e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ჩანგალი

with 11 comments

ჩანგალი თუ დაგივარდა, ”რიდერში” ახალი პოსტი გამოჩნდებაო.

ბლოგური სიბრძნე.

ჩანგალი, ერთის მხრივ ძალიან ძველი ნივთია, მეორეს მხრივ კი – ახალი. ჩანგალმა მეტად რთული ევოლუციური გზა განვლო ვიდრე ჩვენი ერთგული მსახური გახდებოდა. ყველაზე ძველი ჩანგლის ნიმუში ქალაქ ნეაპოლის ნაციონალურ მუზეუმში ინახება, მისი ასაკი 2 500 წელია. თუმცა მაშინ მას იმ დანიშნულებით არ იყენებდნენ როგორც ჩვენ. მას უფრო მზარეულები ხმარობდნენ კერძების მომზადებაში, ძველ ეგვიპტეში კი რელიგიური ცერემონიების ჩატარებისას იყენებდნენ, მაგალითად ადამიანების მსხვერპლშეწირვის დროს. გაგიკვირდებათ და თანამედროვე ჩანგალმა სულ რაღაც XIX საუკუნის ბოლადან დაიწყო მასობრივად გავრცელება.

XI საუკუნეში, ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა პრინცესა, რომელსაც საჭმლის ხელით ჭამა სირცხვილად მიაჩნდა. სწორედ ის ითვლება იმ ადამიანად რომელმაც პირველად გამოიყენა ჩანგალი დანიშნულებისამებრ. სპეციალურად მისთვის დამზადებულ ერთადერთ ჩანგალს ორი სწორი ოქროს კბილი (მგონი კბილები ჰქვია ჩანგლის წვეტებს ხო?) ჰქონდა და სპილოს ძვლის, სადაფით დამშვენებული ტარი. ევროპაში სწორედ ბიზანტიიდან შევიდა ჩანგალი, კერძოდ კი იტალიაში. თუმცა ვინც ჩანგალი ნახა ყველა გაოცდა, ეს რაღააო, რად გვინდა ჩანგალი როცა ღმერთმა ხელები მოგვცაო და ა.შ. ჩანგალი დავიწყებას მიეცა.

ჩანგლის ძეგლი სპრინგფილდში. მისურის შტატი, ა.შ.შ.

ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმე საუკუნე გავიდა სანამ ისევ მეტ-ნაკლებად აქტუალური გახდებოდა ჩანგლის ხმარება. მანამდე კი ევროპელი არისტოკრატები თავისებურად ზრუნავდნენ ჭამის დროს სისუფთავის დაცვაზე. წესის თანახმად ხორცის აღება სამი თითით იყო მიღებული, დასვრილი ხელების გაწმენდა ტანსაცმელზე არ შეიძლებოდა, ამისთვის მაგიდის გადასაფარებელი არსებობდა, რომელსაც ჭამის განმავლობაში ცვლიდნენ კიდეც. მოდაში იყო საჭმლის ხელთათმანებით მირთმევა, ასევე ახალი კერძის ჩამოტარების წინ სუფრასთანვე ხელის დაბანვა. (ნაპოლეონს თურმე ეზარებოდა და მხოლოდ ჭამის წინ იბანდა ხელებს) ჩანგლის მაგივრად ძირითადად ორ დანას იყენებდნენ.

ჩანგლის მიმართ კათოლიკური ეკლესიაც ცუდად იყო განწყობილი. ის ზედმეტი ფუფუნების საგნად მიაჩნდათ, და უფრო მეტიც, ეშმაკის ქმნილებად. ბერებისთვის სასტიკად აკრძალული იყო მისი გამოყენება.

ინგლისში, სადაც ჩანგალი პირველად 1608 წელს გამოჩნდა, XIX საუკუნეშიც კი აკრძალული იყო ჩანგლის გემებზე ხმარება. საწყალი მეზღვაურები… არც ქალი, არც ჩანგალი.

ასე თუ ისე, ჩანგალი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გავრცელდა მთელს ევროპაში. (1630 წელს ამერიკაში, მასაჩუსეტის გუბერნატორი ერთადერთი იყო მთელს კონტინეტზე ვისაც ჩანგალი ჰქონდა) თავდაპირველად რათქმაუნდა მხოლოდ საზოგადოების მაღალ წრეებში. აბა, რიგით მოკვდავებს სად ჰქონდათ იმის შესაძლებლობა რომ ჩანგალი შეეძინათ,  ის იმ დროს მხოლოდ ძვირფასი ლითონისგან მზადდებოდა და ძვირი ღირდა. ნაკლებად შეძლებულ ოჯახებში სადილის დროს სპეციალურად მცირე პაუზას იღებდნენ რომ ნახმარი ჩანგლები გაერეცხათ და ხელმეორედ მიეტანათ სუფრაზე. მომავალში სწორედ უჟანგავი ლითონის წარმოებამ განაპირობა ჩანგლის მასობრივად გავრცელება.

ჟენევის ტბაში ჩარჭობილი ჩანგალი.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთ კბილიანი ჩანგალი ოთხ კბილიანად გადაიქცა, უამრავი გაჭირვების გადალახვისგან ცოტა ”მხრებშიც” მოიხარა მოხუცი კაცივით და ჩვენს თეფშებთან, საპატიო მარცხენა ადგილიც მყარად დაიკავა. ეგ კი არა და, დღესდღეისობით უკვე სხვადასხვა სახეობის ჩანგალი არსებობს: თევზის საჭმელადო, ომარებისთვისო, მაკარონისთვისო…

სამწუხაროდ, საქართველოში ჩანგლის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოში საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი: ხინკლის ჩანგლით და ჩანგლის გარეშე მჭამელ საზოგადოებად.

გრძელი მაკარონის დასახვევად განკუთვნილი ჩანგალი.

პ.ს. პოსტის დასაწყისში, სურათზე, ნაჩვენებია გრძელი მაკარონის ჩანგლის დახმარების გარეშე ჭამის მოკლე ინსტრუქცია, დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

იანვარი 15, 2010 at 16:01

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. hahaaa katolikebze bevri vicineeeeeeee 😀 eshmakiseuliao changaliooooooo :DDDD looool

    nokami

    იანვარი 15, 2010 at 16:31

  2. ინსტრუქცია მომეწონა 🙂

    Dv0rsky

    იანვარი 15, 2010 at 16:32

  3. სასაცილოა ზუსტად მაგრამ მეც მეშინოდა ბავშ[ობაში ჩანგლის. მგონი ტომი ჯერშია თუ სადღაც რომელიღაც მულტფილმში ეშმაკს სამკაპი რომ უჭირავს მაგას ვამსგავსებდი 😦

    ხისსუნიანისახლი

    იანვარი 16, 2010 at 11:25

  4. me kdie gamigia, changali tu dagivarda bevr komentars elodeo 😀

    BloggerGirl

    იანვარი 16, 2010 at 11:46

    • ეგ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ბლოგური სიბრძნე ამოუწურავია. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      იანვარი 16, 2010 at 12:22

  5. ძლიან სახალისო და საინტერესო იყო, მე იმ ქალბატონზე ვიცოდი მხოლოდ, ხელების დასვრა რომ არ უნდოდა და ჩანგლით მიირთმევდა, კიდე ევროპაში ვიცოდი, რომ მხოლოდ ხილს მიირთმევდნენ მეფეები ჩანგლით, საფრანგეთზეა საუბარი, ისევ იმ მიზნით, რომ ხელები არ დასვროდა :))

    Lalena

    იანვარი 16, 2010 at 12:07

  6. ააა, მაგარი პოსტია.
    ხოდა მე ყოველთვის ძალიან მიყვარს ჩანგალი.
    “ლამაზი ქალი” გამახსენდა, ჯულია რობერტსს რომ ასწავლის სასტუმროს მენეჯერი რამდენიმე ჩანგლის ხმარებას.
    მაკარონის ჩანგალზე დახვევა ისე მიყვრს, რომ რავიცი რა.

    Kate

    იანვარი 16, 2010 at 18:34

  7. იმდენი ვიცინე :)) არაჩვეულებრივი ენა, ამბები და ინსტრუქცია 🙂

    keti

    იანვარი 16, 2010 at 19:35

  8. changalse meti araferi,magram me kide erti blogeruli sibrzne vici imis shesaxeb,rom yvela dges shen tavs kitxo,ramdeni posti caikitxe 😀

    nastasia

    იანვარი 17, 2010 at 01:32

  9. Jenevis tbis changalma mimizida
    vnaxavdi axlodan siamovnebit

    Taa

    იანვარი 27, 2010 at 14:33


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: