გოჭი ადიბასი

უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ზუსტად ფილმის ნახვის შემდეგ წავაწყდი ამ სურათს ინტერნეტში.
ესეც მკაცრი რეალობა, რისგან გაქცევასაც ცდილობდნენ ფილმის გმირები. ასეა, პატარა თევზები (თითქმის) ყოველთვის დიდი თევზის მუცელში ხვდებიან.
ხო, მართლა, თევზის მუცელზე გამახსენდა. ცოტა ხნის წინ ხელში ჩამივარდა (არ მკითხოთ როგორ) წერილი, რომელიც თურმე ზვიგენის მუცლიდან ამოღებულ ბოთლში აღმოჩენილა. აი, ეს წერილი:
გამარჯობა
დიდი დრო გავიდა რაც შენთვის წერილი აღარ მომიწერია. თავი წერილებით ამევსო. იმედია მაპატიებ. შენც უნდა გამიგო. არ მიყვარს როცა მიბრაზდები. მართალია მე ეგეთიც მიყვარხარ, მაგრამ მაინც. ამიტომ თავი დაანებე გაბრაზებებს და საკუთარი თავიდან კატაპულტირებას.
დღეს გასტრონომიულ–ფილოსოფიურ თემაზე გესაუბრები. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მთხოვა გოჭების კასტრაციაში დავხმარებოდი. მინდა გითხრა, რომ აქამდე მსგავს საქმიანობაში შემჩნეული არ ვყოფილვარ, (ღიმილი) მაგრამ უარი მაინც ვერ ვუთხარი. ავდექი და წავედი. მივედი თუ არა, კასტრირების პროცედურაც დაიწყო. “ქირურგი” გადამდგარი ვეტექიმი გახლდათ, ულვაშებიანი. მართალია დილა იყო, მაგრამ უკვე გადაკრული ჰქონდა. ჩემი მოვალეობა, მიწაზე განრთხმული გოჭის უკანა ფეხებით დაჭერაში გამოიხატებოდა. საწყალი ცხოველი, კაფკას “პროცესის” პერსონაჟის მსგავსად ვერ გაეგო თუ რა დააშავა და რა გვინდოდა მისგან, ამიტომ ხმამაღლა ჭყიოდა. აღარ მოგიყვები ლანცეტზე, სისხლებზე და სხვა რაღაცეებზე, უბრალოდ გეტყვი, ყველაფერი ჩემს თვალწინ, ოც სანტიმეტრში ხდებოდა.
როგორც იქნა მოვრჩით და ხელში შეგვრჩა ოთხი დაკოდილი გოჭი და რვა ცალი ყვერი. გაგიკვირდება და წინ უარესი მელოდა. ეს უარესი კი ტაფაში შემწვარი ყვერები იყო, რომელიც უნდა გვეჭამა. (ღიმილი) თუმცაღა არც ისეთი ცუდი გამოდგა როგორც ერთი შეხედვით მეგონა. გემრიელი იყო, ნამდვილი დელიკატესი. (რა ფუ, გემრიელი იყო მეთქი.) “ქირურგიც” საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ბევრჯერ თქვა: არ გავაკეთე კარგი საქმე, მაგრამ რას ვიზამო. თურმე “ინტელექტკლუბის” მოყვარული ყოფილა. სულ ზეპირად იცოდა მოთამაშეების გვარები. ბოლო “ბროლის ბუ”–ზე ყველა ერთსულოვნად შევთანმხდით რომ მაგარია და დავიშალეთ.
მწუხრისას ხელში ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი “ადიბასი” ავიღე და კითხვა დავიწყე. რომანის დასაწყისში სიტყვა ადიბასის განმარტების წაკითხვისთანავე, რაც ყოველივე ყალბს, სუროგატს ნიშნავს, გოჭები გამახსენდნენ – გოჭი ადიბასი, გოჭი რომელიც ღორი რომ გახდებოდა დედალ ღორებში უნდა ევლო, ახლა კი იგი ამას ყვერების არქონის გამო ვეღარ გააკეთებს. წიგნში მოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვითარდება. ქვეყანაში ომია, წიგნის გმირები კი არაადეკვატურად მოქმედებენ, ისე იქცევიან, ვითომც არაფერი არ მომხდარა. კითხვის დასრულების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ადიბასის პერსონაჟები, მიუხედავად იმისა რომ მთელი რომანის დროს მხოლოდ სექსზე ფიქრობენ და ჟიმაობენ, ისინი მაინც გოჭ ადიბასებად რჩებიან. ცუდი კი ის არის, რომ ისინი მხოლოდ წიგნის პერსონაჟები არ არიან. ნეტა ვინ შეჭამა ჩვენი ყვერები?
სულ ეს იყო ჩემო ჰანა. ახლა ამ წერილს ავიღებ, ბოთლში ჩავდებ და ზღვაში მოვისვრი. მაინც გინდოდა ვინმეს ასე რომანიკულად გამოეგზავნა წერილი და აჰა, აგისრულდა ოცნება. სანამ ჩემზე გაბრაზებული იქნები, მანამდე სულ ასე გამოგიგზავნი წერილებს. კარგად.
არავინ
დაუჯერებელია პირდაპირ, არავინს ვერსად ვერ გავექეცი.
მდააა…
“ღია ზღვის” ყურება რამდენი ხანია,მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი…
“ადიბასი” კი არ წამიკითხავს
lex tempus
ივლისი 12, 2010 at 21:36
ნანახი მაქვს ეგ ფილმი 🙂 მძიმეა ნამდვილად, კი კამათობენ მაგრამ მერე რიგდებიან და ერთმანეთზე ზრუნავენ 🙂 თუმცა უკვე გვიანია
litterator
ივლისი 12, 2010 at 23:16
lol – გოჭი ადიბასი :)))))
პ.ს. ოჰ ეს ჰანა, რამ გააბრაზა ? :)))
მაკა ასათიანი
ივლისი 12, 2010 at 23:29
“ღია ზღვა” ჩემი “ინტუიციით” :)) ცუდად უნდა მთავრდებოდეს, ამიტომ არ ვნახავ, კოშმარების მეშინია 😦
“ადიბასი” არ წამიკითხავს და გოჭების ისტორია არ მომეწონა :((
Lalena
ივლისი 13, 2010 at 10:28
“თავი წერილებით ამევსო”…ნეტავ ყველა წამაკითხა… 🙂
sofo
ივლისი 13, 2010 at 16:12
რა კარგია, ჰანა რომ ბრაზობს ხოლმე და შენ ასეთ წერილებს წერ : ))
ადიბასის სიუჟეტი ადრეც მიამბეს, მაგრამ წაკითხული დღემდე არ მაქვს, საერთოდ ბურჭულაძე არ მაქვს წაკითხული
ეხა შვებულებაში წასაკითხ წიგნებს ვაგროვებ და ღირს რომ ვიყიდო? როგორ იკითხება?
Nina Gorecki
ივლისი 14, 2010 at 10:52
ბოდიში, გვიან გპასუხობ, კომპიუტერი ჩემგან შორს იყო.(ან მე ვიყავი შორს)
ზაზა ბურჭულაძის წიგნებზე იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ კარგად იკითხება. ყიდვა ღირს თუ არა ეგ უფრო ძნელი სათქმელია, მგონი 17 ლარი ღირს, რაც ნამდვილად ბევრია. მე ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე.
ჯორჯ პაიკი
ივლისი 21, 2010 at 16:44
ეე 17 ლარად პელევინს ვიყიდი და ყავისთვის ხურდაც დამრჩება, უნამუსოები ეგენი 😦 😀
Nina Gorecki
ივლისი 21, 2010 at 17:58
მაგ ფილმის ყურება არ ღირს იშვიათი სირობაა.
ჯობდა დაგეწერა ფინალი და ხალხი ტყუილად არ უყურებდა 🙂
მე დავწერდი, მაგრამ არ მინდა ბოროტად ვისარგებლო არამოდერირებული კომენტარის უფლებით 🙂
@Nina Gorecki
ზაზა ბურჭულაძე საუკეთესო ქართველი მწერალია დღეს.
http://wp.me/sBTza-epilogue
ნუ ვინც წაკითხული მაქვს იმათ შორის ყოველ შემთხვევაში.
P.S.
აკა მორჩილაძე წაკითხული მაქვს 🙂
Lord Vader
ივლისი 15, 2010 at 12:28
ზაზა ბურჭულაძე საუკეთსო ქართველი მწერალი? ჰოი საოცრებავ! სამგზის ჰოი…
თუ ეგ საუკეთესო მწერალია, მაშინ მე აღარ მსურს ვიყო ადამიანი, გამიშვით წვიმად : ) გამიშვით მეთქი!
პოსტს რაც შეეხება: საინტერესოა, აჰმნ… :დ
kevana
ივლისი 19, 2010 at 20:48
მე მაქვს ეგ ფილმი ნანახი და დამრთგუნა საკმაოდ.
ისე ამბობენ ეგ მხატვრული კი არა, დოკუმენტური ფილმიაო.
Kate
ივლისი 24, 2010 at 00:37
jorj
ai sul daikarge ra
babisa
აგვისტო 3, 2010 at 16:15
ადიბასს თუ გოჭთან ვინმე დააკავშირებდა, არ მეგონა 🙂
საწყალი გოჭები.
ეს ფილმი კი არ ვიცი..
keti
აგვისტო 3, 2010 at 23:12
ახალ პოსტზე კომენტარის დასაწერი გრაფა ვერ ვიპოვე..
გამიხარდა შენი დაბრუნება 🙂
keti
სექტემბერი 25, 2010 at 22:23
კომენტარები გამორთულია. მადლობა.
ჯორჯ პაიკი
სექტემბერი 26, 2010 at 00:52
მე არ ვიცი, ვინ არის ეს მწერალი, ან შეიძლება ვიცი და აღარ მახსოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილა.
Sophie SUNNY Golden
სექტემბერი 27, 2010 at 17:00