e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

მე–13 პაემანი

with 11 comments

დღეს ჩვენი მე–13 პაემანი მინდა გავიხსენო. შენი ორიგინალური იდეები ყოველთვის მაოცებს, მაგრამ ტყის სიღრმეში, ბეწვის ხიდზე, შეხვედრა მაინც განსაკუთრებული იყო. ახლაც რეალურად ვგრძნობ იმ ადგილას გამეფებულ გარემოს. უცნაური ადგილი აღმოჩნდა, უცნაური და ამავდროულად ცოტა ფანტასტიკურიც. ჯერ მარტო ისეთი ჩუმი ხმაური იდგა ირგვლივ.

იცი რას მაგონებს ეგ სიჩუმე? წარმოიდგინე რომ ჰოლივუდში გადაღებულ ისტორიულ ფილმს უყურებ, სპეცეფექტებით და ყველა იმ დეტალით რაც მსგავსი სიუჟეტის ფილმს სჭირდება. საბრძოლო ბატალიების დროს კი ცოტა ხნით კადრი გააჩერე და ყური მიუგდე – უამრავ ხმას გაიგონებ!

ხმლების ჭახა–ჭუხს, ცხენების ჭიხვინს და ფლოქვების თქარათქურს, მეომრების ქოშინს, ყვირილს, ვაის, უის, კვნესას, დაჭრილი მებრძოლების სხეულიდან შადრევანივით ამოხეთქილი სისხლის ხმას, სისხლის მიწაზე დინების ხმას… აი, იმ უდაბურ ადგილასაც ზუსტად ეგეთი სიჩუმე იყო. პაუზის ღილაკზე თითის დაჭერა და ყველაფერი ერთნაირად ახმაურდებოდა. მაგრამ გადავრჩით. (ღიმილი)

მაშინ შენ ერთ მომენტში მკითხე – რაზე ფიქრობ? – მე გიპასუხე: არაფერზე მეთქი. ვიცრუე. არ მინდოდა სასიამოვნო დუმილი დამერღვია. სამაგიეროდ ახლა გაგიზიარებ ჩემ იმდროინდელ ფიქრებს.

ბედისწერაზე და შემთხვევითობაზე ვფიქრობდი ჰანა. ტორტონ უაილდერის (Thornton Wilder) წიგნი გამახსენდა – The Bridge of San Luis Rey. მოთხრობა პერუს მთებში ხიდის ჩანგრევით იწყება, რასაც ბერი შეესწრო, რომელიც ბედის წყალობით ხიდის ჩანგრევამდე ორიოდე წუთით ადრე გაჩერდა იქვე ახლოს – სულის მოსათქმელად. უბედურ შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბერმა კი გადაწყვიტა მათი წარსულის შესახებ ფაქტები შეეგროვებინა და შეძლებისდაგვარად დაედგინა თუ რატომ მაინცადამაინც ის ადამიანები და არა სხვები. რა იყო ეს, შემთხვევითობა თუ ბედისწერა?

ხიდზე იმას ვფიქრობდი, ჩვენი ერთმანეთთან შეხვედრა ბედისწერა იყო თუ შემთხვევითობა. რატომ არ ჩაინგრა მაშინ ხიდი როცა ჩვენ გავიარეთ? და თუ ჩაინგრეოდა რა იქნებოდა ამის მიზეზი?

ამ თემზე სხვა დროსაც მიფიქრია. ალბათ, ხვდები რომ პასუხის გაცემა ადვილი არაა. თვითონ წიგნი კი ძალიან საინტერესოა და გირჩევ წაიკითხო. ავტორს ნაშრომისთის პულიცერის პრემია მიანიჭეს და ასევე აღიარებულია ამერიკული ლიტერატურის კლასიკურ ნაწარმოებად. წიგნის თავიდან – ბოლომდე გააზრება არც ისე ადვილი საქმეა. მასში ვერც ცალსახა პასუხებს მიიღებ დასმულ კითხვებზე. მე საკმაოდ ადრე წავიკითხე და კარგად აღარც მახსოვს. ბოლოს ერთ ნაწყვეტს მოვიტან წიგნიდან:

А скоро и мы умрем, и память об этих пятерых сотрется с лица земли; нас тоже будут любить и тоже забудут. Но и того довольно, что любовь была; все эти ручейки любви снова вливаются в любовь, которая их породила. Даже память не обязательна для любви. Есть земля живых и земля мертвых, и мост между ними – любовь, единственный смысл, единственное спасение.

არავინ

Advertisements

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გული ამიჩუყდა … მეც მიფიქრია მაგაზე (თუმცა წიგნი წაკითხული არ მაქვს, увы), მაგრამ საბოლოო დასკვნა ვერ გამომიტანია : )
    ფიქრობ, რომ სადმე უნდა შეჩერდეს ადამიანი? სადმე რომელიმე აზრზე,..

    kevana

    ივნისი 6, 2010 at 01:31

    • ძნელია საბოლოო დასკვნის გამოტანა. აზრებს რაც შეეხება, მგონია რომ პრინციპულ საკითხებზე უნდა შეჩერდე.

      ჯორჯ პაიკი

      ივნისი 6, 2010 at 02:17

  2. ჰაა რა ფატალისტი ხარ :)) ჰანა კიდევ დიდი მისტიკური ვინმე ჩანს 🙂

    Nina Gorecki

    ივნისი 6, 2010 at 02:44

  3. bჭეშმარიტებას სიცოცხლეში ვერ მივაგნებთ, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გახდება ყველაფერი ცხადი…
    აქ მხოლოდ უნდა ვიაზროვნოთ და ვიჭირბოროტოთ…
    13 ჩემი ციფრია 😉

    rodrigo

    ივნისი 6, 2010 at 19:14

  4. amaze mec dzaliajn vevri mifiqria, da mainc mgonia rom bedisweria mabavia da isic mjere , rom shemtxvevit araferi xdeba arasdros,
    vkargad adaminebs , rom vipovot sxva adaminebi.
    bewvis xidze shexvedra kargi iyo 🙂
    bev rameshi mepareba echvi magram “любовь, единственный смысл, единственное спасение.”amashi ara :))
    sainteresod wer, me momwons :))))

    kopalla

    ივნისი 7, 2010 at 13:00

  5. არ ახვიდე მე-13 სართულზე.
    არ გაჩერდე მე-13 ნომერში.
    არ წახვიდე მე-13 პაემანზე.

    Lord Vader

    ივნისი 7, 2010 at 16:39

    • ესე იგი შენ ფიქრობ რომ მე–13 პაემნამდე უნდა მოაგვარო ყველაფერი. :))

      ჯორჯ პაიკი

      ივნისი 7, 2010 at 19:02

  6. ვერ ვიტან ასეთ კომენტარებს რომ ტოვებენ, მაგრამ მიყვარს ეს ბლოგი და რა ვქნა :))

    ნან

    ივნისი 7, 2010 at 20:16

  7. პაემნებს ვითვლი, ამერია სათვალავი :)))))) 13-ც იქნებოდა აბა სად წავიდოდა 🙂 წიგნმაც დამაინტერესა, არ მინდა სიკვდილის შემდეგ ვინმეს დავავიწყდე მალე, და ჩემს შესახებ არაფერი ახსოვდეთ. არ ვცდილობ რაღაც სასწაულების შექმნას იმისთვის რომ ვინმეს დავამახსოვრდე, უბრალოდ ვცდილობ ხშირად ვაკეთო ის რაც მიყვარს და იმისთვის ვინც მიყვარს 🙂

    მისტიკურად წერთ მისტერ ჯორჯ, მხიბლავს 🙂

    ლიტერატორი

    ივნისი 9, 2010 at 22:16

  8. me ar wamikitxavs eg wigni magram dzalian saintereso chans me vfiqrob rom adanisni ragac zgvarze unda gacherdes.

    anastasia

    ივლისი 20, 2010 at 15:11


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: