e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

თავი სხვის მხრებზე

with 24 comments

როგორც ზღაპრებიდან ვიგებთ, მრავალი წლის წინ უამრავი ადამიანი მიემგზავრებოდა ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით უკვდავების წყლის მოსაპოვებლად. ალბათ დიდხანს სიცოცხლის სურვილი თავიდანვე ჩაიდო ადამიანებში. ვეჭვობ სადღესასწაულო ტორტში ჩარჭობილ 200 სანთლის ჩაქრობაზე ბევრი არ იტყოდა უარს.

ვერ გეტყვით ჩვ. წ. ა – მდე რა ხდებოდა ამ მხრივ, როგორ ცდილობდნენ ჩვენი წინაპრები სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაგრამ მოდი ყველამ ერთად, დიდი ისტორიული ნახტომი გავაკეთოთ, მერე თქვენ კარგად მოკალათდით სავარძელში, მე კი რაც ვიცი იმას მოგიყვებით.

მაშ ასე, ნახტომის შემდეგ ჩვენ XVII საუკუნეში აღვმოჩნდით. ამ დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვინმე იოჰან კონრად დიპპელი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ფრანკენშტეინის ისტორიულ წინაპრად მიიჩნევს. მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი უკვდავების ელექსირის შექმნა იყო. გააკეთა კიდეც რაღაც ზეთისმაგვარი სითხე. იოჰანი ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა. იგი ადამიანის სხეულის ნაწილებს დიდ ქვაბში ხარშავდა და ასე ცდილობდა ჯადოსნური სითხის დამზადებას, მაგრამ როგორც მიხვდით არაფერი გამოუვიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ამ პოსტის წაკითხვის შანსიც ექნებოდა, თუმცა…

გასულ საუკუნეში მედიცინა ძალიან განვითარდა და ისეთი ოპერაციების ჩატარება გახდა შესაძლებელი რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა. მაგალითად, გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც პირველად 1967 წლის 3 დეკემბერს გააკეთა სამხრეთ აფრიკელმა ექიმმა  კრისტიან ბერნარდმა. მართალია პაციენტმა სულ რაღაც 18 დღე იცოცხლა ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა ოპერაციების გაკეთება მაინც გაგრძელდა და   წარმატებულადაც – პაციენტები წლების მანძილზე ცოცხლობდნენ გადანერგილი გულით.

ექიმი ბერნარდი თავის მასწავლებლად რუს მეცნიერს, ვლადიმერ დემიხოვს მიიჩნევდა, რომელიც ზოგადად ტრანსპლანტაციის ფუძემდებლად ითვლება. დემიხოვმა 1954 წელს, ტრანსპლანტაციის შედეგად მიღებული ორთავიანი ძაღლი წარუდგინა საზოგადოებას. (ბევრში შეიძლება პროტესტს იწვევდეს ძაღლებზე მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება, მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვსო.) ძაღლის ორივე თავი კარგად გამოიყორებოდა, იღებდა საკვებს, რეაგირებდა გარშემო მყოფ ადამიანებზე. თავები ერთმანეთსაც კი ეთამაშებოდნენ.(!) ძაღლმა ორ თვემდე იცოცხლა. ექიმის კვლევებმა რამდენადაც დიდი აღიარება მოიპოვა უცხოეთში, იმდენად არ წყალობდნენ საბჭოთა კავშირში ქვეყნის მეთაურები. მას ნორმალური ლაბორატორიაც არ ჰქონია, მრავალ საათიან ოპერაციებს ჩაბნელებულ და უჰაერო სარდაფში ატარებდა.

აქამდე ცოტა უფრო ადრე, 1928 წელს, სერგეი ბრიუხონენკომ ძაღლის მოჭრილი თავი გააცოცხლა. დაუჯერებელია მაგრამ მოჭრილი თავი ენას ყოფს და პირს ილოკავს. თავდ იხილეთ თუ არ გჯერათ.

მოკლედ, ასეთი ექსპერიმენტები ზოგჯერ საეჭვო ზღვარს უახლოვდება. ვინ იცის, თუნდაც ამ წუთას რომელიღაც ბნელ (ნათელ) სარდაფში ვინ რა ექსპერიმენტს ატარებს მეცნიერების სახელით, რომლითაც სიცოცხლის გახანგრძლივება (და არა მარტო) გახდება შესაძლებელი.

რამდენიმე თვის წინ ლინდსეი ანდერსონის ფილმი ”ჰოსპიტალი “ბრიტანია”” ვნახე. ფილმში მოქმედება საავადმყოფოში ვითარდება, იმ დროს როცა გარეთ, საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას ხალხი აპროტესტებს. საავადმყოფოს მთავარი ექიმი ფრანკენშტეინის იდეით არის შეპყრობილი და სხვადასხვა ადამიანის ორგანოებით ერთი ადამიანის აწყობას ცდილობს, რომელიც უფრო გამძლე იქნება ჩვეულებრივთან შედარებით. ოპერაცია წარმატებით მიდიოდა, ბოლოს კი მიხვდნენ რომ სხეულზე მისაკერებელი თავი უვარგისი ყოფილა. საჭირო გახდა ახალი თავის მოძიება. მოიძიეს კიდეც. საავადმყოფოში ჟურნალისტი იყო შეპარული და კამერით იღებდა ყველაფერს რაც იქ ხდებოდა, სწორედ ის ჟურნალისტი დაიჭირეს ექიმებმა, ხელის მარტივი მოძრაობით თავი მოაჭრეს და საექსპერიმენტო სხეულს მიაკერეს. სასწაული მოხდა, ნაწილებად აწყობილმა ადამიანმა გამოიღვიძა, ამუშავდა.  ჟურნალისტს არ ეჭაშნიკა საკუთარი თავის სხვის მხრებზე ნახვა და ექიმებისგან თავის დაღწევა სცადა. ძიძგილაობის დროს თავი სხეულს მოსძვრა, ექსპერიმენტი ჩაიშალა.

უნივერსალური, გამძლე ადამიანის შექმნა დროებით გადაიდო.

პ.ს. ნამდვილად მესმის ჟურნალისტის, რომელიც უკმაყოფილო დარჩა ექსპერიმენტის შედეგებით. მეც არ მესიამოვნებოდა რომ  ვინმეს ჩემთვის თავი მოეჭრა, მერე კი რომელიმე მონარქიული სახელმწიფოს მეფისთვის მიეკერებინა, მაშინ როგორღა გავიგო – მეფე ვარ თუ პაიკი?!

Advertisements

24 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “ძაღლის ორივე თავი კარგად გამოიყორებოდა, იღებდა საკვებს, რეაგირებდა გარშემო მყოფ ადამიანებზე. თავები ერთმანეთსაც კი ეთამაშებოდნენ.(!)”
    ვაიმე. შემეშინდა.
    მე წინააღმდეგი ვარ ძაღლები ასე აწამონ 😦

    keti

    იანვარი 26, 2010 at 19:49

  2. შოკში ვარ, არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა, ვიდეო, რომ არ მენახა შეიძლება დაჯერება გამჭირვებოდა, არა კიიი სისასტიკეა ცხოველებზე ექსპერიმენტები, მაგრამ, არ ვიცი, მთავარი ის კი არაა, ადამიანი სიცოცხლის გასახანგრძლივებელ ელექსირს შექმნის თუ არა, მთავარი ისაა, რამხელა ნახტომია მეცნიერებისთვის და საერთოდ კაცობრიობისთ[ის, უბრალოდ ადამიანისთ[ის, რომელიც ამდენი ათასწლეულია დედამიწაზე ცხოვრობს და ყველაფერი არ აქვს ჯერ შესწავლილი დაი გამოკვლეული.

    Lalena

    იანვარი 27, 2010 at 10:50

  3. ვუერთდები ჟურნალისტის უკმაყოფილებას 😦

    xissunianisaxli

    იანვარი 27, 2010 at 12:37

  4. იგი ადამიანის სხეულის ნაწილებს დიდ ქვაბში ხარშავდა და ასე ცდილობდა ჯადოსნური სითხის დამზადებას,

    raoooooooooooo 😦
    guli gamicherda am postis cakitxvisas 😦
    ar mikvars egeti xalxi 😦

    Taa

    იანვარი 27, 2010 at 14:25

  5. “პროფესორ დოუელის თავი” .. რა საჭიროა თავების მიბმა, როცა ადამიანს აქვს მგონი რეგენერაციის უნარი. მართალია სუსტ ფორმებში,… ძალიან სუსტ…

    პ.ს. ისე რა წესია ვაი, ჩემი თავი ჩემია, ჩემი ტანიც ჩემია, ი ტოჩკა. კერძო საკუთრებაა, დუტ….

    kevana

    იანვარი 27, 2010 at 16:27

  6. ძაღლის თავის გაცოცხლება არის ბულშით! 😀 ეგ ვიდეო მახსოვს ადრე ვნახე და ჭეშმარიტებას მივაგენი: მოჭრილი თავი როგორ ინძრევა? ყელის კუნთები თუ არ გაქვს, თავს ვერ ამოძრეავებ და მოჭრილ თავს ყელის კუნთი საიდან? + მარტო სისხლის ცირკულაცია ტვინს სიცოცხილსთვის არ ეყოფა, როგორც ანატომიიდან ვიცი. ასე რომ, ეგ ძაღლის თავი არის საბჭოეთის მამაძაღლობა იანკების დასაბოლებლად. 😀

    აი, რაც შეეხება ორთავა ძაღლებს, ეგ უფრო რეალურია, თუმცა, მე მაინც მგონია, მაგაზეც გვაბოლებენ. სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, არ დავიჯერებ!

    ჰიუსტონ

    იანვარი 28, 2010 at 13:07

  7. vaii
    zaglis tavi ra sacodaoba iyo
    uh, shemecoda 😦

    ბაბისა

    იანვარი 28, 2010 at 17:23

  8. ძალიან საინტერესო იყო….. როგორც ყოველთვის 🙂

    nakrina

    იანვარი 29, 2010 at 20:11

  9. სიცოცხლის ელექსირს ყველა დროში ეძებდნენ, ეს პროცესია ხლაც გრძელდება, ბევრი მილიარდერი მედიცინაში დიდ ინვესტიციებს დებს სწორედ ამ მიმართულებით, კიდევ ათასობით შარლატანია და აფერისტი.

    პ.ს. კარგი პოსტია, სასიამოვნო წასაკითხია.

    Maka Asatiani

    თებერვალი 2, 2010 at 15:07

  10. თავს მოაჭრეს ტანი თუ ტანს მოაჭრეს თავი?

    reptilia

    თებერვალი 6, 2010 at 21:41

    • ტანს მოაჭრეს თავი და სხვა სხეულს მიაკერეს. ისეც შეიძლება ითქვას რომ თავს მოაჭრეს ტანი, გემოვნების ამბავია. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      თებერვალი 7, 2010 at 21:25

  11. ჰაჰაააა, ბოლო მომეწონა 🙂 ვააააჰ, გადავირიე. ხარშვაზე ჭკუდიან გადავედი…ვიდეოს ვერ ვნახავ. გამძაფრებული მაქვს ამ მძიმეფეხობის დროს გრძნობები. არ გეწყინოს. მაისის ბოლოს შემოვალ და ახლიდან გადავიკითხავ ამ პოსტს 🙂

    iameosi

    თებერვალი 9, 2010 at 23:57

  12. sad daikarge
    ratom agar cer?

    Taa

    თებერვალი 24, 2010 at 15:04

  13. a xarshva ise kai ideaaa, magasac vcdi mere.

    ise ortava dzaglis eqsperimentma damainteresa, sainteresoa…

    tskaro

    თებერვალი 25, 2010 at 00:49

  14. რეათ დაგვეკარგე? ერთი თვეა თითქმის, რაც არაფერი დაგიწერია 😦

    kevana

    თებერვალი 26, 2010 at 23:53

  15. რავიცი რა გითხრათ, განწყობა არ მაქვს.

    ჯორჯ პაიკი

    თებერვალი 27, 2010 at 17:19

    • ამ პასუხს მე არ ვღებულობ… მალე დათბება, ხოდა მუზაც მოფრინდება 🙂

      დაამარცხე უხალისობა 😉

      kevana

      თებერვალი 27, 2010 at 21:35

  16. ჰო, ეგ უნდა მეკითხა, რატომ აღარ წერ–მეთქი და უკითხავთ…
    იმედია, განწყობა მალე გაგიჩნდება 🙂

    keti

    მარტი 3, 2010 at 14:12

  17. გელოდებით.

    Kate

    მარტი 7, 2010 at 19:15

  18. ველოდები ხოლმე შენს ახალ პოსტებს..სად დაიკარგე? :(((

    iameosi

    მარტი 9, 2010 at 23:48

  19. miyvars aset temebze pilmebi 😀

    natia

    მარტი 12, 2010 at 15:58

  20. ამ ფრონტზე რა ხდება? რათაა სიწყნარე? 😦

    kevana

    მარტი 18, 2010 at 20:03

  21. auuu profesor douelis tavi gamaxsenda ra sashinelebaaaaaa :((((

    tamo

    აპრილი 24, 2010 at 01:00

  22. მოჭრილი თავი ნაღდია, შეიძლება მაგის გაკეთება რამდენადაც ჩემი მოკლე ჭკუა ყოფნის მაგაზე ფიქრს. რა თქმა ვერ იაზეოვნებს და ტვინი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, მაგრამ რასაც აკეთებს ეგ თავი, რეფლექსებია უბრალოდ. თავი რო მოაჭრა ადამიანს, იმასაც შეუძლია თვალების პაჭუნი მაგალითად, ან რამე ეგეთი. ქათამი რო დაკლა ეგეც ხო ფართხალებს. ხოდა იმ ქათამსაც და თავსაც მარტო სისხლი აქვთ და ტვინის რეფლექსები შერჩენილი, მეტი არაფერი. ისევე როგორც ამ ძაღლს (უფრო სწორედ თავს)

    tom

    მაისი 5, 2010 at 00:05


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: