მჟავე კიტრი და შთაგონება
ერთხელ მეც შევალ კაფეში, პატარა მაგიდასთან დავჯდები, ორ ესპრესოს შევუკვეთავ და დაველოდები სანამ ვიღაც მოვა, წინ დამიჯდება და რამე საინტერესოს მომიყვება, მე ჩუმად მოვუსმენ. ზუსტად ასე იქცევა ჯიმ ჯარმუშის გმირი ფილმში “კონტროლის ზღვარი”. ერთ ასეთ ეპიზოდში კი უცნობი ასეთ სიტყვებს ამბობს:
ინსტრუმენტები, რომლებიც ხისგან არიან დამზადებულნი, მუდმივად გამოსცემენ ხმებს – რეზონირებენ. მათ თავისი მახსოვრობა აქვთ. ყველა ბგერა, რომელიც კი გაჟღერებულა მათივე მეხსიერებაში ინახება.
სანამ ესპრესოს დავლევ, მანამდე სახლში ვიჯექი, მჟავე კიტრს ვჭამდი და შთაგონებაზე ვფიქრობდი. საიდან მოდის შთაგონება? როდის მოდის? რატომ მოდის? რატომ მიდის? საერთოდ შთაგონების შესახებ განსხვავებული აზრები არსებობს. ძველ ბერძნებს მუზების სჯეროდათ, მუზების რომლებიც მათთან მივიდოდნენ (მიფრინდებოდნენ) და ისინიც ამ დროს ხელოვნების განსაკუთრებულ ნიმუშს შექმნიდნენ. ქრისტიანობაში შთაგონების წყაროდ ხვთიური ძალებს თვლიდნენ.
ამ მოსაზრებების მისამართით საწინააღმდეგოს ვერაფერს ვიტყვი, ალბათ, ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება შთაგონების მობრძანება. აი, მაგალითად მოცარტი, როცა მუსიკას ქმნიდა წვერს არ იპარსავდა, რადგან ეგონა რომ მუზები მის წვერში იბუდებდნენ.
ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი შეეცადა ადამიანის ცნობიერების მოდელი შეექმნა. მისი აზრით, ადამიანის ცნობიერებაში იდეები რეზონანს და ასოციაციებს იწვევენ, რისი პროვოცირება ერთ სიტყვასაც კი შეუძლია. როგორ რეზონანს და ასოციაციებს გამოიწვევს ესა თუ ის სიტყვა ადამიანში, ეს უკვე კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ბოლო ხანს ერთმა შემთხვევამ გამაკვირვა, როცა მეშახტის გაგონებაზე წარმოვიდგინე ადამიანი, რომელსაც თავზე სპეციალური ჩაფხუტის მაგივრად, შლაპა ეხურა, შლაპაზე კი ციცინათელა ჰქონდა მიმაგრებული. (ღიმილი)
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ადამიანის გონება მუსიკალურ ინსტრუმენტს ჰგავს, შთაგონება მასზე დამკრელს, იდეები კი აჟღერებულ მუსიკას. ახლა არ მითხრა დამკრელები ვინღა არიანო. “დამკვრელი” შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: რაიმე ფრაზა, წიგნი, მუსიკა, ფილმი, ფოტო, ნახატი,უცნაური ან ჩვეულებრივი ამბავი, ბუნებაში გასეირნება, მოკლედ ყველაფერი ის რასაც ძლიერი გრძნობის და შთაბეჭდილების გამოწვევა შეუძლია. სულ ესაა შთაგონების მოქმედების პრინციპი.
მთავარი კი მაინც “ინსრუმენტია”. (რომელიც შენს მეზობელს საერთოდ არ აქვს) კარგად აწყობილი “ინსტრუმენტისათვის” კი შემეცნებაა აუცილებელი. ბევრი ინფორმაციის შესრუტვა. ბევრი გრძნობები. ამ ყველაფერს გონაბა თავისით აფორმატებს და ერთ მთლიან ინსტრუმენტად გარდაქმნის, რომლის კეთებაც დაუსრულებლად მიმდინარეობს, სანამ ადამიანი ცოცხალია.
შენი არ ვიცი, ჩემო ჰანა, და მე ვისურვებდი რომ ჩემი “ინსტრუმენტი” ფორტეპიანო იყოს – შავი ან წითელი. პრინციპში საქსაფონიც კარგი ვარიანტია, თუნდაც საყვირი, ან ფლეიტა, გიტარა, ვიოლინოც კარგია, მაგრამ ფორტეპიანო სულ სხვაა.
თუ ყველაფერი ლოგიკურად ვერ დავაკავშირე, არაუშავს, ხშირად შთაგონებაც ალოგიკურია ხოლმე.
პ.ს. მადლობა მჟავე კიტრს შთაგონებისათვის.
da ramxela mnishveloba aqvs ra da vin iqneba shtagoneba
ras da vis airchev, shenc masshi ireklebi
🙂
ბაბისა
ივნისი 18, 2010 at 11:50
მართალი ხარ, დიდი მნიშვნელობაა აქვს. სად მჟავე კიტრი რომ იქნება შთაგონების წყარო და სად კიდე… 🙂
ჯორჯ პაიკი
ივნისი 18, 2010 at 12:46
კარგია, მომეწონა
Dv0rsky
ივნისი 18, 2010 at 16:08
მეც ფორტეპიანოს ავირჩევდი 🙂
ისე დაკვირვებული ვარ, შთაგონება ინფორმაციულ ვაკუუმში რომ ვარ მაშინ უფრო მოდის, გონება ,შლაკებისგან’ მეწმინდება ხოლმე
Nina Gorecki
ივნისი 18, 2010 at 19:25
გონების ინფორმაციით დაფორმატება ხდება სწორედ შენს ბლოგზე და დიდი სიამოვნებით ვარესტარტებ ხოლმე შემდგომ ცხოვრებაში 😉
“ხვთიური” თუ “ღვთიური”? არ გისწორებ, უბრალოდ მეც დავინტერესდი…
ჰანა ფილოსოფოა, მგონი…
rodrigo
ივნისი 18, 2010 at 19:26
ღვთიური ყოფილა სწორი ფორმა. შემისწორე ხოლმე, მერე რა. 🙂
ჯორჯ პაიკი
ივნისი 19, 2010 at 10:12
;)) უნებლიე შიში:D
rodrigo
ივნისი 19, 2010 at 15:06
ხომ ვთქვი, იღბლიანია–მეთქი ჰანა:)
lex tempus
ივნისი 18, 2010 at 23:04
დიდი მადლობა მჟავე კიტრს :დ
kevana
ივნისი 18, 2010 at 23:26
I decided to film something… A movie, nobody would understand. Crazy and boring movie for crazy people. If you have no whiskey to drink. If you have no friend to talk with. If you have no girl to fuck. If you have no book to read. If you have no TV to watch some Jerry Springer. If you have nothing to lose. If you have nothing to do. ABSOLUTELY nothing to do. Than you can watch this movie. Go on. Enjoy.
Jim Jarmusch
Lord Vader
ივნისი 19, 2010 at 01:15
მართალი ხარ, ყველაფერი რასაც ვხედავთ, ვგრძნობთ – იწვევს შთაგონებას.
ჭურჭელივით ვართ – ვივსებით, ვივსებით და როგორც კი პირთამდე ავივსებით, გადმოედინება ყველაფერ მანამდე განცდილის ნაზავი – ვისთვის რა სახით, როგორც ეხერხებათ – იქნება ეს ბგერები, სიტყვები, ფერები თუ სხვა…
🙂
keti
ივნისი 19, 2010 at 21:17
“აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ადამიანის გონება მუსიკალურ ინსტრუმენტს ჰგავს, შთაგონება მასზე დამკრელს, იდეები კი აჟღერებულ მუსიკას. ახლა არ მითხრა დამკრელები ვინღა არიანო. “დამკვრელი” შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: რაიმე ფრაზა, წიგნი, მუსიკა, ფილმი, ფოტო, ნახატი,უცნაური ან ჩვეულებრივი ამბავი, ბუნებაში გასეირნება, მოკლედ ყველაფერი ის რასაც ძლიერი გრძნობის და შთაბეჭდილების გამოწვევა შეუძლია. სულ ესაა შთაგონების მოქმედების პრინციპი.”
შთამაგონე =)
anastassya
ივნისი 25, 2010 at 16:06
rodis iqneba axali postiiiiiii??? 😦
sofo
ივლისი 6, 2010 at 11:09
ეს ვინ დაწერა? არავინმა თუ ჯორჯ პაიკმა? რა ვქნა ძველმა ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა :))) ძალიან საინტერესო პოსტი იყო და ძალიან დამაფიქრებელი.
ფორტეპიანო! შავი და თეთრი კლავიშებიდან მილიონობით ფერის ბგერები იღვრება _ ასე, რომ ფორტეპიანო 🙂
Lalena
ივლისი 8, 2010 at 11:49
არავის ეკუთვნის ეს წერილი, დავიწყებია ბოლოში თავისი სახელის მიწერა.
ჯორჯ პაიკი
ივლისი 8, 2010 at 18:42
შეგიძლია შეუკვეთო,მოვალ ;>
hdfdhdh
ნოემბერი 22, 2012 at 13:57