e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ვაჩუქოთ ერთმანეთს გუნდები

with 16 comments

დღეს განსაკუთრებული დღეა! წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება როდესაც ძველი წლის გასვლამდე სამი დღე გვაშორებს. აბა, სად ნახავთ მეორე ასეთ დღეს.

მოვა არ მოვა, საკითხავი აი ეს არის.

ძალიან ბევრს აწუხებს თოვლის მოუსვლელობის ამბავი. ადამიანების ფიქრებმა და ოცნებებმა ცა დაფარეს ღრუბელივით, მაგრამ ნამდვილი თოვლის ღრუბელი და შესაბამისად თოვლიც არ ჩანს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბლოგებზე თოვს. ვისაც სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი თოვლის ბაბუების გჯერათ, ჩაიფიქრეთ თოვლი და დაელოდეთ.

…არადა ვის არ უყვარს ხის ტოტებიდან ჩამოყრილი თოვლი კისერში რომ უცვივა და სასიამოვნო შეგრძნებისგან თავს უკან წევს, წყლის წვეთად ქცეული თოვლი კი ხერხემლის კალაპოტს ეუერთდება და ნელ-ნელა, ქვევით-ქვევით სრიალდება. ყველას უყვარს. თქვენ ამბობთ მე არ მიყვარსო? რა უცნაურია, როგორ შეიძლება ეგ არ გიყვარდეს.

გუნდაობა? გუნდაობა რა ცუდია? ოღონდ ხელთათმანების გარეშე. ეგ იმიტომ რომ მაგრად დაბომბილ, გუნდებისგან აფეთქებულ ”მოწინააღმდეგეს” ბოლოს უკნიდან ჩუმად უნდა მიეპარო და გაწითლებულ ლოყებზე ხელისგულები შემოაჭდო, ადვილი წარმოსადგენია რა კარგი შეგრძნებაა თბილ ლოყაზე ცივი ხელების წავლება. ხელებთან შედარებით ლოყა უფრო თბილი იქნება.

კიდევ იმის თქმა მინდა რომ თოვლი ძალიან კარგი საჩუქარია, რადგან ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს დედამიწის ზურგზე, აქედან გამომდინარე საჩუქარიც ერთადერთი და განუმეორებელი იქნება. მერე რა, მალე თუ დადნება.

განუმეორებელზე გამახსენდა. თეთრი ვეფხვის ბეწვის მოხატულობაც ყოველთვის სხვადასხვანაირია, ისევე როგორც თითის ანაბეჭდი, რომელსაც ლოყაზე დატოვებთ. აქვე ასტროლოგების ერთ რჩევასაც გაგიზიარებთ: 2010 წელს განსაკუთრებით საშიშია ვეფხვის ხახაში თავის შეყოფა.

აიასეერთმანეთზეგადაბმულადდაშეუჩერებლადმიჰყვებაწამიწამსწუთიწუთსსაათისაათსდღედღესკვირაკვირას თვეთვესდაძველიწლებიცუკანგვრჩება.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

დეკემბერი 28, 2009 at 17:27

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ზამთვრისათვს თოვლი მნიშვნელოვანი ატრიბუტია ჩემთვის. 🙂
    შობა -ახალი წელია თუ ბრლოდ რიგითი დღე, უბრალოდ მინდა იყოს თოვლი.

    BloggerGirl

    დეკემბერი 28, 2009 at 19:42

  2. გუნდაობა არ მიყვარს, მე ვერავის ვარტყამ და თან გუნდებიც არ გამომდის, მერე ვბრაზდები ხოლმე ამდენ თოვლნაჭამი 😀

    მაგრამ ახალ წელს თოვლზე ოცნებაში მაქვს გატარებული 22 წელი და ვნახოთ, იქნებ წელს ამიხდეს.. თუმცა, შარშანაც იყო, როგორც მახსოვს.

    Natalia

    დეკემბერი 28, 2009 at 20:30

    • შარშან იყო კი. წინასწარ ივარჯიშე გუნდის სროლაში და მერე მოარტყავ კიდეც. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      დეკემბერი 29, 2009 at 22:54

  3. usayvarlesi postia 🙂

    Maka Asatiani

    დეკემბერი 28, 2009 at 20:31

  4. mshvenieri poswiki iyo
    bolocmetadoriginalurimartlaegremiyvebawamiwamssaatisaatsdgedgesdagamegames 😀 😀 😀

    kiara movides tovli va 😐

    ბაბისა

    დეკემბერი 28, 2009 at 22:08

  5. ისე გამამხიარულა ამ პოსტმა 🙂
    შეგრძნებების “თოვა” იყო
    ჰო, აბა, სად ვნახავთ მეორე ასეთ დღეს
    და როგორ შეიძლება, ეგ შეგრძნება არ გვიყვარდეს, განსაკუთრებით ამ პოსტის მერე 🙂

    თოვლი შარშან ხომ მოვიდა, ჰოდა წელსაც მოვა. ასე მგონია. თუ არა, ჩემს ბლოგზე მაინც მოთოვს..

    თეთრი ვეფხვები კი ისე მომწონს!

    keti

    დეკემბერი 28, 2009 at 23:46

  6. მალე მინდა თოვლი მოვიდეს
    მინდა სანამ დასვენების დღეები მექნება თბილად ჩავიცვათ, მთაწმინდაზე ავიდეთ და ვიკიკო ვასეირნო ხრაშახრუშებიან თოვლში …
    მაგრამ თან მალევე მბეზრდება ხოლმე თოვლი …

    თაა

    დეკემბერი 29, 2009 at 11:02

  7. 😦

    xissunianisaxli

    დეკემბერი 29, 2009 at 12:43

  8. ai ukveshemcivda 😀 …ar vgijdebi tovlze…tovlshi mxolod siaruli miyvars 😀

    islandglocke

    დეკემბერი 29, 2009 at 16:09

  9. gundaoba xo,magram gunglaoba ici?
    vinme yvelase zlieri ro dadis da danarchenebs tovlshi yris da mere tovls ayris zemodan…chemi bavshvobis sayvareli gasartobi iyo 🙂

    nastasia

    დეკემბერი 29, 2009 at 17:28

  10. ჩვენ ქართველებს მეორედაც გვექნება ეგ დღე – 11 იანვარს 🙂

    Lord Vader

    დეკემბერი 29, 2009 at 17:58

  11. აუ გუნდებიიიიი…
    როგორ მიყვარს.

    Kate

    დეკემბერი 30, 2009 at 23:27

  12. გილოცავ დამდეგს!!! მრავალს, ბედნიერი დაესწარი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ 🙂

    keti

    დეკემბერი 31, 2009 at 21:49

  13. გამაღიმა პოსტმა. განსაკუთრებით უკნიდან მიპარვა და სველი და გაყინული ხელების თბილ ლოყებზე მიჭერა 🙂 აი ეს ვიგრძენი თითქმის ფიზიკურად 🙂

    გამაღიმა და ფიქრები ამიშალა…

    c.

    იანვარი 11, 2010 at 02:07


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: