e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

მე, ყველაზე მაგარი ვარ!

with 14 comments

ცოტა ხნის წინ, ამერიკის თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში უჩვეულო ნიშნები გამოჩნდა. იდეა მეტად ორიგინალურია – ქუჩებში მხოლოდ საგზაო ნიშნების, რეკლამების და აბრების არსებობას ახალისებს.

ჰანა, მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი” გახსოვს? მგონი მანდ არის ხომ, ქალაქის მცხოვრებლებს ყველაფერი რომ ავიწყდებათ და მაგის საწინააღმდეგოდ ხეს აწერენ ხეს, კედელს – კედელი, სახლს – სახლი და ა.შ. ოკეანის გაღმა ქალაქების ქუჩებში გაჩენილმა ნიშნებმა სწორედ ეს გამახსენა. გაბრიელ გარსია მარკესი ნამდვილად არაფერ კავშირში ქუჩებში ახალი ნიშნების დადგმაში, მაგრამ არც რეალური ავტორია ცნობილი. trustocorp – აი, ამ სახელით მოქმედებს ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. ისინი ამბობენ რომ მათი მიზანია ხალხს ღიმილი მოჰგვარონ და სასურველია თუ ცოტაც დაფიქრდებიანო.

წარმოიდგინე, ჩვენთანაც გააკეთეს მსგავსი რამ და ფეხით მოსიარულე “მაგარმა ტიპმა”, – რომელიც “ქემელ ლიგის” და მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია გრძელ დინსტანციაზე გადაფურთხებაში, ასევე ყველა იმ ნიშნით არის კბილებემდე შეიარაღებული რაც აუცილებელია “მაგარი ტიპობისთვის”, – დაინახა წარწერა: “შენ არ ხარ მაგარი ტიპი”, როგორ გგონია რას იზავს? ალბათ, მივა და ზედ საკუთარ “კლიჩკას” ამოკაწრავს “ბაბაჩკის” წვერით.

მერე რა, თუკი ნიუ–იორკში არ ვცხოვრობ და ქუჩაში სეირნობისას ვერ ვნახავ მსგავს ნიშნებს, სამაგიეროდ, თუ მოვინდომე მეც გავიღიმებ და დავფიქრდები კიდეც.

ყველაზე მეტად მომეწონა ნიშანი წარწერით: “YOU ARE NOT COOL”. ვნახე, გავიღიმე, დავფიქრდი…

1970 – იან წლებში, ა.შ.შ.–ს რადიოსადგურით გადაიცემოდა გარისონ კეილორის (Garrison Keillor) რადიოშოუ, რომელშიც საუბარი მიდიოდა გამოგონილ ქალაქ Lake Wobegon–ზე, სადაც: “ყველა ქალი ძლიერია, ყველა კაცი მომხიბვლელია და ყველა ბავშვის შესაძლებლობები საშუალოზე მაღალია”. მოგვიანებით კეილორმა წიგნიც დაწერა: “Lake Wobegon Days”, ფსიქოლოგიაში კი გაჩნდა ტერმინი – Lake Wobegon–ის ეფექტი, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავს სხვასთან შედარებით უფრო მაღალ შეფასებას აძლევს. მაგალითად, გამოკითხეს მძღოლები, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ თავს საუკეთესოდ მიიჩნევდა. გამოკითხეს მოსწავლეები, მათი უმრავლესობაც თვლიდა რომ თანაკლასელებზე ძლიერები იყვნენ. დაადგინეს რომ ადამიანს რაც ნაკლები აქვს იტელექტის კოეფიციენტი,(IQ) მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, და პირიქით – მაღალი IQ მქონე ადამიანები, უფრო სწორად აფასებდნენ თავიაანთ შესაძლებლობებს.

ფსიქოლოგების მოსაზრებით, საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა ზოგადად ცუდი არაა, თუკი ის გადაჭარბებული დოზით არ არის. ზედმეტად სრულყოფილების განცდაში კი არასლულფასოვნების კომპლექსი იმალება. არსებობს ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანი დანაშაულს სრულყოფილების კომპლექსის გამო სჩადის. (დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი” გაიხსენე და ჰიჩკოკის “თოკი”.) სირთულეების გადალახვისა და იმედგაცრუების შიშის გამო, ადამიანს ეჭვი უჩნდებ საკუთარ შესაძლებლობებში და არასრულფასოვნების განცდა ეუფლება, თუმცა ხშირად მას მაინც ჰგონია რომ სხვაზე მაგარია, და თავის პასიურობას სიზარმაცით ხსნის. (ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები.) წარუმატებლობის სხვისთვის და სხვა ფაქტორებზე  გადაბრალება ყველაზე მარტივი გამოსავალია. ასეთი ადამიანები ამბობენ: რომ არ მეზარებოდეს პრეზიდენტი გავხდებოდი. (საოცარია პირდაპირ, ნუთუ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს პრეზიდენტობა ეზარებათ?!)

ვფიქრობ, ადამიანი მუდმივად უნდა ისწრაფვოდეს სრულყოფილებისაკენ, (მერე რა, რომ ვერასდროს ვერ მიაღწევ სრულყოფილებას? მუღამიც მაგაშია!) რისთვისაც მას ზომიერი არასრულფასოვნების განცდა სჭირდება, რაც მისთვის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს.

ხო, კიდევ ერთი, სრულყოფილებისაკენ მოძრაობისთვის ჩემთვის საჭიროა “შენ” არსებობდე. სანამ გაგიცნობდი, მე ვიყავი მანქანა ბორბლების გარეშე, შენთან ურთიერთობამ კი ბორბლები შემასხა. დროებით ჰანა,  ჩემო ძვირფასო, ჩემო ბორბალო. (ღიმილი)

არავინ

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. YOU ARE NOT COOL რაღა ისეთია, უცებ ღიმილს რომ გაგიქრობს სახიდან. იქნებ ადამიანი როგორ COOL ხასიათზეა, თავსაც COOL ტიპად გრძნობს და ეს ძალიანაც სჭირდება იმ მომენტში, ან კიდევ – როგორც იქნა იგრძნო თავი ამად და უცებ, ხედავს ვიღაცის მოღერებულ თითს და… ყურებს ჩამოყრის.
    ჰოდა, რა ვიცი… : ))

    keti

    ივნისი 11, 2010 at 13:03

  2. შენს მიერ აღქმული სრულყოფილება შეიძლება სულაც არ იყოს ზოგადად (ან ვიღაცისთვის) სრულყოფილი, იმის შეგრძნება რომ ვიღაცისთვის არ ხარ სრულყოფილი გაკეთებინებს უამრავ რაღაცას, მათ შორის დანაშაულსაც :)) შეიძლება კარგი რაღაცეებიც აკეთო არ არის აუცილებელი არასრულყოფილების კომპლექსის გამო მხოლოდ ცუდი რაღაცეები აკეთო 🙂

    litterator

    ივნისი 11, 2010 at 13:31

  3. 🙂
    So what, If I’m not cool? So, let it be, i don’t care 🙂

    kevana

    ივნისი 11, 2010 at 15:39

  4. უფრო პოზიტიური წარწერები დაენანათ? 🙂

    Nina Gorecki

    ივნისი 11, 2010 at 15:53

  5. მე მომწონს ეს წარწერები 🙂

    xissunianisaxli

    ივნისი 11, 2010 at 20:31

  6. პირველმა წარწერამ შემაშინა :)) თითქოს ქულობა ისჯება :))))

    mariefille

    ივნისი 12, 2010 at 00:21

  7. რომ არ მეზარებოდეს, სამყაროს გადავარჩენდი.

    Lord Vader

    ივნისი 12, 2010 at 02:05

  8. ამ ფსიქოლოგებს ჰგონიათ, რამე ახალი თქვეს??? ფშუტე და სავსე თავთავის შედარება ჩვენთან პირველ კლასშივე ისწავლებოდა, მაგრამ ვიღას ახსოვს??:)

    lex tempus

    ივნისი 12, 2010 at 11:06

  9. ჯორჯ
    ნიჭიერებაზე ის გაფეტიშებული ფრაზა გულს მირევს.
    ჩემი ნება რომ იყოს, ყველგან გამოვაკრავდი “შენ ზარმაცი ხარ”, “შენ არ ხარ ნიჭიერი” “შენ აზროვნება გეზარება” და ა.შ.
    გული მწყდება ეს ბლოგი თავიდანვე რომ ვერ აღმოვაჩინე, ამ არდადეგბზე უნდა ჩავუჯდე და ჩაგიღრმავდე 😉
    ფინალი Genial ! 😉

    rodrigo

    ივნისი 12, 2010 at 13:25

  10. ho ai xorblis magalitze vambob xolme me sul da carieli tavtavis magla yofnaze da aqac igivea am lake wabegonis efeqtisas.
    aseti warwerebi aqac minda iyos, saxalisoa

    babisa

    ივნისი 12, 2010 at 15:46

  11. საინტერესო პოსტია : )

    leqsebi

    ივნისი 24, 2010 at 21:33

  12. ნეტავ თბილისის ქუჩებშიც იყოს ეს წარწერები. რა კარგი იქნებოდა. რამდენ ადამიანს ჩაახედებდა გულსა და გონებაში…
    მაგრამ ჩაახედებდა რო??? საკითხავიც ესაა…

    ბოლო აბზაცი ძალიან მომეწონა. ძალიან საყვარლები ხართ შენ და ჰანა.

    Kate

    ივლისი 10, 2010 at 17:45

  13. dzalzed sainteresoa.

    anastasia

    ივლისი 20, 2010 at 15:28

  14. vgijdebi shenze ..

    mari`a

    ნოემბერი 20, 2012 at 19:32


დატოვე კომენტარი