e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

არაჰუმანური უტოპია

with 12 comments

ცოტა ხნის წინ, ირანულმა მედიამ, გააცრცელა მაღალი რანგის სასულიერო პირის ქადაგებიდან ნაწყეტი. აი, ისიც: “მრავალი ქალი, რომელიც მოკრძალებულად არ იცვამს… რყვნის ახალგაზრდა კაცებს, ლახავს მათ პატიოსნებას და ავრცელებს ღალატს, რაც ამრავლებს მიწისძვრებს”.

გამოდის, ყველაფერი ქალების ( თუ, გარყვნილი კაცების?) ბრალი ყოფილა, მიწისძვრაც და ვულკანიც, რომელიც 14 აპრილს ამოიფრქვა ისლანდიაში.

ვულკან ეიაფიალაიოკულის (რომლის გამოთქმაც ვულკანის ამოფრქვევაზე უფრო რთულია) გაღვიძებამ ევროპას დიდი პრობლემები შეუქმნა. ვულკანიდან ამოსულმა ფერფლმა უზარმაზარი ღრუბელი გააჩინა ევროპის თავზე, რამაც საჰაერო გზებზე, ზვავის ჩამოწოლის ეფექტი შექმნა და ცათმფრენების მიმოსვლა სერიოზულად შეაფერხა. თვითმფრინავებმა ასაფრენ ბილიკზე დაიდეს ბინა, გასაფრენად გამზადებულმა მგზავრებმა კი აეროპორტის მოსაცდელში. სერიოზულად დაზარალდა ეკონომიკა. ევროპა დიდ “ვულკანიზაციას” დაემსგავსა.

ევროპაში ახალი ტერმინი გაჩნდა – volkation. ტერმინი ორი სიტყვის ნაზავს წარმოადგენს: volcano – ვულკანი და vacation – არდადეგები, ანუ “ვულკანური არდადეგები”.

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა ახალი ხილი არ არის, ასეთები ადრეც მომხდარა, მაგალითად 1821 – 1823 წლების განმავლობაში დიდი წარმატებით აბინძურებდა გამოღვიძებული ვულკანი ევროპის ზეცას. ეიაფიალაიოკულთან ახლოს, სულ რამოდენიმე კილომეტრში, სხვა ვულკანიცაა – ლაკი – რომალსაც ჯერ სძინავს, თუმცა მისი ბოლო გამოღვიძების დროს (1783 წ.) მთელი ისლანდია ლავით დაფარა.

ექსპერტების პროგნოზებიც ნაკლებად დამამშვიდებელია. მათი ვარაუდით ვულკანი 60 წლის მანძილზე იბობოქრებს, ამორქვევის პიკი კი 2030 – 2040 წლებში ექნება. ძალიანაც არ შეშინდე ჰანა! იგივე ექსპერტები, მაშინ როცა მარტის შუა რიცხვებში ვულკანი გამოღვიძებას იწყებდა, ამბობდნენ რომ ამოფრქვევის საფრთხე არ იყო.

ისლანდიელი ვულკანოლოგი, ფროინშტეინ ზიგმუნდსონი, რომელიც 18 წლის მანძილზე სწავლობდა ეიაფიალაიოკის ხასიათს, ვულკანის ამოფრქვევის დროს პარიზში იმყოფებოდა და ძალიან წუხდა რომ თვალს ვერ ადევნებდა მისი ვულკანის თავს დატრიალებულ ამბებს. ერთი სტატიის ავტორი კი მის ვულკანს, მის საყვარლად მოიხსენიებდა. ასეა, რაც ერთისთვის საყვარელია, მეორისთვის თავის ტკივილია.

ვიცით, რომ ავიაკომპანიებმა დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს, სხვა საწარმოებმაც და კიდევ რომანტიკამ – ყვავილების ბიზნესი ჩავარდნილა სერიოზულად. თურმე ევროპაში ერთ ქალს ვერ ნახავდი ყვავილით ხელში. მილიონობით ადამიანი აეროპორტის მოსაცდელებში რომ დასახლდა უკვე გითხარი. ისე, თითოეულ მგზავრს შანსი მიეცა ვულკანური არდადეგების დროს ერთი წიგნი მაინც წაეკითხა და უფრო კარგი ადამიანი გამხდარიყო ვიდრე მანამდე იყო – ესეც დადებითი მხარე.

კიდევ შეილება დადებითი მომენტების აღმოჩენა ამ ამბებში, მაგრამ ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება. როგორმე უნდა შეაჩერონ მსოფლიოს ბოსებმა ვულკანის მოქმედება. იმის იმედად ყოფნა რომ ქალები გამომწვევად აღარ ჩაიცვამენ და კაცებს არ გარყვნიან, არ ღირს.

მე მოვიფიქრე გამოსავალი! საჭიროა ისლანდის ცენტრალურ ნაწილში აშენდეს დიდი ჭაბურღილი, რომელიც ძირამდე გაბურღავს კუნძულს, ნახვრეტიდან წყალი ამოვა და მთლიანად ჩაიძირება ისლანდია – პრობლემაც მოგვარდება.

ნაკლებად ჰუმანურია არა? რეალურად განუხორციელებელი იდეაა თორემ ისე ჩაძირავდნენ თვალსაც არ დაახამხამებდნენ. ამ ყველლაფრის შემხედვარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ადამიანის უძლურებაში ბუნების წინაშე. ადამიანს შეუძლია გამოიგონოს კომპიუტერი, გასაბერი ქალი, იარაღი რომელიც მთელ მსოფლიოს გაანადგურებს, მაგრამ არ შეუძლია ხელი შეუშალოს ბუნების ჩანაფიქრს.

ახლა კი ნახე ვიდეო და მიხვდები, რომ ნამდვილად შეიძლება დედამიწის განადგურება ადამიანის მიერ შექმნილი “იარაღით”.

არავინ

Advertisements

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. me zalian minda vulkanta axlos yofna da am silamazis naxva
    da vici, rom zalian zviri girs es siamovneba :\

    ბაბისა

    მაისი 14, 2010 at 11:06

  2. ყველა ყველა და სად ნახა მაგ შეჩვენებულმა ირანში ქალი, რომელიც მოკრძალებულად არ იცვამს და ისიც მრავალი???

    Lord Vader

    მაისი 14, 2010 at 12:11

    • ხო, ძნელი სათქმელია სად ნახა. აი, მე კი გუშინ ფოტოებს ვათვალიერებდი და მუსულმანი ქალები ვნახე ბიკინებში. http://bit.ly/91eQdu

      ჯორჯ პაიკი

      მაისი 14, 2010 at 12:40

      • როგორ არა, ირანშიც, თეირანში, არის არაორთოდოქსი, თანამედროვე ოჯახები, სადაც ქალებს ჩვეულებრივად აცვიათ. მეგობარი მყავს ირანელი და იმის ქორწილის ფოტოებში რომ ვნახე, მეც გამიკვირდა.

        კიდევ, ირანის იმ ნაწილში, სადაც ასევე არაორთოდოქსები ცხოვრობენ, მაგალითად lori tribe, იქ ქალებს ბოშებივით ჭრელაჭრულა უფრო აცვიათ და სახეც არ აქვთ დაფარული, უფლებებითაც ბევრად წინ არიან, ვიდრე ორთოდოქსი ირანელები.

        და ეს ირანელი სასულიერო პირი , ეჭვი მაქვს, მარტო მუსლიმ ქალებს არ გულისხმობდა, ამაედ ჩვენც 😉

        Katieé.Ge

        მაისი 14, 2010 at 23:30

  3. ისე, მაგის მსგავსი რამ ირანელებამდე ბევრად ადრე ჩვენმა სულიერმა ძმამ პატრიარქმა კირილე გუნდიაევმა თქვა http://bit.ly/c7vqYk

    Lord Vader

    მაისი 14, 2010 at 12:16

  4. პლაჟის ფრენბურთს რო თამაშობს რულამს.

    Lord Vader

    მაისი 14, 2010 at 13:00

  5. ჯორჯ, რა კარგად გიწერია;))
    სასიამოვნოდ წერ;)
    რაც შეეხება თემას, ისლანდია ჩემი ქვეყანაა, ბიერკის დამსახურებით, ამიტომ ძალიან შევწუხდი.. იმედია არაფერი დაემართება კუნძულის მოსახლეობას, გეიზერებს და აისბერგებს…

    rodrigo

    მაისი 14, 2010 at 13:58

  6. უი ვიდეი ძალიან მომეწონა ;))

    rodrigo

    მაისი 14, 2010 at 13:58

  7. გამოსავალი იმაშია, რომ ქალებმა გამომწვევად არ უნდა ჩავიცვათ – თორემ მიწას გული უძგერს.

    კარგი წასაკითხი იყო : )
    ის ფოტო რა საშინელია, პირველი, ამის რეალურად ნახვა არ მინდა.

    keti

    მაისი 14, 2010 at 14:10

  8. fanatizmis gamovlinebebi yvela religiur organizaciebs axasiathebs da tyupiscalivith gavs erthmaneths, thumca gansxvavebebic aris math shoris, rogoricaa xarisxobrivi agresiebi. ilia II qadagebebshi bevria religiuri nacizmis elementebi da kolaboracionistuli stsavlebebi. samoqalaqo pasuxismgebloba da thithoeuli adamianis aqtiuroba aris aucilebeli ratha fanatizmisa da agresiis gamovlinebebi aghikvethos msoflioshi zogadad da konkretulad thithoeul saxelmtsifoshi…

    gela_jvania

    მაისი 14, 2010 at 14:22

  9. იღბლიანი ჰანა!!! რა კარგ და ინფორმატიულ წერილებს ღებულობს:)

    lex tempus

    მაისი 14, 2010 at 21:51

  10. “მე მოვიფიქრე გამოსავალი! საჭიროა ისლანდის ცენტრალურ ნაწილში აშენდეს დიდი ჭაბურღილი, რომელიც ძირამდე გაბურღავს კუნძულს, ნახვრეტიდან წყალი ამოვა და მთლიანად ჩაიძირება ისლანდია – პრობლემაც მოგვარდება.”<<<:D:D:D brwyinvale ideaa.. gadavikitxe tqveni postebi vpiqrob romantikosi xart,, dzalian momwonxart.. hana dzvirpaso daapase is vinc gapasebs…
    P.S. asanti"zebra"…

    mariko

    ნოემბერი 7, 2010 at 01:48


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: