e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

სოლარიუმი

with 11 comments

გამარჯობა ჰანა!

რომ იცოდე როგორ მენატრები… სადაც არ უნდა წავიდე ყველგან შენ გხედავ. ქუჩაში მაწანწალა ძაღლი შემხვდა, დიდ, შავ თვალებში შევხედე და იქაც შენ დაგინახე, მერეღა მივხვდი, მის თვალებში მხოლოდ შიშმშილის გრძნობა ჩანდა – მეტი არაფერი.

საღამოთი რძეს ვსვავდი და შენი თოლიასავით თეთრი სხეული მომაგონდა. ხო, მართლა, რას გადაეკიდე ამ სოლარიუმს? შეეშვი რა ამ ხელოვნურ გარუჯვებს. გასაგებია, კაკაოც კარგია, მაგრამ მე რძე მირჩევნია. იმასაც ამბობენ ულტრაიისფერი სხივები მავნებელია ჯანმრთელობისთვისო.

აკვა და არომა შხეფებს ნატურალური მზის სხივები ჯობია. ხომ იცი, ადამიანები ოდითგანვე თაყვანს სცემდნენ მზეს, მაშინ როცა ისინი კერპთაყვანისცემლები იყვნენ, ახლა კი ხელოვნური მზის აბაზანები მოიგონეს და მას სცემთ თაყვანს.

ჯერ ჰორიზონტალურიო, მერე ვერტიკალური სოლარიუმი და ამის შემდეგ იმაზე დაიწყეს კამათი რომელია უკეთესი, რომლის საშუალებით უფრო სწრაფად ხდება კანის გაშოკოლადისფრება. არადა ისიც არ იციან რომ ნამზეურის სწრაფად მიღება სულ სხვა კომპონენტებზეა დამოკიდებული. მნიშველოვანია ნათურების რაოდენობა, მათი სიმძლავრე და UV-A, UV-B სხივების ურთიერთქმედება.

ზოგიერთი ყოველდღე დადის სოლარიუმში და აქამდე ისიც ვერ გაიგო რომ “ზაგარი” ქართული სიტყვა არ არის (ეს რათქმაუნდა შენ არ გეხება) და მის მაგივრად სიტყვა გარუჯვა, ასევე, კიდევ უფრო ნაკლებად გავრცელებული სიტყვის – ნამზეურის ხმარება ჯობია. თუმცა ნამზეური როგორ უნდა იხმარო ზამთარში. კარგი, მაშინ ნასოლარიუმი. (ღიმილი)

სოლარიუმის მავნებლობა ვახსენე ზევით – კანის კიბოს იწვევს თურმე, თვალებზეც უარყოფითად მოქმედებს და მასზე დამოკიდებულებას იწვევს. ერთგვარი ნარკომანი შეიძლება გახდე – ულტრაიისფერ სხივებზე დამოკიდებული, რასაც ტანორექსია ჰქვია. კიდევ სითეთრის შიში ჩნდება. წარმოიდგინე ჰანა, დილით იხედები სარკეში და შენ თავს სრულიად თეთრს ხედავ, შენ გეშინია და საწოლის ქვეშ ძვრები, ამ დროს მე შემოვალ ოთახში, მკერდში ჩაგიკრავ და დაგამშვიდებ. (ღიმილი) ბევრ ქცეყანაში 18 წლამდე ადამიანებს ეკრძალებათ სოლარიომში სიარული. შენ დიდი ხანია 18 წლის აღარ ხარ, ეს უბრალოდ ცნობისთვის გითხარი.

ახლა, ზედმეტად ცალმხრივად რომ არ გამომივიდეს იმასაც გეტყვი, სოლარიუმს დადებითი მხარეებიც აქვს.  პროცედურის დროს ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს, დეპრესია რა არის საერთოდ ავიწყდება და თავში ეგძოტიკური აზრები მოსდის.

ეგზოტიკურ აზრებს სოლარიუმი რად უნდა. ცოტაც მოითმინე, მზემ ძალა მოიკრიბოს და მის სხივებს მივუშვიროთ მკერდი ზღის ნაპირას შეზლონგზე წამოწოლილებმა. გახსოვს ბავშვობაში კოკო შანელით რომ გაშინებდნენ? ხოდა, ისიც იცოდე, კოკო შანელს მიუძღვის დიდი წვლილი ფრიდრიხ ვოლფის მიერ მოგონილი აპარატის პოპულარიზაციაში. (სოლარიუმის აპარატზე მოგახსენებ.)

ვზივარ და ვიღიმი, მაგარი ხარ ჰანა, მაინც როგორ მოიფიქრე სოლარიუმში წიგნის კითხვა?!

კარგად, ჩემო ჭკვიანო გოგონა.

არავინ

Advertisements

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. mmm
    hana fotoebs ar gigizavnis xolme? gvanaxe 😀
    hoda
    solariumshi wignis wakitxva kide tvalebs gaufuchebs, gadaeci
    kiara
    es dgeebi aqtiurad vfiqrob solariumze ^^

    ბაბისა

    მაისი 17, 2010 at 11:03

  2. სოლარიუმში წიგნს როგორ კითხულოობს :დ ააააა :დ :ლოლ:

    პ.ს. კოკო შანელით როგორ აშინებდნენ? მოვა და სუნამოს დაგასხამსო, თუ მოვა და მოგიტაცებსო? ფანტაზია არ მყოფნის :ლოლ:

    kevana

    მაისი 17, 2010 at 17:52

  3. მე ვარ სასწაული თეთრი :))) ვერაფრით ვირუჯები და სოლარიუმში ცოცხალი თავით არ შევდივარ, ხოოდა ასე ვისმენ უმრავ სულელურ ხუმრობას ჩემი კანის ფერზე 🙂

    Lalena

    მაისი 18, 2010 at 11:59

  4. ხოო, სოლარიუმი 😦
    ოკ. არ წავალ, რამდენჯერაც წავსულვარ (2 თუ არა 3 ხელის თითი მეყოფა დასათვლელად), ისიც საკმარისია 😀

    Katieé.Ge

    მაისი 18, 2010 at 12:12

  5. p.s. და ბოდიში, შეიძლება უადგილოდ ვკითხულობ, მაგრამ ამ ბლოგზე დიდი ხანი არაა რაც შემოვიხედე:)
    ჰანა ნამდვილი ადამიანია თუ ვირტუალური ადრესატია მხოლოდ? 🙂

    Katieé.Ge

    მაისი 18, 2010 at 12:12

  6. დაუჯერე, ჰანა, დაუჯერე!!! 🙂 ნუ აყვები სულელურ და მავნე მოდურ ჩვევებს:)

    lex tempus

    მაისი 19, 2010 at 22:32

  7. ჰაჰ.
    ჰანა საერთოდ შემოვა და წაიკჳთხავს ნეტავ ამას???

    “ამ დროს მე შემოვალ ოთახში, მკერდში ჩაგიკრავ და დაგამშვიდებ.”
    საყვარელიიი :**

    სოლარიუმში სულ სამჯერ ვარ ნაყოფი ზედიზედ და მორჩა, მეტი არასოდეს მივალ. არაფერი მომსვლია, უბრალოდ ვერ გავრუჯე და გავბრაზდი. ისე კი დეპრესიაზე მართლა დადებითად მოქმედებს.

    Kate

    მაისი 20, 2010 at 03:37

    • ცუდი ნათურები იქნებოდა:)
      ჩემი მეგობარი დადის და საღამოს ექვსის მერე ხელის ცეცებით ვეძებ ხოლმე…

      lex tempus

      მაისი 23, 2010 at 16:07


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: