e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ქალი ჟირაფი

with 10 comments

ჟირაფი

იცით თუ არა, რომ ადამიანის კისერი ძვალის 7 მალისგან შედგება? ძალიან კარგი თუ იცით, და ჟირაფს რამდენი კისრის მალა აქვს? შეგახსენებთ რომ ჟირაფი სიმაღლეში 5.5 მეტრამდე აღწევს, აქედან კისრის სიგრძე 1.5 მეტრია.  ვერ გამოიცანით? მაშინ მე გეტყვით:  ჟირაფს, ისევე როგორც ადამიანს შვიდი კისრის მალა აქვს.

ამ ეგზოტიკური ცხოველის შესახებ ძველადაც იცოდნენ ევროპაში. პირველად რომის იმპერატორ ცეზარს ჩამოუყვანია ჟირაფი ეგვიპტიდან რომში. უფრო მოგვიანებით კი ფლორენციის მთავარმა, ლორენცო მედიჩიმ (1449 – 1492) გადაწყვიტა იგივე გაეკეთებინა. იმ პერიოდში ფლორენციისთვის მეტად აქტუალური იყო ეგვიტესთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, რისი საშუალებითაც ფლორენციაში ეგვიპტური საქონელი პირდაპირ შევიდოდა სხვა შუამავლების გვერდის ავლით. ხელშეკრულების ერთ–ერთი პუნქტი გახლდათ ჟირაფის ჩაყვანა ფლორენციაში, მის სანაცვლოდ კი ეგვიპტის სულთანი კაიტ ბეი, საფრანგეთში გაქცეული სულთნის, რომის პაპის ზედამხედველობის ქვეშ გადასვლას ითხოვდა.  ჯემ უმცროსი, კაიტ ბეისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა და მისი განეიტრალება ამ გზით მოხერხდებოდა, ერთი ჟირაფი კი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ლორენცო მედიჩი საფრანგეთის დედოფალ ანას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, თან ჟირაფსაც დაპირდა. (ალბათ ლორენცოსთვის ჟირაფის ცოტა ხნით ნახვაც საკმარისი იყო სიამოვნების მისაღებად.) მოკლედ, საქმე გაიჩარხა, გაქცეულმა სულთანმა რომში ამოყო თავი – ჟირაფმა კი ფლორენციაში. ქალაქის ქუჩებში გრძელკისერა ცხოველის გამოჩენას მოსახლეობის მხრიდან დიდი მხიარულება მოყვა. თუმცა ეგზოტიკური ცხოველის ევროტური ფატალურად დასრულდა. სანამ მას დედოფალი ანა იხილავდა, მანამდე მისი მომვლელების დაუდევრობის გამო ჟირაფმა კისერი მოიტეხა და მოკვდა. იქ რა, ჟირაფს მოკლე კისერი აქვს და მოტეხვა გაუჭირდებოდა თუ რა.

_მესმის რომ ჟირაფი თავისი გრძელი კისრით ეგზოტიკურ და_ ლამაზ ცხოველად ითვლება, მაგრამ მიანმაში მცხოვრები ტომის, პადაუნგის მამრობითი სქესის წარმომადგენლებს რატომ მიაჩნიათ უსაშველოდ გრძელი კისერი სილამაზედ? მიაჩნდეთ სილამაზედ, რა ჩემი საქმეა, მაგრამ ქალებზე მაინც იფიქრონ…

პადაუნგის ტომის ქალებს, ტრადიციის თანახმად, ადრეული ბავშვობიდან უწევთ კისერზე რკინის რგოლების დამაგრება, დროთა განმავლობაში კი რგოლების დამატება, რადგან მთელი ცხოვრება ყელზე რგოლებ ასხმული სიარული საგრძნობად ზრდის მის სიგრძეს. გინესის რეკორდების წიგნში სწორედ ამ ტომის წარმომადგენელია შესული, რომლის ყელის სიგრძეც 40 სანტიმეტრია. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, ხშირად კი კისრის სიგრძე 25 – 30 სანტიმეტრის შუალედში მერყეობს. ხანგრძლივი დროით რგოლების ტარება კისრის კუნთების ფუნქციის მოშლას იწვევს. ეს კარგად იციან მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა და ამას სათავისოდ იყენებენ. ცოლის ღალატის შემთხვევაში მათ რგოლებს ხსნიან კისრიდან, გაწვრილებული კისერი თავის დაწოლას ვეღარ უძლებს და მოღალატე ცოლი იღუპება.

_

ეგზოტიკური სანახაობა მარტო ძველ ფლორენციელებს არ უყვარდათ. პადაუნგის ტომის ქალების სანახავად ბევრი ტურისტი ჩადის ყოველწლიურად. აქედან გაჩნდა გამოთქმა: ქალი ჟირაფი თუ არ მოვა შენთან  – მაშინ შენ უნდა მიხვიდე მასთან. მე კი ვხუმრობ, მაგრამ ფაქტია, ეს ქალბატონები ძალიან ცუდ დღეში არიან.

სხვათაშორის რგოლების გარეშეც შეიძლება კისრის დაგრძელება, ამისთვის არსებობს სპეციალური ვარჯიშები გოგონებისთვის:

  • შეეცადეთ ყურებით მხრებს შეეხოთ, ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ.
  • თავი მაქსიმალურად უკან გადაწიეთ, მაღლითა ტუჩით დაბლითა ტუჩი გადაფარეთ, მერე თავი წინ გადაწიეთ და ნიკაპით მკერდს შეეხეთ. ეს მოძრაობა გაიმეორეთ 4–6 ჯერ.
  • ნელი მოძრაობით ამოძრავეთ თავი მარცხნივ და მარჯვნივ, 4–6 მოძრაობის შემდეგ იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მკვეთრი მოძრაობებით 8–10 ჯერ.
  • მიაბრუნეთ თავი მარცხნივ, შემდეგ მაღლა ასწიეთ 4 – ჯერ. ასევე მარჯვენე მხარესაც.
  • ატრიალეთ თავი საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით. 8–10 მოძრაობა.

ამ ვარჯიშებით გინესის რეკორდების წიგნში ვერ შეხვალთ, როგორც ყველაზე გრძელი კისრის პატრონი, მაგრამ თუ ბევრს მოინდომებთ არაფერია გამორიცხული.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 17, 2009 at 00:39

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. :დ კისრის დაგრძელება არ მინდა, მაგრამ ეს ვარჯიშები კითხვის პარალელურად შევასრულე და კარგადაც გავერთე:)) ეგ ქალები კი ძალიან მეცოდებიან, დისქავერიზე ვუყურე მაგათზე და დავითრგუნე. ვიცი, რომ ბავშვობიდან უკეთებენ და ყოველ წელს თითოს ამატებენ, მარა ის კი აღრა მახსოვს, არ აქვთ უფლება რომ არ გაიკეთონ რგოლები? :\ ჰოდა ჟირაფი ძალიან მიყვარს ❤

    ბაბისა

    სექტემბერი 17, 2009 at 10:38

  2. [URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s44.radikal.ru/i104/0909/19/869aaa7f77be.jpg[/IMG][/URL]

    ბაბისა

    სექტემბერი 17, 2009 at 10:38

  3. მოვკვდები თავბრუსხვევით ეგ ვარჯიშები რომ გავაკეთო 😛

    ვისთვის რა არის სილამაზი ეტალონი, რას გაიგებ.. ამ ქალებზე კი ბევრი მსმენია, ხშირად აჩვენებენ სიუჟეტებს ტვ-ში.

    Natalia

    სექტემბერი 17, 2009 at 19:47

  4. ამ ქალებზე კი ვიცოდი, მაგრამ ღალატის შემთხვევაში დასჯის მეთოდის შესახებ ახლა გავიგე. ჰმ, გამოდის, ყველაზე ერთგული ცოლები პადაუნგელებს ჰყავთ? 🙂
    ახლა იმას ვფიქრობ, ჟირაფს კისერი როგორ წაამტვრევინეს 🙂
    ლამაზია და თვალებიც სევდიანი აქვს, რაღაცნაირი ..

    keti

    სექტემბერი 17, 2009 at 20:03

  5. am Jirafis shemxedvare მადაგასკარის ჟირაფი გაამხსენდა, :))

    tatusi

    სექტემბერი 19, 2009 at 18:35

  6. me iyvars grzel kisera qalebi,lamasebi arian…
    ogond ara maincdamainc padaungis tomelebi,zogadad…

    nastasia

    სექტემბერი 21, 2009 at 14:47

  7. vaime eg rgolebi ra sashinelebaaa. magat mteli sicocxlis ganmavlobaSi atareben, imitom rom kiseri turme dzalian sustia.

    Katten Försvann

    სექტემბერი 21, 2009 at 19:20

  8. au kisris varjishi ert erti kvelaze sasiamovno procesia, ragacnairad ro ichimeba da mere dundeba xolme
    ai qveda suratis qalebze kide magrad vikaife, neta ar aprotestebdnen mag rgolebs? 😀

    tatushka55

    სექტემბერი 22, 2009 at 14:22

  9. 😀 au ra magari varjishebia

    maroo

    აპრილი 23, 2010 at 15:27

  10. რგოლების მოშორებით ქალები არ იღუპებიან, არც კისრები ტყდებათ :))))

    Sali

    ნოემბერი 3, 2012 at 17:51


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: