e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

გამარჯვების სურნელი

with 11 comments

ქალის სურნელი, ტანგო, გასეირნება ფერარით. ერთ დღეში ახდენილი ოცნებები. სისწრაფისგან გამოწვეული ადრენალინი, ტანგოს ცეკვისგან მიღებული სიამოვნება, თან თურმე ტანგოს ცეკვა ყველაზე ადვილი ყოფილა, მოძრაობა თუ შეგეშალა… უბრალოდ გააგრძელე ცეკვა. (ფეხზე ფეხის დაბიჯებას არ ვართ.) ალ პაჩინოს მიერ შესრულებული, გადამდგარი და უსინათლო პოლკოვნიკ ფრენკის როლი ერთ-ერთი საუკეთესოა მსახიობის კარიერაში. ასევე მეტად დასამახსოვრებელი კინოს ისტორიაში.

ფეხბურთთან მოცეკვავე, გამარჯვებისკენ ფერარზე სწრაფად მოძრავი, გამარჯვების სურნელით ატირებული, ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მომგები – ეს პეპ გვარდიოლას მიერ შესრულებული, დაუვიწყარი როლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

ვინც ვერ მიხვდა მათთვის განვმარტავ: პეპ გვარდიოლა საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონა”-ს მთავარი მწვრთნელია. ”ბარსელონა” ექვსი თასის მფლობელი გახდა გასულ წელს და ამით ისეთი რეკორდი დაამყარა, რომელსაც ვეღარავინ მოხსნის. ეს იმხელა წარმატებაა… წარმოიდგინეთ ორი მთამსვლელი, მაგალითად თენსინგ ნორგეი და ედმუნდ ჰილარი, რომლებმაც პირველებმა დაიპყრეს ყველაზე მაღალი მწვერვალი დედამიწაზე – ჯომოლუნგმა. ბარსელონამ რაღაც კიდევ უფრო მეტი გააკეთა, იცით როგორი? დედამიწის უმაღლეს წერტილზე მყოფ მთამსვლელებს, მთის წვერზე კიბე რომ ჩაერჭოთ და რამოდენიმე საფეხურით კიდევ უფრო მაღლა ასულიყვნენ. აი ასეთი რამ შეძლო ბარსელონამ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ გვარდიოლას მიუძღვის. (განზრახ არაფერს  ვამბობ ფეხბურთელებზე.)

მეექვსე თასის მოგებისთვის გამართული, გადამწყვეტი ბრძოლის წინ, პეპ გვარდიოლამ, გასახდელში თავის ფეხბურთელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

თუ წავაგებთ, მაშინ ჩვენ მაინც დავრჩებით მსოფლიოში საუკეთესო გუნდად, მაგრამ თუ გავიმარჯვებთ, ამით ჩვენ უკდავებას მოვიპოვებთ.

ასეთი სიტყვების ბევრ მთავარსარდალს შეშურდებოდა. ბევრი ამბობს გვარდიოლას შესახებ, რომ ის მთელი სულითა და გულით არის ჩართული თავის საქმეში, რაც ძალიან კარგად ჩანს ელეგანტურად გამოწყობილი მწვრთნელის მოქმედებებსა და ჟესტებში მატჩის დროს.

ქალის სურნელი, გამარჯვების სურნელი. მეტი არც არაფერია საჭირო.

Advertisements

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უი გვარდიოლა თუ იყო მათი მწვრთნელი, არ ვიცოდი.

    ხოდა, ისეთი პოსტია, ის დრო გამახსენდა, როდესაც ფეხბურთს ვუყურებდი. ბავშვობა.

    Kate

    იანვარი 3, 2010 at 05:32

  2. kide kargi axseni ra xdeboda,tore Tavidan dabneuli davdevdi sityvebs da verafers vigebdi 🙂

    miyvars adamianebi,romlebmac ician,rogor avidnen everestse magla…

    nastasia

    იანვარი 3, 2010 at 15:54

  3. ტანგო და ბარსელონა – აი, რაც ჭეშმარიტად მაღელვებს 🙂 ძალიან მინდა, ბარსელონაში მოვხვდე და ტანგო კი…
    კარლოს გარდელი უმაგრეს ტანგოებს ქმნიდა 🙂

    გუნდ “ბარსელონას” წარმატებები მართლა მიხარია. შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე, როცა ამდენს აღწევენ გუნდურად… მწვრთნელის სიტყვები მომეწონა.

    keti

    იანვარი 3, 2010 at 20:40

  4. kate – კარგი ბავშვობა გქონია ფეხბურთ თუ უყურებდი. 🙂

    nastasia – ვის არ უყვარს წარმატება და წარმატებული ადამიანები. ისე ხო გასწავლე… კიბე უნდა წაიღო ევერესტის დასალაშქრად რომ წახვალ. :)))

    keti – კარგი სიტყვებია კი. სწროდემ მაგ ფრაზის პროვოცირებულია ეს პოსტი.

    ჯორჯ პაიკი

    იანვარი 4, 2010 at 01:35

  5. გილოცავ ბარსელონას წარმატებას :დ

    ბაბისა

    იანვარი 4, 2010 at 13:00

  6. es pilmi dzalian momwons…mitumetes rom al pacino & kriss o’donnel-i chemi sayvareli msaxiobebi arian….pexburti dzalian miyvars,pani var, “barcelona” ar momwons…tumca warmatebebi mas & mis qomagebs….kargia amdeni tasi,damsaxurebit 🙂 ise magari pinali iyo 🙂

    islandglocke

    იანვარი 6, 2010 at 13:34

  7. ooooooo, es iyo umagresi kadri 😀

    AnnA

    იანვარი 6, 2010 at 17:09

  8. უი რამდენი პოსტი გამპარვია შენი 🙂
    მესიმპატიურება ეს ტიპი მიუხედავად ჩემი და ბარსელონას დამოკიდებულებისა რომელიც შენც კი იცი 😀

    ხისსუნიანისახლი

    იანვარი 16, 2010 at 11:14

  9. ვაა, ძალიან მაგარი გემოვნება გქონია. მეც ბარსელონა 10 წელი იქნება რაც ვგულშემატკივრობ. ჯერ კიდევ ”შესანიშნავი სამეული” – ”ტრიდენტე” (რივალდო, კლუივერტი, სავიოლა) რომ თამაშობდა… მაშინაც ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა ეს გუნდი…

    ”ქალის სურნელიც” უმაგრესი ფილმია. ალ პაჩინოს შესრულებით, საერთოდ ყველა ფილმი ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია. ამ ფილმის საუნდტრეკიც ძალიან მომწონს 😳

    “დედამიწის უმაღლეს წერტილზე მყოფ მთამსვლელებს, მთის წვერზე კიბე რომ ჩაერჭოთ და რამოდენიმე საფეხურით კიდევ უფრო მაღლა ასულიყვნენ” – ეს კი საინტერესო შედარებაა. მომეწონა 😉

    Oroli

    თებერვალი 26, 2010 at 23:32

  10. ra sayvarelia pepi 😦 intertan rom wavaget 😦 eh .. 😦

    lika151

    აპრილი 22, 2010 at 23:27


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: