e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ორნი ქოლგის ქვეშ

with 7 comments

კარგი რა ჰანა. ხომ გაგაფრთხილე, ორჯერ გაგიმეორე, ქოლგა როგორ დაგრჩა სახლში?! დაგავიწყდა დაგავიწყდა, კარგი, მაგრამ გაჩერებიდან სახლამდე 2 კილომეტრი ფეხით რომ არ გაგევლო არ შეგეძლო? ტაქსით მისულიყავი. ხოდა, ახლა სიცხეს რომ მოგცემს, დღეში სამი აბი რომანტიკა დალიე, თავთან  ქოლგა დაიდე და გიშველის.

ტყუილად გაქვს სამი ქოლგა. არადა ის შავ–თეთრ ზოლებიანი როგორ გიხდება! ადრე ქოლგის ხმარება მხოლოდ მმართველი ფენის წარმომადგენლებს შეეძლოთ. ასე იყი ძველ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში. ინდოეთში ქვეყნის ხელმძღვანელს 13 ქოლგა ჰქონდა, როგორც ძალაუფლების სიმბოლო. 13 ქოლგა მზეს და 12 ზოდიაქოს ნიშანს განასახიერებდა.

შენ სულ სამი ქოლგა გაქვს მაგრამ მერე რა, მაინც ჩემი დედოფალი ხარ. მე თუ მკითხავ ერთიც საკმარისია – ორნი, ერთი ქოლგის ქვეშ.

სხვათაშორის საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ქოლგებს არ წყალობენ, კაცებს ვგულისხმობ. ერთხელ, ბიჭები ვსაუბრობდით და სიტყვა ქოლგაზე ჩამოვარდა, ერთმა ხაშურელმა თქვა: ჩვენთან კაცმა ქოლგით რომ გაიაროს ქუჩაში მაგრად დასცინებენო. მისი საუბრიდან ისე გამოვიდა რომ ქოლგით სიარული და დიდი “გრეხის” გაკეთება ერთიდაიგივეა.

ამის შემდეგ მეც დავაკვირდი მამაკაცის და ქოლგის ურთიერთდამოკიდებულებას და საინტერესო შედეგებამდე მივედი. დაკვირვების ობიექტი ერთ–ერთი რაიონის ცენტრალური ქუჩა იყო, რაიონს შეგნებულად არ ვასახელებ. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი და აი, რა მოხდა:

გაზაფხულის მზიანი ამინდი იდგა, ხეები გამწვანებული, მერცხლები მოფრენილები, ცაზე, მზის მიუხედავად ღრუბლებიც შეინიშნებოდნენ, ზოგიერთი ღრუბლის ნაგლეჯი ჯადოსნური ხალიჩასავით სწრაფად მოძრაობდა. ხალხიც მეტ–ნაკლებად გამოშლილიყო ქუჩაში, ქალი, კაცი, ბავშვი. მოულოდნელად ღრუბლები გახშირდნენ, მერცხლებმა მიწასთან ძალიან ახლოს დაიწყეს ფრენა და სულ ცოტა ხანში შხაპუნა წვიმაც წამოვიდა. წვიმის დაწყება და ქუჩის ხალხისგან დაცლა მომენტალურად მოხდა. წუთნახევარში ადამიანის ჭაჭანება აღარ იყო. სამი წუთის შემდეგ კი ნელ–ნელა გამოჩდნენ ფეხით მოსიარულეები ქოლგით ხელში. ერთი ქოლგა, მეორე, მესამე, შავი, ჭრელი, ლურჯი… მოკლედ ქოლგების მრავალფეროვნებას ვაკვირდებოდი და ამით ვერთობოდი. უცებ შევამჩნიე, ქუჩაში მხოლოდ ქალები დადიოდნენ! 20 წუთი წვიმდა და ამ დროს არც ერთ კაცს არ გაუვლია, არც უქოლგოთ და რასაკვირველია არც ქოლგით. არადა, წვიმის შეწყვეტასთან ერთად ისევ გამოჩნდნენ ქუჩაში კაცები, როგორც ტყეში სოკოები წვიმის შემდეგ.

შეიძლება ეს უბრალოდ სასწაული შემთხვევითობის ბრალია, მაგრამ რაღაც მეეჭვება. ხო, ქოლგა არც მე მაქვს, თუმცა ეგ არაფერს ნიშნავს. (ღიმილი)

ქოლგის ინგლისურ ენოვანი დასახელება მომწონს – umbrella. დააკვირდი როგორ ჟღერს, ქოლგაზე დაცემული წვიმის მსხვილი წვეთების ხმას მაგონებს – მბრელ, მბრელ.

კარგად. მომწერე როგორ იქნები. სხვა დროს კიდევ მოგიყვები ქოლგებზე, თუ ისევ დაგავიწყდება მისი წაღება.

არავინ

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

მაისი 11, 2010 at 14:52

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უფრო რეალურია ორნი უქოლგოდ შხაპუნა წვიმის ქვეშ. ასეთ დროს კაცები არ იმალებიან : ) სხვა შემთხვევაში კაცები ქალებს წვიმას უთმობენ : )

    keti

    მაისი 11, 2010 at 15:19

  2. ქოლგა რა შუაშია და შენი ნახვა გამიხარდა! კი არა და, გამიხარდა, რომ ისევ ამეტყვედი… 🙂

    Di@

    მაისი 11, 2010 at 16:52

  3. ამეტყველდი! 😀

    Di@

    მაისი 11, 2010 at 16:53

  4. მე შავი ქოლგა მაქვს და არ მომწონს, მისი წყალობით ვიწუწები ხოლმე და მერე ვცივდები :))

    Lalena

    მაისი 12, 2010 at 11:45

  5. ვაა, პაიკი დაბრუნდააა :))

    ნან

    მაისი 12, 2010 at 21:02

  6. შესანიშნავია… თან რამდენი პოსტიააა, წასაკითხი ბევრია :დ

    და მართლა ჯორჯ, ამის პარალელურად შენი პოსტები სადაა? :დ

    აუ, ისე ქოლგაზე გამახსენდა: მე მაინცდამაინც არ მიყვარს, ჰანასავით სამი აბი რომანტიკა მირჩევნია დავლიო :დ ჯერ ჯერობით ასეა :დ

    kevana

    მაისი 15, 2010 at 00:43

  7. მმ.. ❤

    ძაიან მომეწონა პოსტი..

    ქოლგა კარგია,როცა ერთი ხარ,აი როცა ორნი ხართ,სჯობს წვიმაში ორი აბი რომანტიკა მიიღოთ,ორივემ :დ

    »♥» ana «♥«

    ივნისი 2, 2010 at 00:54


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: