e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ასანთი “ზებრა”

with 16 comments

გაზქურა ავანთე, ჩაიდანით წყალი ავადუღე, ჩაი დავასხი ორ ფინჯანში, შაქარი ჩავყარე, (უშაქრო ჩაის რა გემოს ატან?) ორივე ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. სკამზე დავჯექი, ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლს სული შევუბერე და შენი ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლს შევურიე – ჩვენი ჩაის ორთქლები ერთმანეთს შეხვდა. (ღიმილი) რადგან მე ბევრჯერ შევუბერე სული ორთქლს, უფრო მალე გაცივდა ჩაი და შენი ჩაის ორთქლი, რომელიც უფრო ცხელი იყო, (რადგან არავინ უბერავდა სულს) უფრო მაღლა ავიდა ვიდრე ჩემი ჩაის ორთქლი – ჩვენი ორთქლები ერთმანეთს დაშორდნენ.

ჩაის სმის დროს ასანთის კოლოფი მეჭირა ხელში და ვათამაშებდი. ჰაერში ვაგდებდი და ვცდილობდი მაგიდაზე ვერტიკალურ მდგომარეობაში დამეყენებინა, თან კოლოფის შიგნით ასანთის ღერების ჩხრიალს ვუსმენდი – მიყვარს ეგ ხმა.

ამავდროულად კოლოფზე გამოხატულმა ზებრამ მიიქცია ჩემი ყურადღება. რა უნდა ზებრას ასანთის კოლოფზე? – მაშინვე ეს კითხვა გამიჩნდა. ან აქამდე როგორ არ მიფიქრია ამის შესახებ.

ზებრის გარშემო დიდი კამათია ატეხილი, ვეღარ გაურკვევიათ იგი შავია თეთრი ზოლებით თუ პირიქით. მაგ კითხვაზე ერთი გონებამახვილური პასუხი მაქვს გაგებული: შავკანიანებისთვის ზებრა შავი ცხოველია თეთრი ზოლებით, თეთრკანიანებისთვის კი თეთრი – შავი ზოლებით. მეტაფორების მოყვარულები ზებრას ადამიანის ცხოვრებას ადარებენ და მის შავ–თეთრ ზოლებს, ადამიანის ცხოვრებაში არსებულ ცუდ და კარგ პერიოდებს უკავშირებენ. მეც მომწონს მსგავსი შედარება. ისიც არ უნდა დაგავიწყდეს რომ ზებრის სხეულის მოხატულობა უნიკალურია და არ მეორდება, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. ყველა ადამიანის ცხოვრებაც განსხვავებულია ერთმანეთისგან და ამ მხრივაც ჰგავს ზებრის შავ–თეთრი ზოლების განლაგებას. პესიმისტები იმასაც ამბობენ: ზებრას ყოველთვის ერთით მეტი შავი ზოლი აქვსო – ვეთანხმები, თუმცა მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

დავუბრუნდეთ კითხვას – რა უნდა ზებრას ასანთის კოლოფზე? თავიდან მეგონა რომ თავად ზებრის “ფილოსოფიური ხასიათიდან” გამომდინარე იქნებოდა ასანთის კოლოფზე. ასანთიც ხომ ანთებამდე ღია ფერისაა, მერე კი იწვება და შავდება, ანუ თეთრ ფერს მოსდევს შავი ფერი. არის რაღაც ლოგიკა? მეგობრაბსაც ვკითხე: ერთმა მითხა ზებრა ჩემთვის სიცხესთან ასოცირდება და ასანთზეც შეიძლება მაგიტომ ხატიაო, მეორემ მითხრა, ალბათ, ასანთის გამომშვები ფაბრიკის დირექტორსაც ჩემსავით ძალიან უყვარს ზებრებიო.

ინტერნეტში ვცადე უფრო ზუსტი პასუხის მოძებნა, მაგრამ ბევრს ვერაფერს მივაგენი. ერთი ის გავიგე, რომ მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქში არსებული ასანთის ფაბრიკა უშვებს ზებრებიან ასანთს ბულგარეთის დაკვეთით. ხო, სხვათაშორის მაგ ფაბრიკაში თურმე გაბრაზებული პენსიონერები რეკავენ შემდეგი ტექსტით: გუშინ მაღაზიაში ასანთი შევიძინე, დავთვალე და კოლოფში 42 ღერი აღმოჩნდა, მაშინ როცა მეზობლის კოლოფში 46 ღერი იდო… (წესით და რიგით კოლოფში 45 ღერი უნდა იდოს.)

ასანთის შექმნის ისტორიასაც გადავხედე და მივხდი: ზებრის ასანთის კოლოფზე ყოფნის ასახსნელად განსაკუთრებით ღრმა აზრების ძიება უაზრობა. მარტო ზებრა კი არა? ასანთის კოლოფზე უამრავი რამის ნახვაა შესაძლებელი, შენ მარტო წარმოიდგინე: ცხოველები, ფრინველები, თვითმფრინავები, ადამიანები და ა.შ. ფილატელისტი კი ვიცოდი მაგრამ ვინმე ასანთის კოლოფებსაც თუ აგროვებდა არ მეგონა, ამ ყველაფერს ფილუმენია ეწოდება.

წითელი თავუკა რომ აქვს ასანთს ეგეთი მომწონს მე. შენს ცოტა ხნით წითურად შეღებილ თმებს მაგონებს, ჩემო ჰანა, ჩემო ასანთის ღერო. (ღიმილი) ადამიანი ასანთის ღერი – ანუ რას ავანთებდი ერთხელ ანთება რომ შემეძლოს?  ნერონი ამაზე დაუფიქრებლად გაგცემდა პასუხს: ის რომს შეენთებოდა. მე კი გეტყვი რომ შენ წაგიკიდებდი ცეცხლს და სანამ ჩავიფერფლებოდით ერთად ვივლიდით…

პ.ს. ასანთის ღერის სევდა – და რა ძნელია იყო ასანთის ღერი, და კბილის საჩიჩქნად გამოგიყენონ.

არავინ

Advertisements

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. აჰათ, მშვენიერია 🙂

    ისე, ზებრას კიარა რატო ზოლებად აჭრელებულ ვეფხვს არ ნახავს კაცი, და მაშინ ასანთს ზებრა კიარა სედრა ერქმევა :დ (დედაჩემმა იყიდა ეგეთი, სახლში რომ მოიტანა, მერე დახედა და უი სედრა ყოფილაო, ლოლ)..

    ჩვენში დარჩეს და ეს ცხოვრება დიდი უცნაური რამაა: უშაქრო ჩაიც დავაგემოვნე უკვე : (

    kevana

    ივნისი 1, 2010 at 01:59

  2. ასეთ კარგ პოსტებს ავტორი სახელად არავინ არ უნდა ჰყავდეს, ცოტა გულდასაწყვეტია 😐
    პ.ს პოსტს, რომ ჩავიკითხე ემოციებით ავივსე და ბოლოს ხელმოწერამ – არავინ, ყველაფერი ჩაკლა. მაგრამ ეტყობა ეს არავინის მოსაწონია, რა გაეწყობა…

    მაკა ასათიანი

    ივნისი 1, 2010 at 03:09

  3. vaiii
    asantis gerobis kbilis sachichqnad gamoyeneba ra sacodaobaa martla :\

    ბაბისა

    ივნისი 1, 2010 at 15:54

  4. აბა ზებრისა და ცხენის ნაჯვარს რა ჰქვია ვინ იცის?

    rodrigo

    ივნისი 1, 2010 at 17:42

  5. ასანთის ღერი რომ ამხელა პოსტს დაგაწერინებს
    თან ასეთი შესანიშნავი და საინტერესო შესავლით

    არ შეიძლება რომ პატივისცემის გრძნობა არ გაგიჩნდეს 🙂

    Taa

    ივნისი 2, 2010 at 12:06

  6. აი ასანთის კოლოფზე ასეთი რომანტიული პოსტის დაწერა თუ შეიძლებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი :))
    რისპექტ! 🙂

    Katieé.Ge

    ივნისი 3, 2010 at 23:50

  7. arasodes vifqirebdi ratom axatia asntis kolofs zebra , arc amdeni versia vicodi zebris ferebze, dzalian kargi postebi gaqvs axla ramdenime gadavikitxe :))))

    kopalla

    ივნისი 4, 2010 at 13:43

  8. მაგ ასანთზე იუვე მახსენდება მე პირადად 🙂

    xissunianisaxli

    ივნისი 4, 2010 at 21:41

  9. საინტერესო პოსტები გაქვთ 🙂

    ლიტერატორი

    ივნისი 5, 2010 at 12:38

  10. ზებრისა და ასანთის წერილი მგონი გამორჩეულია, ძალიან მომეწონა.
    ასანთის ღერის სევდა : )

    მე ასანთის ღერებით სახლების გაკეთება მიყვარდა, მერე სულს ვუბერავდი და ძალიან ლამაზად ინგრეოდა : )))

    keti

    ივნისი 5, 2010 at 20:41

  11. არაჩვეულებრივი პოსტია, როგორც ადრე კლავიატურაზე დაწერილი პოსტი.
    კიდევ ჩანგალზე.
    და ნუ მოკლედ, ძალიან ნიჭიერი ხარ.

    ყოჩაღ.

    Kate

    ივნისი 6, 2010 at 20:59

  12. gamarjobat 🙂 me dges gavicani es blogi 🙂 maxsovs rom odesgac mec davinteresdi tu ratom exata zebra asantze 🙂 versiebi momewona 🙂 kargi postebi gaqvs, momewona 🙂

    mari

    იანვარი 10, 2011 at 15:54

  13. გამარჯობა მარი. 🙂 მიხარია თუ მოგეწონა, ისიც მახარებს რომ სხვაც ფიქრობს იმაზე, რაზეც მე.

    ჯორჯ პაიკი

    იანვარი 21, 2011 at 00:55


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: