e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

სიტყვებზე მეტი

with 10 comments

ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ, სხვა დანარჩენისთვის კალიგრამი არსებობს.

დღეს, როგორც ყოველთვის, შენზე ვფიქრობდი, შენზე და ჩვენს მომავალზე. ყრუ – მუნჯების ქორწილში მიმავალი მუსიკოსის ფიქრები მომდიოდა თავში. მუსიკოსის, რომელსაც ვერ გაეგო თუ რა უნდა გაეკეთები ქორწილში, სადაც ქორწილის ყველა სტუმარი ყრუ –მუნჯი იქნებოდა – რა აზრი ექნებოდა მის მიერ შესრულებულ მუსიკას?! მერე, ბუნდოვან და გაურკვეველ მომავალზე ფიქრს შევეშვი და პიკასოს მოპარული ნახატზე ცნობების კითხვის წყალობით ჩემთვის სრულიად უცნობი მხატვარი აღმოვაჩინე, რომელიც ნახატებს საბეჭდი მანქანის საშუალებით ქმნიდა. ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ადამიანმა მრავალი ათასწლეულის წინ დაიწყო ინფორმაციის გრაფიკულად გადმოცემის გზების ძიება. პირველ მცდელობას კლდეებზე შესრულებული ნახატები წარმოადგენს. ასეთი პიქტოგრაფიული ნამუშევრების უძველესი ვარიანტები აღმოჩენილია დევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ჩინეთში.

შემდეგ პიქტოგრამამ ევოლუცია განიცადა და გაჩნდა იდეოგრამა. იდეოგრამა არის გრაფიკული სიმბოლო და გამოხატავს მთელ სიტვას, საგანს, იდეას. დიდი ხნის მანძილზე პიქტოგრამა და იდეოგრამა ერთობლივად გამოიყენებოდა ინფორმაციის გადმოსაცემად. ამის კარგი მაგალითია მაიას ტომების გრაფიკული წერილები.

წლების განმავლობაში იდეოგრამამაც განიცადა ცვლილება და უფრო აბსტრაქტული ხასიათი მიიღო. უკვე მნიშვნელოვანი აღარ იყო საგანი და მისი განმომხატველი გრაფიკული სიმბოლო ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსი ყოფილიყო.

დაახლოებით ჩვ. წ. ა – მდე III – II ათასწლეულის მიჯნაზე დაიწყო გრაფიკული ნიშნების ბგერით გადმოცემა. ამავე პერიოდში შეიქმნა ანბანი, რომელის შექმნაც შუმერებს უკავშირდება.

ანბანის შექმნის მერე კი დაიწყო კალიგრაფიის (kali – ლამაზი, gramma – წერილობითი ნიშანი) გაუმჯობესება. იმის გამო, რომ საუკუნეების მანძილზე ადამიანს ხელით უხდებოდა დიდი მოცულობის ტექსტების გადაწერა, მისმა დონემ განვითარების მაღალ მწვერვალებს მიაღწია. სამაგიეროდ მე მაქვს საშინელი კალიგრაფია. მე–11 კლასშიც კი მასწავლებელმა “უ” და “ბ” ასო  გამომიწერა პირველკლასელივით, იმდენად საშინლად ვწერდი. (ღიმილი)

თუ რამე არ ავურიე ეს იყო დამწერლობის განვითარების მოკლე ისტორია. ყველაფერი კი იმიტომ დავწერე რომ კალიგრამის შესახებ გითხრა.

ტერმინი კალიგრამი პირველად ფრანგმა პოეტმა, გიიომ აპოლინერიმ იხმარა. იგი ორი სიტყვის შერწყმით წარმოიქმნა – კალიგრაფია და იდეოგრამა. (შენ უკვე იცი თუ რას ნიშნავს კალიგრაფია და იდეოგრამა. )

მართალია ტერმინი გვიან გაჩნდა, თუმცა ჩვ. წ. აღ – მდე III საუკუნეში უკვე იქმნებოდა კალიგრამის ნიმუშები. ის პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, შუასაუკუნეების ევროპაში და მეტ – ნაკლებად ახლაც პოპულარული, მაგრამ არც ისე ცნობილი და გავრცელებულია.

საბეჭდი მანქანის გამოგონებამ კი ახალი შტრიხები შემატა გრაფიკულ პოეზიას. კალიგრამის სხვადასხვა სახეობა გაჩნდა. მხატვარმა, რომელზეც ზემოთ გითხარი, საერთოდ არ ხმარობდა ასოებს და მხოლოდ დეფისით, წერტილით და სხვა მსგავსი ნიშნებით ქმნიდა ნახატებს საბეჭდ მანქანაზე. ეს ინგლისელი მხატვარი არის  Dom Silvester Houedard.

მხატვრის სხვა ნამუშევრები შეგიძლია ნახო აქ. კიდევ უამრავი ადამიანის დასახელება შეძლება რომლებიც კალიგრამებს ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან, მაგრამ არ ჩამოვთვლი.

ტატიანა მანკოვას ნამუშევრები არის აქ.

ახლა ჩემ ნახლაფოთარ კალიგრამებს გაჩვენებ:

შენ რომ ქოლგა არ დაგრჩენოდა სახლში, ალბათ, ამ კალიგრამას ვერ შევქმნიდი.

ამას კი მხოლოდ ტოტალიზატორში მოთამაშე ადამიანი გაიგებს. ბილეთში მარტო ერთი თამაში რომ დარჩება “დასასმელი”, ის ერთი თამაშიც თავიდან სასურველი შედეგით რომ წავა, მაგრამ….

აქ კი ცოტა წავიპლაგიატე. ზუსტად ასეთი კონსტრუქციის კალიგრამი ვნახე სხვის მიერ შესრულებული, მე უბრალოდ სიტყვები შევცვალე. ის ნამდვილად ზუსტად გამოხატავს ჩვენს მდგომარეობას – თან ახლოს ვართ და თან ერთად არ ვართ. ხოდა თუ წავედით ზღვაზე, ვუცქიროთ მზის ჩასვლას, სველ სილაზე კალიგრამები ვხატოთ და კიდევ ის ვაკეთოთ რასაც ვერც სიტყვებით და ვერც კალიგრამით ვერ გადმოსცემს ადამიანი.

არავინ

Advertisements

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. oi oi
    me musikosma damainteresa yru-munjebis qorwilshi
    naxatebic sainteresoa,

    ბაბისა

    მაისი 20, 2010 at 14:26

  2. კარგი პოსტია : )
    ახლა ეს გამახსენდა – ერთ ფორუმზე ვნახე. ადრე თავადაც “დავხატე” ასე, უსიტყვებოდ.. ჰოდა, რაკი გამახსენდა, აქაც დავდებ, იმედია სწორედ გამოჩნდება.

    მუსიკოს : )

    (\__/)
    (=’.’=)
    E[:]|||||[:]3
    (“)_(“)

    keti

    მაისი 22, 2010 at 00:28

  3. “უ” და “ბ” როგორ არიან???

    Kate

    მაისი 22, 2010 at 23:19

  4. და ჯორჯ პაიკი არავინ არ არის? ანუ განა არავინ არ არის, როგორ არ არის, მაგრამ აი არავინის სახელის ქვეშ ჯორჯ პაიკი არის? თუ, კი არადა, ისა პოსტი კი კარგია, თან ყველა, მაგრამ რა ვუყრო ამ ცნობისმოყვარეობას? :))))

    Lalena

    მაისი 23, 2010 at 13:34

    • რამე უნდა მოვუხერხოთ მაგ ცნობისმოყვარეობას. :)) მაგრამ როგორ? რომ გითხრა ჯორჯ პაიკი არავინ არის მეთქი, საიდუმლოს გამხელა გამომივა, რომ გითხრა ჯორჯ პაიკი და არავინ სხვადასხვანი არიან მეთქი, მაშინ ტყუილი გამომივა, არადა მე არც ერთის გაკეთება მინდა და არც მეორის. სიმართლე კი ის არის, რომ მე არც არავინ ვარ და არც ჯორჯ პაიკი. :)))

      ჯორჯ პაიკი

      მაისი 23, 2010 at 20:21

  5. სიმართლე უარესი ინტრიგული აღმოჩნდა :))

    Lalena

    მაისი 24, 2010 at 11:39

  6. momewona 🙂

    kevana

    მაისი 29, 2010 at 19:26


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: