e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

კაკუნი ბლოგზე

with 15 comments

რამოდენიმე დღის წინ უცნობი პიროვნება დამიკავშირდა და ჩემს ბლოგზე წერილების გამოქვეყნება მომთხოვა. როგორც მიმოწერით გაირკვა, მას თავად უნდოდა საკუთარი ბლოგის შექმნა, უკვე დაწერილიც ჰქონდა პირველი პოსტი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიფიქრა. უცნაურია ნამდვილად. იძულებული ვარ დავემორჩილო მის მოთხოვნას და დავუთმო ჩემი ბლოგი ადამიანს, რომელიც გამეცნო როგორც “არავინ”.
.
აი რას გვიყვება ის თავის შესახებ:
ვინ ვარ მე? მე ვარ არავინ. ვარ, 22–დან 30 წლამდე ასაკის მაიმახი. სიმაღლე 179 სმ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ 176 სმ. კარგ ხასიათზე ყოფნისას კი 180 სმ. ვაღწევ. წონა: ზამთარში, ზაფხულთან შედარებით 2 კილოგრამით მეტი. თმები შავ–თეთრი. სიყვარული ვერტიკალურია და მბრუნავი, ჩემი წარბები კი ჰორიზონტალურად მორკალულები და ერთმანეთის მიმართულებით მოძრავნი. ყურებს აქვთ უნარი მოსმენილი ინფორმაცია ერთი ყურიდან შეუშვან და მეორედან გაუშვან. ( ფუნქცია ხშირად გათიშულია) თვალებს არ მოსწონთ ბევრი რამ რასაც ხედავენ. ცხვირი ქალის სურნელზე უფრო დიდად ბერავს ნესტოებს. ენა მოკლე. გემოვნება პრეტენზიული, არ უყვარს ამჟავებული ხელოვნება. უყვარს ლიტერატურა, კინო, მუსიკა… სხვებიც უყვარს, მთავარია მაღალი ხარისხის იყოს. (გემოვნება სნობურობისკენ მიიწევს.) მგრძნობელობა ნორმალური. ქოლგით ჩხვლეტასაც ვგრძნობ, ცივ შხაპსაც და კისერზე მცოცავ ჭიანჭველასაც.
.
ყურადღება მიაქციეთ ხოლმე, თუ პოსტის ბოლოს წერია არავინ, ესე იგი ეს მისი ნახელავია. აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ამ უცნობთან არანაირი კავშირი არ მაქვს, თვალითაც არ მინახავს არასდროს. ესეც მისი პირველი პოსტი:
.
ფორმულა 1–ის ბოლიდები გამოვიდნენ ტრასაზე. პილოტები გასახურებელ წრეზე იწყებენ მოძრაობას. ყველაფერი მზადაა რბოლის დასაწყებად. ყურადღება! მოემზადეთ! სტარტი!
.
ბოლიდებმა დაიწყეს ტრასის გარშემო სრბოლა, დედამიწა უკვე დიდი ხანია რაც თავისი ღერძის გარშემო ტრიალებ, ისღა დამრჩენია მეც შევუერთდე მათ – ბლოგრბოლით.
.
ჰერმან ჰესეს ძალიან უყვარდა წერილების წერა. მისი ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, ვისთანაც მწერალს ათეული წლების განმავლობაში ჰქონდა მიმოწერა. იგი ასევე ბევრ კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილს ქმნიდა. ჰესეს შემოქმედება ვერ იქნებოდა სრულყოფილი ყოველივე ამის გარეშე.
.
წერილების წერა მეც მიყვარს – ეს მაკავშირებს მასთან. სხვა მხრივ არაფერი. მაგრამ წერის დასაწყებად ვერ დაველოდები თუ როდის გავხდები ჰერმან ჰესი, ამჯერად წერის სურვილით დავკმაყოფილდები.
.
მოგეხსენებათ, წერილს ადრესატიც სჭირდება, რომელიც მე არ მყავს, ამიტომ წერილებს ჩემს მიერვე გამოგონილ ადამიანებს მივწერ. ეს შეიძლება იყოს ვითომ შეყვარებული, ვითომ საყვარელი, ვითომ მეგობარი და ა.შ. ცნობილ ადამიანებსაც შევეხმიანები, მკვდრებსაც და ცოცხლებსაც. (უფრო მკვდრებს) გარდა ამისა მოგიყვებით დაუჯერებელ და ფანტასტიკურ ამბებს, ეროტიკულ სიზმრებს. ასევე ვეცდები ბლოგზე იყოს იუმორი, (ისეთი, სახეზე მუდამ ფილოსოფიური ღიმილი რომ დაგთამაშებდეთ) ფარსი, ცინიზმი, კრიტიკა, სურათები, უცნაურობები, ტრაგიკომედია, ვიდეოები, მუსიკა, კინო, ლიტერატურა, ქვეცნობიერის ლაყაფი, ერთი და იგივე თემებზე ჩაციკვლა, ასევე დანაპირების არშესრულება. მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც გონება დაფქვავს ქარის წისქვილში.
.
არ დაგავიწყდეთ, მე ვარ არავინ და ჩემ სიტყვებზე პასუხს ვერ მომთხოვთ! რომც გაგლანძღოთ მაინც. ჩემგან სრულიად შესაძლებელია თავში ელვისებურად რაღაც აზრმა გამიელვოს და მაშინვე აქ დავახეთქო, არადა სერიოზულად დაფიქრების შემთხვევაში, მაგალითად ცხრამეტნაოჭიანი ხინკლის ჭამისას ოცდაორჯერ შევიცვალო მისადმი ჩემი დამოკიდებულება.
.
მგონი ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა ამ ეტაპზე. თუმცა კიდევ ერთი… ჰერმან ჰესესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზის მოძებნა, გზის, რომელიც მას, “მის შიგნით” შეიყვანდა და თავის თავს აპოვნინებდა. იგი ფიქრობდა რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაეხედა საკუთარი თავის სიღრმებში და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა ინდივიდუალისტად, პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთან ერთად ჰესე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. “საკუთარ თავთან მისვლა” მისთვის ასევე ნიშნავდა ადგილის მოძებნას სამყაროში, ადამიანად ყოფნის დიადი ხელოვნება შეესწავლა და ეცხოვრა სხვა ადამიანებთან ერთად ისე, რომ საკუთარი ცხოვრების არსს და მის ინდივიდუალურობას საფრთხე არ დამუქრებოდა.

არავინ

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

მაისი 5, 2010 at 13:32

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. შესანიშნავია

    იმედია, არავინ კიდევ არ დაწერს არაფერს არსად 🙂

    Dv0rsky

    მაისი 5, 2010 at 13:39

  2. აბა, მაშინ ბევრი ქარი და საფქვავი წისქვილებს : )

    საკუთარ თავთან მისასვლელი გზა – ალბათ ერთადერთი მართალი გზა..

    keti

    მაისი 5, 2010 at 14:39

  3. საინტერესოა, წელცომე 🙂

    და ჯორჯ, შენ აღარ დაწერ? : (

    kevana

    მაისი 5, 2010 at 15:14

  4. მმმმ, საინტერესოა, თუ წერის სურვილი აქვს რატო თავისი ბლოგი არ უნდა? ან შენ როგორ მოგაგნო? ანუ ახლა სულ მის პოსტებს ვიხილავთ შენ ბლოგზე და შენ აღარ დაწერ?

    Lalena

    მაისი 5, 2010 at 16:30

  5. ჯერ ასე იქნება და მერე არვიცი. 🙂

    ჯორჯ პაიკი

    მაისი 5, 2010 at 20:38

  6. რამდენი მისტიური რამ ხდება ამ ქვეყნად.ძალიან საინტერესო იყო

    rodrigo

    მაისი 5, 2010 at 21:49

  7. გამიხარდა შენი დაბრუნება 🙂

    xissunianisaxli

    მაისი 5, 2010 at 21:56

  8. დარწმუნებული არ ვარ, რომ Wორდპრესი სხვის ბლოგზე ვიდეოს ჩასმის ნებას დამრთავს, ამიტომ ლექსად ვიტყვი:

    He’s a real nowhere Man,
    Sitting in his Nowhere Land,
    Making all his nowhere plans
    for nobody.

    Lord Vader

    მაისი 6, 2010 at 01:19

  9. საინტერესოა 🙂
    წარმატებებს ვუსურვებ არავინ–ს

    და ჯორჯ – დუეტი გააკეთეთ რააა
    შენც წერე და არავინმაც 🙂

    Taa

    მაისი 7, 2010 at 10:52

  10. ვა…
    რა უცნაურია….

    Kate

    მაისი 11, 2010 at 03:50

  11. არავინ ალბათ “ნაუტილუსის” რომელიმე კაიუტაში ზის და იქიდან აგზავნის წერილებს… ბოთლით, ან ინტერნეტმა მათთანაც ჩააღწია 🙂

    ნინო

    მაისი 13, 2010 at 09:17

  12. რა კარგი იყო!იდუმალი არავინ…წერილები რომ წეროს, ჰესედ ვერ იქცევა ”არავინ”,მაგრამ ვფიქრობ მას ეს არც კი ჭირდება…ის საოცრად მაგონებს ჰესეს გმირებს,რომელთაც საკუთარი სულის სიღრმეში ჩაწვდომა,ადამიანად ყოფნის დიადი ხელოვნების შესწავლა სწადიათ…რომელთაც საოცრად საინტერესო შინაგანი სამყარო აქვთ…ძალიან კარგი იქნება საკუთარი ბლოგი ქონდეს…

    რუსოო

    აგვისტო 20, 2010 at 18:26

  13. არავინ დაბრუნდა? :დ

    მისტერ პაიკი მაინც დააბრუნეთ! 😦

    kevana

    აგვისტო 29, 2010 at 17:48

  14. […] რომ ჩემ ვირტუალურ ნაცნობს, “არავინ”–ს შევეხმიანე და შევთავაზე – იქნებ ასეთ […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: