e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ნატიფი

with 7 comments

გამარჯობა ჩემო ნატიფო!

სომერსეტ მოემის რომანს ვკითხულობდი, “მთვარე და ექვსპენიანი”, წიგნში ერთი ჩვეულებრივი ფრაზა შემხვდა: ნატიფი, სამხედროსავით დამახასიათებელი ზიზღით წარმოსთქვაო. ვისთვის ჩვეულებრივი, ჩემში კი ამ წინადადებამ მეხსიერებაში მოგონებები ამოატივტივა. ახლა შევეცდები მოგონებებიდან ერთი ტივი შევკრა და ერთად გავცუროთ ზღვაში. მესაჭე მე ვიქნები, შენ წინ დამიჯექი და ასე ვიცუროთ. (ღიმილი)

თავიდანვე ვიტყვი რომ სიტყვა ნატიფი ძალიან მიყვარს. ნატიფი – კარგად ჟღერს, მე ასე მესმინება. ნატიფი –ლამაზად გამოკვეთილი, მშვენიერი, მოხდენილი, ფაქიზი, – ასეა განმარტებული ეს სიტყვა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობისას, ვარჯიშის დროს, სამხედრო ნაწილიდან ქუჩაში გამოვდიოდით მთელი ასეული და სამხედრო დისციპლინის დაცვით, მწყობრად დავრბოდით. ქუჩაში, ერთ–ერთ შენობას პატარა აბრა ეკეთა, რომელზეც “ნატიფი ხელოვნების სკოლა” ეწერა. სიტყვა ნატიფი დიდი, დანარჩენი კი შედარებით მცირე ზომის ასოებით. ამიტომ ყოველთვის მიხაროდა იმ ქუჩაზე ჩარბენა. ჯერ სამი ის, რომ სამხედრო ნაწილიდან გარეთ გადიოდი, “გრაჟდანზე”, მეორე ის რომ გოგონებსაც შეათვალიერებდი და პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ნატიფი, ამ საოცარი ასოთწყობის ამოკითხვა კიდევ ერთხელ შემეძლებოდა.

ეს ის ცნობილი სკოლა არ არის, პარიზში, ლუვრის მოპირდაპირედ რომ დგას და საინტერესო არქიტექტორებს ზრდის, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი ნატიფი შენობა შემატეს პარიზს, ბოზ–არტის (Beaux-Arts) სტილის სახელით ცნობილი. ის შენობა მუდამ დაკეტილი იყო, მაგრამ ჩემთვის აბრაზე “ნატიფი”–ს დანახვა მაინც ერთგვარი შვება იყო სამხედრო სამსახურის მოსაწყენი და ძალზედ უხეში ცხოვრების სტილიდან გამომდინარე.

ასე რომ ჩემთვის სრულიად გასაგებია, თუ როგორი ინტონაციით იტყვის ნამდვილი სამხედრო პირი სიტყვას, ნატიფი. რომელ სინატიფეზეა საუბარი როცა ოფიცერი ავიაგამანადგურებლის მიერ დაბომბვას სილამაზეს უწოდებს. ადამიანი პროფესიის მიხედვით იცვლება, და ეს ნორმალურიცაა. ასევეა სამხედროც, ისიც იცვლება, განსაკუთრებით ომის შემდეგ.

ახლა ერთ ფილმზე მოგიყვები. ეს არის ორენ მოვერმანის ფილმი “მაუწყებელი”. (“The Messenger”) კოტია ფოსტალიონი ხომ გახსოვს? (ფილმი “მე, ვხედავ მზეს”) გამწარებული, სოფლის კრებაზე წერილებით სავსე ჩანთას რომ დააგდებს ძირს და ღმერთს შესთხოვს, ჩამოდი დედამიწაზე და შენ თვითონ დაარიგე წერილები, აღარ მინდა მე ფოსტალიონობა და სოფლელებისთვის მათი შვილების ფრონტზე დაღუპვის ცნობების მიტანაო. მოგეხსენება ამერიკელები პრაგმატული ხალხია, ისინი ღმერთის დედამიწაზე ჩამოსვლას ვერ დაელოდებოდნენ და ამიტომაც პენტაგონში სპეციალური განყოფილება შექმნეს (Casualty Notification), რომლის ამოცანაც ომში დაღუპული ამერიკელი მებრძოლების შესახებ მათი ოჯახის წევრებისათვის და ნათესავებისათვის ინფორმაციის დროულად შეტყობინებაა. სწორედ ამაზეა მოვერმანის ფილმიც.

ფილმის მთავარ გმირებს, კაპიტან ტონის (ვუდი ჰარელსონი) და სერჟანტ ვილის (ბენ ფოსტერი) მეტად რთული მისიის შესრულება უწევთ. დამეთანხმები ადვილი არ არის კარზე დაკაკუნება და მშობლისთვის იმის თქმა, რომ მისი შვილი დაიღუპა. ამასთან ერთად საჭიროა წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციის დაცვა, მაგალითად ჯობია კარზე დააკაკუნო, თორემ ზარად შეიძლება რაღაც მხიარული მელოდია იყოს. ასევე პირდაპირ უნდა უთხა – ის დაიღუპა, ან მოკვდა. არ შეიძლება თქვა, ჩვენ ის დავკარგეთ, რადგან ეს ორაზროვანი ნათქვამია. აკრძალულია დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრს ხელით შეეხო. მოკლედ, მაუწყებლები, რომლებთაც ამერიკელებმა “სიკვდილის ანგელოზები” უწოდეს, დიდი პროფესიონალიზმით და მე ვიტყოდი მკაცრი სინატიფით ასრულებენ თავიაანთ საქმეს.

ფილმში, ერთ–ერთი დაღუპული მეომრის ქვრივი, სერჟანტს ასეთ ამბავს უყვება: ერთხელ კარადა გავაღა, საიდანაც პერანგი (ქმრის) გადმოვარდა. მე მას ვუსუნე. საშინელი სურნელი ჰქონდა. საზიზრარი. ეს არც ქალის სურნელი იყო, არც სასმელის, არც თამბაქოს კვამლის. მას სიბრაზის, გაღიზიანების სუნი ასდიოდა… და შიშის. მას იმ ადამიანის სუნი ასდიოდა, როგორ ადამიანადაც ის იქ იქცა.

აი, ხომ გეუბნებოდი ომი ცვლის ადამიანს მეთქი. ამით ჩვენი ცურვა დამთავრდა. კარგად ჩემო ლამაზად გამოკვეთილო.

არავინ

Advertisements

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რა საინტერესოდ ყვები, მომინდა ფილმის ნახვა 🙂

    Lalena

    მაისი 24, 2010 at 11:43

  2. :))

    rodrigo

    მაისი 24, 2010 at 12:37

  3. yochaR 🙂

    fiqro

    მაისი 24, 2010 at 12:41

  4. ხო, სამხედრო პირი სხვა შეგნებისაა, უფრო უხეშია თითქოს, მძიმე ცხოვრება მოქმედებს მათზე.. თუმცა, გამონაკლისებიც არის ხო… სამხედროც ადამიანია და მასაც აქვს ზოგადი შინაგანი სტერეოტიპი : )

    არავინ წერს კარგად :დ

    პ.ს. ლოოოლ, ბოზ–არტი … რა კალამბურია :დ :დ :დ კინაღამ სიცილით დავიხრჩვი კითხვისას…

    kevana

    მაისი 24, 2010 at 16:12

  5. momwons me aravin : )

    pirveli da mesame foto ❤

    Natalia

    მაისი 25, 2010 at 14:18

  6. მომწონს ეს წერილები…
    ნატიფი მართლა ლამაზად ჟღერს, ნატიფად 🙂

    სამხედროების მიმართ ყოველთვის არასასიამოვნო განცდები მიჩნდება, ბავშვობიდან ასეა…
    და პირველი ფოტო მაგარია, პატარა გოგოს სხეული ლაპარაკობს 🙂

    keti

    მაისი 25, 2010 at 20:35

  7. მე ვარ 🙂

    გვანცა ბუაძე

    ივლისი 12, 2014 at 02:39


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: