e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ლურჯი მთვარე

with 19 comments

ლურჯი მთვარე

ჩემი ბრალი ნამდვილად არაა ასე ძალიან რომ მომწონს ეს სურათი – მეტად ლამაზი ფერია. კომპიუტერის “დესქთოფზე” მიყენია ახლა და ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები პოსტის წერას, როდის ჩავკეცავ ბრაუზერს და როდის დავტკბები მისი ცქერით.

ინგლისურენოვან ქვეყნებში ხმარობენ გამოთქმას: “Once in Blue Moon”, რაც იმას აღნიშნავს რომ ესა  თუ ის ფაქტი ძალიან იშვიათად, პრაქტიკულად არ ხდება. ხატოვნად კი შეიძლება ასე ვთარგმნოთ: “სანამ ვირი ხეზე ავა”. მაგრამ ზოგჯერ მთვარე მართლა ლურჯდება, ამიტომ გამოთქმა, “სანამ ვირი ხეზე ავა” არ გამოგვადგება, რადგან ვირი მგონი მართლა ვერასდროს ვერ ავა ხეზე. სამაგიეროდ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ ნათქვამი ფრაზა მისი ოპოზიციონერების მისამართით, მან კი თავისი გადადგომა არ გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა: (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ზუსტ ციტატას ვერ ვიხსენებ) ჩემი გადადგომის იმედი მანამდე ნუ გექნებათ სანამ გვერდები არ აგიდგებათო.  ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ეს მონაკვეთი და ისიც კარგად გემახსოვრებათ თუ როგორ დამთავრდა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოკრძალებული აზრით, გამოთქმა “Once in Blue Moon”, უნდა ვთარგმნოთ როგორც – “სანამ გვერდები არ აგიდგებათ”. მადლობა ედუარდ შევარდნაძეს ქართული ენის გამდიდრებისთვის.

კმარა პოლიტიკა და ლურჯი მთვარის გარშემო ლიტერატურული წიაღსვლები, პირდაპირ ლურჯი მთვარის ფენომენზე გადავალ და მოკლედ გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. 1883 წელს, ინდონეზიაში ვულკანი “კრაკატაუ” ამოიფრქვა. ამოფრქვევას თან მძლავრი აფეთქების ხმა ახლდა რომელიც 600 კილომეტრის რადიუსში ყველა სულიერმა გაიგონა. ფერფლი კი ატმოსფეროს დიდ სიმაღლეებამდე გავრცელდა. ამ მოვლენამ და მასთან დაკავშირებულმა სხვა სპეციფიკურმა დეტალებმა, რომელშიც სიმართლე გითხრათ კარგად ვერ გავერკვიე, გამოიწვია მთვარის გალურჯება. ყოველშემთხვევაში დედამიწიდან ეს მეტად რომანტიული პლანეტა ლურჯისფრად გამოჩნდა. ამის შემდეგ კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა მთვარის უცნაური ფერისცვალება და როგორც სპეციალისტები ამბობენ ამდაგვარი მოვლენა გარკვეულ პერიოდებში კიდევ განმეორდება. დაველოდოთ, იქნებ ჩვენც მოგვეცეს ლურჯი მთვარის ხილვის საშუალება, რათქმაუნდა ნაკლებად ექსტრემალური სიტუაციის გარეშე.

ძირითადად, ღამით მთვარის ცქერა რომანტიულ ადამიანებს უყვართ. ერთს ვიცნობ, კარგად ვიცნობ… ის ერთი მეუბნებოდა რომ ადრე უყვარდა მთვარის ყურება. ადრე, როცა შეყვარებული იყო, ახლა აღარ არის. არა, ახლაც არის, ცოცხალია რა… მაგრამ შეყვარებული აღარ არის. ახლა ამბობს: მთვარეს ვეღარ ვუყურებ, კისერი მტკივდება მაღლა ყურებითო.

მთვარეზე და რომანტიკაზე ფილმი “ნიღაბი” მახსენდება. ჯიმ კერი მთვარეს რომ მოსწევს ახლოს, რომანტიული ვახშმის დროს პარტნიორზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ლექსების გახსენებაც შეიძლება ამ თემის ირგვლივ, მაგრამ ძნელია გაიხსენო როცა არ იცი. ლექსს მანამდე ვერ გავიხსენებ, სანამ ვირი ხეზე არ ავა.

მთლად ასეც არ არის საქმე რომ ყველასთვის რომანტიკასთან იყოს დაკავშირებული მთვარე. ბევრი მას მეცნიერული კუთხით უყურებს, მიმდინარეობს გამალებული კვლევები, მთვარეზე გაფრენები… ზოგი იმასაც ამტკიცებს რომ მთვარეზე სიცოცხლე არსებობს…

თუ ეგრეა, მაშინ ერთ მშვენიერ დღეს, მთვარის ადგილობრივი ლურჯწვერა მოსახლეობა, შეიძლება მასიურად გამოვიდნენ ქუჩებში ხელისუფლების გადასაყენებლად… აქედან, ანუ დედამიწიდან მთვარე ლურჯად გამოჩნდება, იქ, ანუ მთვარეზე, ვიღაცას “გვერდები აუდგება” და ჩვენც და მთვარის ლურჯწვერა მკვიდრნიც ვიცხოვრებთ  რომანტიულად და ბედნიერად?!

ბოლოს კი ნამდვილად დედამიწის წარმომადგენელი, თანაც წითურწვერა ვან გოგის ნახატი ლურჯ ტონალობაში.

002_03

19 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ლურჯი მთვარე არასდროს გამიგია: თეთრი მინახავს, ყვითელიც, წითელიც, მაგრამ ლურჯი არა! საინტერესო იყო.

    პ.ს. იმ ფილმს, სადაც ჯიმ კერი მთვარეს აახლოვებს, ”ყოვლისშემძლე ბრიუსი” ჰქვია. შეიძლება, ”ნიღაბშიც” არის ეგეთი სცენა და თუ შევცდი, მომიტევე (ეს კინო ბოლოს დაახ. 6 წლის წინ ვნახე და ეგეთ დეტალებშიც აღარ მახსოვს). 😛

    ჰიუსტონ

    სექტემბერი 28, 2009 at 10:02

    • “ყოვლისშემძლე ბრიუსშია” ეგ სცენა, მეც ეგრე მახსოვს.

      ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ფოტოა! ქართული ენის წინაშე შევარდნაძის ღვაწლზეც გულიანად გამეცინა. 🙂

      unaamarga

      სექტემბერი 28, 2009 at 14:28

      • რადგან ამბობთ რომ ეგ სცენა ყოვლისშემძლე ბრიუსშიაო ე.ი. მანდ არის, და გამოდის მე ავურიე 🙂

        ჯორჯ პაიკი

        ოქტომბერი 6, 2009 at 16:39

  2. yovlisshemzle briusi miyvars zaaan 😀 da yvelaferi lurji da ra magari iqneba lurji mtvare warmomidgenia, tu ramea ar gamogvaparo, mec mainteresebs rogori dasanaxi iqneba.ise neta martla lurji iyos 😀

    ბაბისა

    სექტემბერი 28, 2009 at 11:13

  3. Blue Moon – სტანდარტია ეგეთი. ბილი ჰოლიდეი მღეროდა, მაგრამ მე პირადად ჯული ლანდანის ვერსია მომწონს… და კიდევ ბობ დილანისა.

    Lord Vader

    სექტემბერი 28, 2009 at 12:21

  4. ar miyvars mtvare 😦
    ra feric ar unda iyos

    xissunianisaxli

    სექტემბერი 28, 2009 at 18:54

  5. მართლა ისეთი ლამაზი სურათია, სანამ კომენტარს ვწერ, რამდენჯერმე ავწიე ზევით და შევხედე 😀

    Natalia

    სექტემბერი 28, 2009 at 20:48

  6. orive surati momewona. d]pirvelic da bolo xom gansakutrebit!
    neta magis reproduqcia momca

    Katten Försvann

    სექტემბერი 28, 2009 at 21:49

  7. ედუარდი რამ გაგახსენა 🙂 არადა ისე კარგად “ჩაჯდა” ამ ლურჯი ნათების ქვეშ.

    ულამაზესი ფოტოა! მოვრჩები თუ არა წერას, საგულდაგულოდ შევინახავ 🙂 თან ბოლო დროს ჩემს მიერ მგონი ერთადერთი აღქმული ფერია.
    მე მიყვარს მთვარე და მისი ცქერა, შეყვარებულობის მიუხედავად. პოეზიაშიც საკმაოდ გავრცელებული სახე–სიმბოლოა…

    კარგია აქ 🙂

    keti

    სექტემბერი 28, 2009 at 22:56

  8. მმმმ
    მთვარე
    და ისიც ლურჯი…
    ჰიიყ..

    aleqsandro

    სექტემბერი 29, 2009 at 11:15

  9. ეეეე რა მაგარია :))))) მე მომეწონა ფრიად და ლურჯმა მთვარემ ჩემს ეკრანზე გადმოინაცვლა 🙂 აქამდე ნარინჯისფერი მთვარე მეყენა :))))
    [URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s46.radikal.ru/i114/0910/49/cfd117c4fb5b.jpg[/IMG][/URL]
    იმედია ჩაჯდება ეს ფოტო :))))

    kate_alukard

    ოქტომბერი 2, 2009 at 02:33

  10. ეგ მთვარეც ლამაზია 🙂 ხის კენწეროები უხდება.

    ჯორჯ პაიკი

    ოქტომბერი 6, 2009 at 16:42

  11. me vangogis mag sratis yureba mirchevnia imis lodins,rodis galurjdeba kide mtvare…

    nastasia

    ოქტომბერი 8, 2009 at 15:32

  12. 1. საინტერესო ბლოგია და კეთილი იყოს ჩემი კლავიატური აქ და წარმატებები შენ.

    2. ლურჯი არ ვიცი და ცისფერი ტონალობის მთვარე გუდაურში მინახავს ზამთრის დღეებში. ღია ცისფერი ელფერი ჰქონდა, ლამაზი იყო.

    3. ვან გოგის ეს ტილო, იშვიათი გამონათებაა, როცა ყვითელს ცოტას იყენებს.

    ეს ჩამონათვალი რა იყო არ ვიცი. მოკლედ რესპექტები 🙂 სხვა პოსტებს გადავუვლი ახლა :)))

    JoKey

    ნოემბერი 21, 2009 at 09:20

    • მობრძანდი. 🙂
      საერთოდ მთვარეც ძირითადად ყვითელ ფერს იყენებს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ისიც ვან გოგთან ერთად გადაირია. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      ნოემბერი 21, 2009 at 12:09

  13. მაგ კინოს ნიღაბი კი არა ყოვლის შემძლე ბრიუსი ქვია

    მესაფლავე

    ივლისი 2, 2010 at 16:56

  14. ise didxans ki mogiwia cda imitom rom posti arc ise pataraa….am postis avtors mivmartav:D

    kudania

    მარტი 12, 2012 at 17:51

  15. ნეტავ მართლა მოვესწრები მთვარის გალურჯებას??

    marixatridze2000

    მაისი 21, 2017 at 19:58

  16. შევარდნაძის არ ვიცი და დედაჩემი ხშირად ხმარობდა მაგ ფრაზას,,არ აუდგეს გვერდებიოოო”

    tata

    თებერვალი 24, 2018 at 05:03


დატოვე კომენტარი