e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ზომბის კოსტიუმში

with 12 comments

ზომბების პარადი”მოვა დრო, როცა ჩვენს ფანჯრებთანაც ჩაივლიან ზომბები, ან თავად თქვენ  ჩაივლით საკუთარი სახლის ფანჯრებთან, როგორც ზომბი”.

უცნობი წინასწარმეტყველი

ამ შემოდგომით შავი ყურძნის დაწურვა მომიწია, ძველი, მამა-პაპური ტრადიციის მიხედვით. საწნახელში შარვლის ტოტებ აკაპიწებული, ფეხშიშველა ჩავხტი და ყურძნის ჭყლეტვა- წურვას შევუდექი. ვწურავდი და ვწურავდი… ფეხქვეშ ყურძნის ჭყლაპუნის ხმას ვუსმენდი, თან ვწურავდი და ვწურავდი… დაწურვას რომ მოვრჩი ამოვედი საწნახელიდან და პირდაპირ ფეხშიშველმა გავიარ-გამოვიარე ეზოში. ფეხები სულ ”ჩასისხლიანებული” მქონდა წვენისგან, სარკეში შევხედე ჩემ ანარეკლს და თურმე სახეშიც შემსხმია წვეთები, ხელებიც მოთხვრილი მქონდა. მოკლედ, საპნის ოპერის გრიმიორს ნამდვილად შეშურდებოდა ისე კარგად და ბუნებრივად მქონდა  მომაკვდავი, დასისხლიანებული ადამიანის გრიმი გაკეთებული. და უცებ გამახსენდა ცოტა ხნის წინ გაზეთში ნანახი ფოტო და სტატიის სათაური – ზომბების პარადი. მერეღა გავაცნობიერე – ყურძნის წურვის დროს ”ზომბის კოსტიუმში” გამოვეწყე ძალაუნებურად და ეზოში სეირნობაც ერთგვარი პარადი გამომივიდა. ეს იყო პირველი ზომბი პარადი საქართველოში.

ჩვენი წინაპრებიც წურავდნენ ყურძენს, თავისდაუნებურად იმოსებოდნენ ზომბის კოსტიუმებში მაგრამ მათ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ანდა საიდან ეცოდინებოდათ…

დიდი დრო არ არის გასული რაც ზომბების გარშემო დაიწყო საუბარი. პირველად სიტყვა ზომბი უილიამ სიბრუკმა ახსენა თავის წიგნში ”მაგიური კუნძული”(1929 წელი), სადაც ის ჰაიტზე თავის ცხოვრებას აღწერს და გვიყვება ზომბებთან შეხვედრაზე. ჰაიტზე სჯერათ რომ თითქოს ვუდუს მაგიის ჯადოქრებს შეუძლიათ მიცვალებულის გაცოცხლება, რომელიც მთლიანად ჯადოქარს ემორჩილება. თავდ ვუდუ, როგორც რელიგიური მრწამსი, კარიბის ზღვის კუნძულებზე მას შემდეგ გაჩნდა რაც კუნძულზე ესპანეთის მმართველობის დროს დასავლეთ აფრიკიდან მონები გადაასახლეს, რომლებსაც ვუდუსი სჯეროდათ.

ამერიკაში გამოსული წიგნი მალევე გახდა პოპულარული. თვითონ ზომბი კი როგორც ცოცხალი მკვდარი, ან თუ გნებავთ მოსიარულე მკვდარი, რომლებსაც აზროვნების უნარი არ გააჩნიათ, სხვა წიგნების მთავარ გმირებად იქცნენ, მათზე დაიწყეს ფილმების გადაღება. უფრო მოგვიანებით, შემდეგში მეტად ცნობილი რეჟისორის, ჯორჯ რომეროს მიერ გადაღებულმა ფილმებმა ზომბების შესახებ, კიდევ უფრო პოპულარული გახადა ისინი. დღეისთვის უამრავი ფილმი არსებობს სადაც ზომბების გარშემო ვითარდება მოვლენები. (ზომბებზე ფილმების ყურება შეგიძლიათ აქ) ერთ-ერთი ბოლო ფილმი ზომბებზე სულ ახლახანს გამოვიდა კინოეკრანებზე – ”ზომბილენდი”  კომპიუტერული თამაშები გაინტერესებთ ზომბებზე? რამდენიც გინდათ იმდენია. დღეისთვის იწერება წიგნები სადაც ზომბების ურთიერთსიყვარულია მოთხრობილი. 2009 წელს გამოიცა პაროდია ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის რომანისა ”სიამაყე და ცრურწმენა”. წიგნის პაროდიულ ვერსიაში სიუჟეტი ზომბების ირგვლივ ვითარდება. (Pride and Prejudice and Zombies). თანამედროვე ინგლისელმა მხატვარმა, დაუნ მელორმა შექმნა ნიკოლ კიდმანის და ოდრი ჰეპბერნის ზომბი პორტრეტები:

ოდრინიკოლ კიდმანი

იმისათვის რომ ბავშვი გონებაჩლუნგი არ გაიზარდოს, მას სჭირდება ზომბი თოჯინა:

ბიჭებისთვისგოგონებისთვის

2003 წელს ქალაქ ტორონტოში გაიმართა პირველი ზომბი პარადი, თუმცა მას პარადს ძნელად თუ ვუწოდებთ, რადგან მასში მონაწილეობა სულ რამოდენიმე ზომბმა მიიღო. ამის შემდეგ კი ნელ-ნელა განვითარდა და გაიზარდა ზომბების მსვლელობის მაშტაბები და ახლა მასში მონაწილე ზომბების რაოდენობა ათასს აჭარბებს. მართალია ჯერ ზოგიერთი ქალაქის მმართველობა ხელს უშლის მსგავსი მსვლელობების გამართვას, მაგრამ ზომბები უკან არ იხევენ. ზომბი პარადები უკვე მოეწყო რუსეთის რამოდენიმე ქალაქში, კიევში, ტალინში. მოგეხსენებათ ჩვენთან როგორი დამოკიდებულებაა ჰელოუინის მიმართ… მაგრამ როგორც პოსტის დასაწყისში უცნობი წინასწარმეტყველი გვამცნობს, მოვა დრო და… მანამდე ეს ვიდეო ნახეთ:

ასე რომ ვისაც პარადში მონაწილეობის სურვილი გაგიჩნდებათ ჩემი გამოცდილების წყალობით უკვე იცით ერთ-ერთი ხერხი თუ რისი საშუალებით შეიძლება ზომბის კოსტიუმში გამოწყობა. მთლად ყურძნის დაწურვის შესაძლწბლობა თუ არ გექნებათ არ იდარდოთ, იმპროვიზაცია ჩვენთანაა! საკმარისია შავი ღვინით სავსე რამოდენიმე ჭიქის თავზე გადასხმა და ყველაფერი მზად იქნება.

პ.ს. სხვათაშორის ძალიან კარგი ღვინო გამოვიდა დაწურული ყურძნისგან. სამი ჭიქა საღამოობით ვახშმობისას… იფ, იფ.

Advertisements

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. rogor shegvaxarbe gvinit ntntnt 😀 😀
    kiara odri kide ho, mara ai nikolis portreti ar momewona:]
    msvlelobebi kide saxalisoa, kostumirebuli yvelaferi miyvars , ise ki didi nawili adamianebisa martla zombebad arian qceulni da arc agiareben, cocxali mkvdrebi. davujerot winaswarmetyvels, tan ucnobs? 😀 😀

    ბაბისა

    ნოემბერი 5, 2009 at 17:47

  2. “იმისათვის რომ ბავშვი გონებაჩლუნგი არ გაიზარდოს, მას სჭირდება ზომბი თოჯინა” << ამაზე ვიხალისე ძალიან :))

    Sal

    ნოემბერი 5, 2009 at 21:25

  3. ბაბისა – ოდრის ფოტო სადაც ვნახე იქ ერთი გონებამახვილი კომენტატორი წერდა: ოდრი როგორც ყოველთვის ლამაზიაო. 🙂 ზომბი რომ აზროვნებდეს და აღიარება შეეძლოს მაშინ ზომბიც არ იქნებოდა. კი, კარგი ღვინო გამოვიდა ნამდვილად. :)))

    Sal – მიხარია თუ იხალისე 🙂 თორემ მგონი ძალიან შავბნელი პოსტი გამომივიდა.

    ჯორჯ პაიკი

    ნოემბერი 5, 2009 at 21:54

  4. me gvino ro icureba da suni ro dgas,eg suni miyvrs da
    kide,zombebi sastiakd ar!!

    sul Cranberries-is zombie maxsendeba xolme zombebi arsebebi ro mxvdebian da minda egre vuzaxo zombe,zombie 😀

    kstati,dagtage dges 🙂

    nastasia

    ნოემბერი 6, 2009 at 01:09

  5. აი, ახალი პოსტიც! ლამის ხელები მოვიფშვნიტე კითხვის დაწყების წინ 🙂
    ისე აღწერე ყურძნის წურვის პროცესი, შესაშურად. მგონი ფეხქვეშ ყურძნის ჭყლეტის ხმაც გავიგე…
    ზომბების ურთიერთსიყვარული საინტერესოა 🙂
    და ნასტასიასი არ იყოს, მეც ის სიმღერა გამახსენდა

    keti

    ნოემბერი 6, 2009 at 01:30

  6. me kdie mgonia rom zombi kostiumi sul ara sachiro. sazogadoebis didi anwili sruliad zombirebulia. bolo movlenebs vgulisxmob

    Katten Försvann

    ნოემბერი 6, 2009 at 20:53

  7. ეს იყო პირველი ზომბი პარადი საქართველოში

    DA IMEDIA UKANASKNELI 😀
    ARANAIRI SURVILI AR GAMACHNIA ZOMBEBIS PARADMA CHAIAROS CHEMS FANJREBTAN 🙂

    tatushka55

    ნოემბერი 7, 2009 at 16:14

  8. magari banzi videoa ra

    giorgi`

    ნოემბერი 7, 2009 at 16:50

  9. ჰეჰ =))))) ბედის საცდელად შემოვედი მეთქი იქნებ გამიმართლოს და ახალი პოსტი დამხვდეს :))))) სახალისო იყო ძალიან =)))))

    Kate_AlukaЯD

    ნოემბერი 7, 2009 at 17:13

  10. nastasia – მაგ სურნელს წელს დავაკვირდი და მომეწონა. ვნახე რომ დამთაგე, ჯერ არ ვიცი დავწერ თუ არა. 🙂

    keti – ჩვეულებრივ ავღწერე, შენ აზვიადებ ქეთი. 🙂 ხო, საინტერესოა, კიდევ ვამპირების სიყვარული იქნება კარგი, საღამოობით ერთმანეთის სისხლს რომ დალევენ ვახშამზე. 🙂

    Katten Försvann – ეგეთი ზომბები უფრო საშიშები არიან, იმიტომ რომ კოსტიუმი არ აცვიათ და ერთი შეხედვით შეიძლება გაგვიჭირდეს მათი ამოცნობა.

    tatushka55 – იყოს უკანასკნელი, არ ვარ წინააღმდეგი, თუმცა რა ჩემი საქმეა. 🙂

    giorgi – არ დაგავიწყდეს რომ ეგ ვიდეო ზომბის გადაღებულია, ზომბს კი ბევრი არ მოეთხოვება.

    Kate_AlukaЯD – ბოლო დროს ეს ბლოგი გათამაშებას დაემსგავსა, აი იმას, სახურავს რომ მოხსნი და წაიკითხავ: კიდევ სცადეთ. 🙂

    ჯორჯ პაიკი

    ნოემბერი 7, 2009 at 19:01

  11. არ ვაზვიადებ…
    🙂

    keti

    ნოემბერი 7, 2009 at 22:50

  12. წითელი ღვინო, სამი ჭიქა, საღამოობით ვახშმობისას – რა კარგია. მიყვარს წითელი ღვინო, არ მიყვარს ზომბები :-):-) მომწონს ჯორჯ პაიკის წერის მანერა, არ მომწონს “ზომბილენდი” :-):-)

    Kalo

    ნოემბერი 17, 2009 at 12:40


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: