯორჯ პაიკი

      დეკემბერი 16, 2009 at 18:42

  7. მიყვარს შენი პოსტები
    რაღაც განსხვავებულ რამეებზე წერ ხოლმე 🙂

    დიდი მადლობა რომ ჩემი შენაძენი მოგეწონა
    სხვათა შორის რომ დავინახე იყიდებოდა, შენი პოსტიც გამახსენდა 🙂

    https://e2e4paiki.wordpress.com/2009/08/08/qalis-ori-sisuste-tvini-da-fexsacmeli/

    თაა

    დეკემბერი 15, 2009 at 18:12

  8. აუ რა მაგარი სურათია.

    ნეტავ ის ქალი ვიყო მე.
    ან ის თევზი.
    ნუ ზოდიაქოთი კი ვარ და მაგით ვიმშვიდებ თავს. 🙂

    Kate

    დეკემბერი 22, 2009 at 21:19

  9. daigale bloggingit?
    sad daikarge?
    ratom agar cer?

    Taa

    მარტი 29, 2010 at 17:06

    • მომწყინდა და მომბეზრდა, ახლა ველოდები ეს მოწყენა და მობეზრება როდის მომბეზრდება.

      ჯორჯ პაიკი

      მარტი 30, 2010 at 18:22

  10. saidan poulobt amden rameebs?

    ლიკა

    ივნისი 1, 2010 at 12:48


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: