e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

მოჭრიალე კარი და სიზმარი გამოძახებით

with 14 comments

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უამრავ რამეზე ფიქრობს, მითუმეტეს მაშინ როცა არ ეძინება. ფიქრის გარდა ოცნებაც შეიძლება, ან რომელიღაც დავიწყებული სიტყვის გახსენება, რომელიც არ გასვენებს, მაგალითად ის თუ რა ერქვა დონ კიხოტის ცხენს. გახსენების მცდელობა იწყება პირველივე ასოდან. ”ა”, არა, ”ა” არ ერქვა. ”აბ”, ”აბგ”, ”აბდ”, ”აბე”… აბელი არა. ”აბეგ”, … ”აბევ”… და ასე მიყოლებით. მერე როგორც იქნება ”რ”- მდეც მიხვალთ, მერე ”რო” და ”როსინანტი”. არის!!!

წუხელ, როგორც იტყვიან ხოლმე, თვალზე რული არ მეკარებოდა, დონ კიხოტის ცხენს რომ როსინანტი ერქვა ეგეც მახსოვდა და საწოლში ოთხკუთხედი ხის ბორბალივით ტრიალის დროს ერთი ძველი სიზმარი გამახსენდა. სიზმარი სადაც კარი ვიყავი და გაღება-დაკეტვის დროს ვჭრიალებდი. აი, ამას ჰქვია ნამდვილი სიურეალისტური სიზმარი.

სიზმართან ერთად ისიც გამახსენდა რომ ამ ყველაფრის შესახებ მეგობარს წერილი მივწერე, სადაც სიზმრის გარდა იმასაც ვუყვებოდი თუ როგორ ჭრიალებს სახლში ერთი კარი და ისიც, რომ მამაკაცთა გარკვეული კატეგორია ქალებს ისე ექცევა როგორც კარს – როცა მოესურვებათ გააღებენ, როცა უნდათ დაკეტავენ, მიაჯახუნებენ, კლიტეს დაადებენ… და ვაი იმას ვინც ამ დროს ჭრიალს დაიწყებს, მაშინვე ანჯამებიდან ამოაგდებენ და გარეთ მოისვრიან.

მოკლედ, არა მგონია ვინმეს სურდეს მოჭრიალე კარი იყოს, თუნდაც სიზმარში. იმისათვის რომ სიზმრად ის დაგვესიზმროს რაც ჩვენ გვინდა, არსებობს გააზრებული სიზმრის ფენომენი. ანუ რას ნიშნავს ეს: სპეციალური სავარჯიშოებით და გარკვეული გამოცდილების შემდეგ, ადამიანს შეუძლია მართოს თავისი სიზმარი და მასში მხოლოდ ის აკეთოს რასაც თავად მოისურვებს: იფრინოს, ნავით ტბაში შეცუროს და ითევზაოს, თხილამურებით ისრიალოს, ჩარლი მინგუსთან ერთად დაუკრას საყვირზე და ა.შ. თუმცა ისიც ფაქტია – დონ კიხოტის ცხენის სახელის გახსენება უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე სასურველი ზმანების ხილვა.

ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ლიტერატურა და საიტი არსებობს ინტერნეტში. (სტატია ვიკიპედიაში, ინგლისურ ენაზე; ეს კი რუსულენოვანი საიტი.) სურვილის შემთხვევაში შებრძანდით ვებ-გვედებზე და ისწავლეთ სასურველი სიზმრის გამოძახება, დაამარცხეთ კოშმარები და აიხდინეთ რეალობაში განუხორციელებადი ოცნებები. წარმატებები!

დღეისთვის ჩემი ჭრიალი ამით დამთავრებულია.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

იანვარი 20, 2010 at 16:46

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. 🙂 რა კარგია შენთან სტუმრობა 🙂

    მე ამ ბლო დროს საერთოდ არ მეძინება ხოლმე. დავწვები ვითჴმ რულმორეული და აპაპაპაპა!…თან გიომ სამსაათიანი ჩაძინება იცის. გავიყუსები და ვოცნებობ. და რაზეც ვოცნებობ მერე ის მესიზმრება ხოლმე. ასე, რომ მაგ საიტებზე არ შევალ. არც ზედმეტად გადავტვირთავ ჩემს ტაბებს და ისევ შენს ჭრიალს გადავხედავ – როგორც ყოველთვის მოსაწონს და არადამღლელს. 🙂

    iameosi

    იანვარი 20, 2010 at 16:53

    • ოცნებები თუ გესიზმრება მაგას რა ჯობია. 🙂 სიმართლე გითხრა არც მე ვაპირებ მაგ საიტების გადაკითხვას და მათი რჩევების პრაქტიკაში დანერგვას. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      იანვარი 21, 2010 at 01:55

  2. ეგ ძილისწინა გამოცნობანა ცხვრების დათვლას სჯობია 🙂
    მე ბევრს ვფიქრობ ხოლმე. ხან ვოცნებობ. სიზმრებს არ ვუკვეთავ :)) სიურპრიზად მირჩევნია, მით უმეტეს, კოშმარები არ მაწუხებს. ისე, არაერთხელ მითქვამს, ძილი სიზმრებისთვის მიყვარს–მეთქი.

    კარის ქალის და მამაკაცის ურთიერთობასთან შედარება საინტერესო იყო. და ის მაფიქრებინა – რა ძნელია, იყო კარი 🙂 ნამდვილი კარი. საერთოდ – ნივთი. მგონი საოცრებათა ქვეყნისკენ გამიტყუა შენმა პოსტმა. მაგრამ მაგას არა უშავს, სიზმართმცოდნეობის საიტისკენ გატყუებას მაინც ვერ მოახერხებს 🙂

    keti

    იანვარი 21, 2010 at 11:10

    • აქამდე ცხვრები არ დამითვლია ძილის წინ. 🙂 კარგი სიზმარი თუ იქნება, სიურპრიზი იყოს ჯობია, გეთანხმები. 🙂 თუ ნივთი თავის მოვალეობას ასრულებს, ალბათ ბედნიერი იქნება, მეტი რაღა უნდა უნდოდეს. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      იანვარი 21, 2010 at 12:07

      • მართალია, მეტი რაღა უნდა უნდოდეს. ესეც “ნივთური” ბედნიერება 🙂
        ისე, ცხვრები არც მე დამითვლია, საერთოდაც არ დამითვლია ძილისწინ. გადატანითი მნიშვნელობით – ლექსში კი 🙂

        keti

        იანვარი 21, 2010 at 13:01

  3. neta ra shegrzneba iqneboda mochriale karad yofna
    qali-kari-s shedareba momewona

    mec gamigia sizmris martvis xelovnebaze
    zogs warmatebitac ki gamsodis :)) just imaze unda ifiqro zilis win da mere zalian moindomo, rac ginda ro naxo da naxav 🙂

    ბაბისა

    იანვარი 21, 2010 at 12:20

    • როგორ გიყვარს და გაინტერესებს უცნაური შეგრძნებები. 🙂 ზოგს გამოსდის კი, ვინც ინდომებს სიზმარსაც ის უკვეთავს. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      იანვარი 21, 2010 at 13:31

  4. მე მგონი სიზმრის კონტროლი ნიჭია :))))))) მე ვერასდროს ვხვდები, რომ სიზმარში ვარ, რაც არ უნდა აბსურდული იყოს, ჩემი და კიდევ სიზმარს არათუ დეტალებს უკონტროლებს, მთლიანად სიუჟეტს უცვლის, აბსოლუტურად გააზრებულად მოქმედებს, ეჰ ნეტა იმას :)))

    პოსტი ძალიან საინტერესი იყო 🙂

    Lalena

    იანვარი 21, 2010 at 13:31

    • სხვათაშორის ცოტა წავიკითხე მაგ თემასთან დაკავშირებით და იქ ერთი რჩევა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავიგოთ სიზმარში ვართ თუ არაო, თურმე პირი უნდა დავხუროთ, ცხვირზე ხელი მოვიჭიროთ და თუ მაინც ვისუნთქებთ ე.ი. სიზმარში ვიმყოფებით. 🙂 ყოჩაღ შენ დას! 🙂

      ჯორჯ პაიკი

      იანვარი 21, 2010 at 13:39

  5. ეჰ, მე უფრო დებილობები მესიზმრება ხოლმე. დავწერე ორი სიზმარი 😦 ერთი მეორეზე არასასიამოვნო.

    Kate

    იანვარი 22, 2010 at 13:33

  6. სიზმრები კიარადა ამ პოსტზე უცებ ის გამახსენდა რაღაც საშინელებათა ფილმს რომ უყურებდი და მანქანა რომ მოდიოდა თუ რაღაც.
    ისე კარგი სიზმარი დაგსიზმრებია. საინტერესოა ბაბისასი არ იყოს კარად ყოფნა. რა შეგრძნებაა)

    მე ვაკონტროლებ სიზმარს 🙂

    ხისსუნიანისახლი

    იანვარი 24, 2010 at 12:48

  7. lol როსინანტზე გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ დედაჩემმა გამაღვიძა, ვერ ვიძინებ ვერაფრით, იქნებ გახსოვს ამა და ამ ფილმში რომ ქალი თამაშობს რა გვარიაო 😀

    ისე კი ყველაზე კარგ სიზმრებს მაშინ ვნახულობ როცა ძალიან ცუდად ვარ. აი მაშინაა ყვავილების და ვარსკვლავების ცვენა, ლაჟვარდოვანი სანაპიროები და ისეტი მაგარი რაღაცაები, რომ გაღვიძება არ მინდა ხოლმე. როგორც ჩანს ასე იცავს თავს ჩემი ფსიქიკა.
    საყვარელი 🙂

    ნან

    იანვარი 25, 2010 at 21:31

  8. წუხელ დამესიზმრა ცუდი რაღაც.. მეტროში ვიღაც ბიჭი ვცემე 😦 გამაბრაზა და მაგიტომ…

    “ბატონო კახი, მეშველება რამე?”

    kevana

    თებერვალი 3, 2010 at 15:40

  9. miyvars sheni blogi…. saintereso iyo mochriale kari & sizmrebi gamodzaxebit….ok aba..gavedi,saqme maqvs mag saitze sizmari minda gamovidzaxo 😀 😀

    natia

    მარტი 12, 2010 at 16:03


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: