e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

კლავიატურა, თითები და ფიქრები

with 15 comments

რამოდენიმე თვეა რაც ხელში კლავიატურა ავიღე და წერა დავიწყე, უფრო ზუსტად შვიდი თვე. ამ შვიდი თვის მანძილზე, კლავიატურაზე ასოების ასაკრეფად მხოლოდ რამოდენიმე თითს ვხმარობ. ესენია: მარჯვენა ხელის საჩვენებელი და იშვიათად ცერა და შუათითი, მარცხენა ხელზეც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა, იმ განსხვავებით რომ აქ უფრო ხშირად ვხმარობ ზემოთ ჩამოთვლილ სამივე თითს. ასო ”თ” -ს აკრეფამ ხომ გააჭირა საქმე, რომ არ შემეშალოს და ”ტ” არ ავკრიფო არ შეიძლება, როცა ”ტ” მინდა კი მაშინ ”თ”-ს ვწერ, და საერთოდაც მეჩვენება თითქოს ”თ” უფრო ხშირად მჭირდება, ვიდრე ”ტ”. ასეა თუ ისე, აბაზანაში ჩაგუბებულ წყალში ზანტად მოლივლივე ხომალდივით ნელ-ნელა წინ მივიწევ და ვინ იცის იქნებ მომავალში ათივე თითი ჩავრთო საქმეში.

ვინც ვიდეო ნახეთ და კარგად ვერ გაიგეთ რა ხდებოდა – მოგახსენებთ. ეს არაორდინალური კვარტეტი, მუსიკას, მუსიკალური ინსტრუმენტების გარეშე უკრავს. მუსიკოსების თავზე მიმაგრებული ენცეფალოგრამა შეერთებულია სპეციალურ აპარატთან, რომელიც თავის მხრივ სინთეზატორთან არის დაკავშირებული და მუსიკოსები ფიქრით ახმიანებენ ბგერებს.

აპარატის შეერთება ასევე შესაძლებელია კომპიუტერთან და შემდეგ თითების გარეშე ასოების აკრეფა ფიქრის საშუალებით. საკმარისია თავზე ენცეფალოგრამა მოირგო, ხელსაწყო კომპიუტერთან შეაერთო, სპეციალური პროგრამით მონიტორზე გამოჩენილ კლავიატურაზე მოციმციმე ასოებზე მოახდინო კონცეტრაცია, ფიქრითვე ”დააჭირო თითი” კლავიშს და ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება სასურველი ასო, სიტყვა, წინადადება. თუმცა ჯერ ტექნოლოგია დასახვეწია, რის გამოც ვარჯიშის გარეშე ასოების აკრეფა საკმაოდ ძნელი და დამღლელი პროცესია. გავარჯიშებულ ადამიანს კი შეუძლია იგივე სისწრაფით აკრიფოს ტექსტი, რა დროშიც ორი თითით მბეჭდავი აკრეფს, დაახლოებით 0.8 წამში ერთი სიმბოლო. მაგრამ Guger Technologies-ის (სწორედ ამ კომპანიის ქმნილებაა ახალი ტექნოლოგია) ხელმძღვანელები გვპირდებიან რომ ხელსაწყოს გააუმჯობესებენ.

ახალი გამოგონება, რომელიც უკვე იყიდება და 10 000 € ღირს, ძირითადად უნარშეზღუდულ ადამიანებს დაეხმარებათ. თუმცა კომპანია მომავალში ტექნოლოგიის უფრო ფართოდ გავრცელებას გეგმავს. უკვე არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლითაც ერთი გაფიქრებით შესაძლებელი იქნება ტელევიზორის პულტის გამოყენება არხების გადასართავად, ვინტილატორის ჩართვა-გამოსართავად, სტუმარი თუ მოვა კარების გასაღებად და ა.შ. უბრალოდ ამ ყველაფერს დახვეწა სჭირდება, რაც მხოლოდ დროის ამბავია.

ჰერმან ჰესე, XX საუკუნეს ტექნიცისტური საუკუნე უწოდა. მის რომანში,  ”ტრამალის მგელი” მანქანებზე ნადირობის სცენაც კია აღწერილი. მაგრამ, როგორც ჩანს XX საუკუნეს ბევრად გაასწრებს  XXI ტექნიკის განვითარების მხრივ. ალბათ შორს არ არის ის დრო, როცა ქუჩაში თავზე მიმაგრებული პატარა ანტენებით ვივლით და შემხვედრ შორეულ ნაცნობს ფიქრებით გავესაუბრებით:

– ვააა, გამარჯობა.

– გაგიმარჯოს! როგორ ხარ?

– კარგად, შენ?

– რავიცი, არამიშავს.

– რას შვრები? (ერთდროულად)

აბა როდემდე უნდა იყოს თვალებში ჩახედვითა და უსიტყვოდ ერთმანეთის გაგების უნარი მხოლოდ შეყვარებულების უპირტესობა, ვისაც არ გვიყვარს რა დავაშავეთ.

ზოგადად რათქმაუნდა ცუდი არ არის ტექნიკის განვითარება, უფრო კარგია, თან გარდაუვალიცაა, მაგრამ ადამიანი რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არა აქვს და მაინც დაეზარება პულტზე თითის დაჭერა… ისე ხომ შეიძლება პულტი შორს იდოს? დაფიქრდით რამდენჯერ დაგზარებიათ მის ასაღებად ფეხზე ადგომა. ტექნოლოგიები კი ვითარდება და ვითარდება – ასე ჩვენ ნამდვილად გავფრინდებით!

პ.ს. ხომ ვამბობდი ”თ” უფრო ხშირად მჭირდება მეთქი. დავთვალე და პოსტში გამოყენებულია 68 ”თ” და მხოლოდ 32 ”ტ”.

Advertisements

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მაგ გამომგონებლების საყურადღებოდ (იქნებ ხმა მიაწვდინოთ):
    კარგია, გადასარევია, მალე კომიქსების სუპერეგმირებს დავემსგავსებით, იმდენ რამეს ვისწავლით. ერთადერთი რაც არ მხიბლავს ესაა სხვისი აზრების წაკითხვა: სხვას თუ არა, მე მაინც შემარჩინეთ რამე პირადული!
    თორე კონფლიქტები გარდაუვალი იქნება 🙂 ან მე არ მომეწონება სხვისი აზრები, ან მას ჩემი და წავიდა ბოი ბეზ პრავ…

    პ.ს. ისე, წარმომიდგენია, მაგ კვარტეტის მონაწილეები რა დაღლილები იქნებიან ასე 2-3 საათიანი კონცერტის მერე, ლოლ.. როგორც იმ ანეგდოტშია, მუნჯის სიმღერაო თუ რაღაც .. :დ

    kevana

    იანვარი 10, 2010 at 19:21

  2. კარგია..მომწონს, მაგრამ მერე რა ქნას სიტყვის თავისუფლებამ? :)))
    მერე შემოვა ფიქრის თავისუფლება 🙂

    iameosi

    იანვარი 10, 2010 at 20:00

  3. ძლიან საინტერესო პოსტი იყო, საინტერესო ბლოგი გავს და მოუთმენლად ველი ახალ პოსტს, რამე თუ ძველები ყველა გადავიკითხე 🙂

    Lalena

    იანვარი 10, 2010 at 21:24

  4. FB-ze agar shedixar? 🙂

    t da T 😀
    ho vambob yvelaferi piriqiTaameTqi 😀

    ბაბისა

    იანვარი 10, 2010 at 22:33

  5. kevana – ფიქრების ამოცნობა მართლა ძალიან უხერხული მომენტი იქნებოდა. 🙂

    iameosi – მომავალში აქტუალური იქნება საპლანეტთაშორისო ფიქრის თავისუფლება. 🙂 ალბათ, რავიცი…

    LaLena – ჩემი ერთი თავითა და რამოდენიმე თითით ვცდილობ რომ ვწერო. 🙂

    ბაბისა – ხო, აღარ შევდივარ. 13 დეკემბერს ვთქვი რომ FB-ზე აღარ შევალ და აღარც ჩურჩხელას შევჭამ მეთქი. (მინიმუმ ერთი თვე) ხოდა ვასრულებ პირობას 🙂

    ჯორჯ პაიკი

    იანვარი 11, 2010 at 02:24

  6. სტეფან ჰოკინგს ანახეთ ეგ გამოგონება! დაიტანჯა კაცი ერთი თითით წიგნების წერით.

    ჰიუსტონ

    იანვარი 11, 2010 at 23:00

  7. მე კიდევ შემეშინდა ეს რაღაც რომ დავინახე თავზე. მაგას არ გამოვიყენებ არასდროს, უფასოც რომ გახდეს :)) ახლა ჩემს წარმატებებს ვათველიერებ თან 🙂 ძირითადად 6 თითით ვბეჭდავ, ბოლო დროს უკვე სწრაფად და ეს დღეებია, დავაკვირდი, რაღაცების კლავიატურაზე დახედვის გარეშე აკრეფაც შემიძლია 🙂

    იმ დიალოგზე კი გამეცინა. მასე ხომ დავმუნჯდებით 😦 ხმების მოსმენას რა სჯობია…
    აუ, უხმოდ ჩხუბი როგორი იქნება ნეტა 🙂

    keti

    იანვარი 12, 2010 at 22:16

  8. უსაყვარლესი პოსტი 🙂 მომეწონა ჭრელი კლავიატურა, ასეთი ალბათ მძიმე სამუშაო დღესაც გაახალისებს.

    Maka Asatiani

    იანვარი 13, 2010 at 03:12

  9. აუ აბა მე ისე სწარფად ვწერ კლავიშების ხმაურზე მეშლება ნერვები უკვე :((
    ხოდა FB-ს რას ერჩი მე ვინ მეკითხება ხო? :)))

    ხისსუნიანისახლი

    იანვარი 16, 2010 at 11:23

    • მაგ სისწრაფეში გურული სიფიცხე და ტემპერამენტი იგრძნობა. 🙂 ყველაფერიFB-ს ბრალია. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      იანვარი 16, 2010 at 12:25

  10. “აბა როდემდე უნდა იყოს თვალებში ჩახედვითა და უსიტყვოდ ერთმანეთის გაგების უნარი მხოლოდ შეყვარებულების უპირტესობა, ვისაც არ გვიყვარს რა დავაშავეთ.” ჰაჰააა, მაგარი იყო, ჩაგეთვალა.

    მოიცადა აბა მხოლოდ მე ვარ ის იდეინი, რომელიც მთელი 10 თითით წერს კლავიატურაზე???
    ნეკებითაც კი. და ზუსტადაც, რომ მარცხენა ნეკს ვაჭერ “shift”–ს და საჩვენებელს “T”–ს და გამოდის “თ”. აი ასე.

    რა მაგარი გამოგონებაა. მე მინდა, რომ აზრების შემნახველიც იყოს ეგ. ანუ რაღაცას რომ გავიფიქრებ, რომ შეინახოს და სახლში რომ მოვალ, მერე ჯანდაბას ხელით ავკრიფავ ხოლმე კლავიატურაზე.
    რაც შეეხება სხვისი აზრების კითხვას, მელ გიბსონობა არ მინდა. ანუ არ მინდა ყველა ქალის (და მამაკაცის) მესმოდეს. მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც მაინტერესებს.

    Kate

    იანვარი 16, 2010 at 18:45

  11. აუ ეგ კლავიატურა არ იყიდება???
    სად???
    ძალიან მომეწონა.

    Kate

    იანვარი 16, 2010 at 18:47

    • ნამდვილად არ ვიცი იყიდება თუ არა ეგ კლავიატურა.
      ვა, რა მაგარია ათივე თითის გამოყენება. 🙂 ფიქრის დამახსოვრება საინტერესოა, მაგრამ მგონი არ ღირს, ანდა Delete ღილაკიც უნდა მოჰყვებოდეს რომ რომელი ფიქრიც არ მოგვეწონება წავშალოთ. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      იანვარი 16, 2010 at 23:51

  12. magari gamogonebaaaa….magram ise ar minda rom me agaraperi gavaketo…mase movkvdebi 😀

    natia

    მარტი 12, 2010 at 16:16


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: