e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

საფერფლეს მიჯაჭვულნი

with 18 comments

საფერფლე

ყველაფერი კოლუმბის ბრალია…

1492 წელს ამერიკელმა ინდიელებმა პატივისცემის ნიშნად თამბაქოს ფოთლები აჩუქეს დიდ ზღვაოსანს და სამშობლოში გამოატანეს. მართალია თავად კოლუმბს არ მოეწონა მისი გემო და მცენარე ხომალდიდან მოისროლა, მაგრამ თამბაქოს მოყვარულები მალევე გამოჩნდნენ, გამოჩნდნენ და გამრავლდნენ კიდეც. თავიდა ცოტა რთულად იყო საქმე. ესპანელი მეზღვაური, რომელიც კოლუმბის ექსპედიციის ეკიპაჟის წევრი იყო, სიკვდილით დასაჯეს ინკვიზიტორებმა როცა დაინახეს თუ როგორ უშვებდა იგი ბოლს პირიდან, იფიქრეს ეშმაკი ჩაუსახლდაო.

ერთ-ერთი პირველი მწეველი ადამიანებიინდიელების მიერ თამბაქოს მოხმარებას დიდი ისტორია აქვს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია ნახატები რომლებიც ჩვ. წ. ა.-დე 1 000 წლით თარიღდება, სადაც გამოსახულია სიგარეტის მწეველი ადამიანები. მათ მიაჩნდათ რომ თამბაქოს კვამლის საშუალებით უფრო ადვილი იყო ღმერთებთან დაკავშირება. ასევე მცენარეს სამკურნალო საშუალებადაც მიიჩნევდნენ.

.

თავიდაპირველად ეპროპაშიც ეგონათ რომ თამბაქოს ფოთლები სამკურნალო თვისებების მქონე იყო. საფრანგეთის ელჩი პორტუგალიაში, ჟან ნიკო დე ვილემენი (ეს ის ჟან ნიკოა, რომლის საპატივცემულოდაც სიტყვა ნიკოტინი წარმოიშვა.) ბევრს წერდა თამბაქოს დადებით მხარეებზე და ეკატერინე მედიჩსაც გაუგზავნა საჩუქრად, როგორც სამკურნალო მცენარე.

1620 წელს სევილიაში აშენდა თამბაქოს პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკა, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფი ტემპებით გავრცელებას. ალბათ ცნობილი სევილიელი დალაქი პირველი იყო ვინც სიგარეტს ეწეოდა. აქედან გამომდინარე ეჭვი მაქვს, რომ ჩემი დალაქი მისი შთამომავალი უნდა იყოს, რადგან თმის შეჭრის პროცესში მუდმივად პირში უდევს სიგარეტი და სულ მეშინია შემთხვევით თავზე არ დამაფერფლოს. საინტერესოა რომ პროსპერ მერიმეს კარმენი თურმე თამბაქოს ფაბრიკაში მუშაობდა. როგორც მახსოვს კარმენი არ ეწეოდა, მაგრამ იმ დროის მაღალი წრის ქალბატონები თამბაქოს უკვე ყნოსავდნენ და ეწეოდნენ კიდეც.

ეკატერინე II დროს ძალიან გავრცელებული ყოფილა არომატული თამბაქოს ყნოსვა. ისხდნენ ქალბატონები ბუდუარებში, თან ჭორაობდნენ და თან თამბაქოს ყნოსავდნენ . მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისინი მხოლოდ მარცხენა ხელზე იყრიდნენ თამბაქოს და ისე სუნავდნენ, რადგან არ უნდოდათ რომ მარჯვენა ხელის საკოცნელად გაწვდის დროს მამაკაცებს მათ ხელზე მძაფრი სუნი ეგრძნოთ. ( კეკლუცობა ნამდვილად ეხერხებათ ქალებს, ვერაფერს იტყვი.)

სიგარეტი რომ არა, სექსუალური არ იქნებოდა?

უფრო მაშტაბურად თამბაქოს მოწევა ქალბატონებმა XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, რაც ფემინიზმის გაძლიერებამაც გამოიწვია. სიგარეტის მოწევა ერთგვარად საზოგადოებაში დამკვიდრებას ნიშნავდა. ამ დროს უკვე გამოდიოდა სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი სიგარეტები. რეკლამის საშუალებით ამბობდნენ: სიგარეტი წონის კლებას უწყობს ხელსო – ქალებსაც მეტი რა უნდოდათ.(?) შემდეგ ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ფილმებშიც გამოჩნდნენ ვარსკვლავი ქალბატონები სიგარეტით ხელში და პირში – მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო… ფსიქოლოგების აზრით, ქალების უმრავლესობა იმიტომ იწყებს მოწევას რომ უფრო სექსუალურები და მიმზიდველები გამოჩნდნენ მამაკაცის თვალში. დაუდგენიათ, რომ თურმე ქალები ბევრად ნაკლებად ხდებიან ფიზიოლოგიურად ჟან ნიკოზე (ნიკოტინზე) დამოკიდებულნი, ვიდრე კაცები.

ახალგაზრდები და მოხუცი

ზოგს უხერხული სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ ხერხად მიაჩნია სიგარეტი. მაგალითად კაცი პირველად რომ შეხვდება ქალს პაემანზე და ჯერ რომ არ იცის ხელები სად წაიღოს, (ნუ, იცის მაგრამ ეგრევე არ შეიძლება) ამ დროს სიგარეტს ამოიღებს ჯიბიდან, მოუკიდებს ძვირფასი სანთებელათი და გააბოლებს, რგოლების გამოშვებაც თუ იცის მთლად უკეთესი. სტრესის და დეპრესიის დროსაც კარგია გაბოლებაო. კიდევ უსაქმურობის დროს.

ძნელად მოიძებნება ისეთი მწეველი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონდეს სიგარეტისთვის თავი დანებებული. მარკ ტვენი ამ მხრივ კიდევ უფრო შორს წავიდა, მისი თქმით სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან ადვილია – ”მე უკვე ბევრჯერ მაქვს თამბაქოსთვის თავი დანებებული”. ასეთი ხუმარა იყო მწერალი, რეალურად კი ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევა რთული საქმეა.

მალაიზიელი ცოლ – ქმარი სტუმრად თავის ნათესავებს ეწვივნენ, სადაც მათ დაიჩივლეს რომ სიგარეტის მოწევას თავს ვერ ვანებებთო. მასპინძელმა თავაზიანად შესთავაზა ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით ეცადათ მავნე ჩვევისგან განთავისუფლება, კერძოდ კი რიტუალური ცემა შესთავაზეს. წყვილი დათანხმდა – მასპინძელი საქმეს შეუდგა. სამწუხაროდ ცემის რიტუალი ფატალურად დასრულდა. გადამეტებული მძლავრი დარტყმებისგან ქმარიც და მისი მეუღლეც დაიღუპნენ.

ერთმა გამწარებულმა მწეველმა, რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებებას ვერ ახერხებდა, თითი მოიჭრა. ამ შემთხვევაში მას გაუმართლა და ექიმებმა შეძლეს თითის თავის ადგილას მიკერება.

პ.ს. ბოლოს მწეველი ქალების მიმართ ერთი თხოვნა მექნება: ძალიან გთხოვთ, სიგარეტის ბოლი ცხვირის ნესტოებიდან არ გამოუშვათ რა.

Advertisements

18 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესო პოსტი იყო. მომეწონა, ისტორია ნამდვილად არ ვიცოდი.

    ♥ Malvina ♥

    ნოემბერი 13, 2009 at 17:38

  2. namdvilad ar vicodi es istoria.
    manamde ras eweodnen aba? marixuanas? 😛

    Katten Försvann

    ნოემბერი 13, 2009 at 17:59

    • მანამდე მძიმე ცხოვრებას ”ეწეოდნენ” 🙂 არვიცი რას ეწეოდნენ, ალბათ არაფერს.

      ჯორჯ პაიკი

      ნოემბერი 13, 2009 at 23:56

  3. მომეწონა პოსტში შენი იუმორიც რომ იყო ჩართული, განსაკუთრებით ეს – ’ ჯერ რომ არ იცის ხელები სად წაიღოს, (ნუ, იცის მაგრამ ეგრევე არ შეიძლება)’ 😀 😀

    ჰოდა კიდევ, ის ფოტო, ქალი წითელ კაბაში, ძალიან ლამაზი და მიმზიდველია : )

    Natalia

    ნოემბერი 13, 2009 at 19:02

  4. არ ვეწევი და ჩემი მიზეზი დაახლოებით ეკატერინეს დროინდელი ქალბატონებისას ჰგავს. ოღონდ თამბაქოს სუნს მამაკაცებს არ ვარიდებ, თვითონ არ მომწონს 🙂

    keti

    ნოემბერი 13, 2009 at 23:49

  5. vah amdeni ar vicodi sigaretze 😀

    me mxiaria xolme roca kitxvae”ewevi?”- mpasuxoben -“ara” 😀
    mimachnia, rom tavis danebeba shesazlebelia, mtavaria survili :))))

    ბაბისა

    ნოემბერი 14, 2009 at 12:19

  6. კიდევ კარგი, რომ სიგარეტზე ალერგია მაქვს 🙂
    როცა ვხატავ ექსტრავაგანტულ, ვულგარულ ქალს, ავუცილებლად გრძელ მუდშტუკიან სიგარეტს მივუხატავ ხოლმე. ქალებს ეს უხდებათ, ღონდ ფურცელზე. ისე არავის უხდება.
    კაცებისათვის კი სიგარეტი ეს მათში დარჩენილი სინაზის ნაწილაკების გამოხატულებაა: სიფრიფანა ღერს ისე ჰაეროვნად იჭერენ :)))
    ტფუი, ჯანმრთელობას მიხედეთ, ჯანმრთელობას!!!
    გამიხარდა, ასეთი ინფორმაციული და საინტერესო პოსტი რომ წავიკითხე. საკუთარ ბლოგზე მეგონა თავი (თვითრეკლამის გარეშე).

    zurriuss

    ნოემბერი 15, 2009 at 14:31

    • ქალებში იმდენად პოპულარული იყო თავის დროზე გრძელი მუშტუკები, რომ ამ თემაზე ცალკე პოსტის დაწერაც კი შეიძლება. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      ნოემბერი 15, 2009 at 16:07

  7. საწყალი ცოლ-ქმარი :-):-) მოეწიათ ის სიგარეტი, ბევრად უფრო გვიან დაიხოცებოდნენ :-):-):-)
    ამით სიგარეტის წევას არ ვამართლებ რა თქმა უნდა. მე თვითონ, არ დაგიმალავთ და ვეწევი :-):-):-):-) (ძალიან მეცინება მსგავს ფრაზებზე, არ დაგიმალავთ, ჩვენში დარჩეს, შენ ჯვარი გწერია და ა.შ.) თუმცა ცხვირიდან ბოლს არ ვუშვებ :-):-):-):-) ძაან ბევრი ვიცინე ამ ჩანაწერის ბოლო აბზაცებზე :-):-):-) მეც დამინებებია ისე, და მერე ისევ დამიწყია. მე მემგონი უპრო პოზა მომწონს, სიგერით ხელში ამბის მოყოლა, ან მოსმენა :-):-) ისე, ეს კოლუმბი რა ტიპი იყო რააა. დადიოდა, დადიოდა, ამ თამბაქოს რაღას მოათრევდა ერთი :-):-)
    მოეწონა ეს ბლოგი. ერთი კარგად უნდა გადავიკითხო 🙂

    Kalo

    ნოემბერი 17, 2009 at 12:27

    • მეც არ დაგიმალავ 🙂 და მიუხედავად იმისა რომ არ ვეწევი, ზოგჯერ როცა ვფიქრობ, წარმოვიდგენ ხოლმე თითქოს სიგარეტს ვაბოლებ, ან ჩიბუხს და მთლიანად კვამლში ვეხვევი, ლამისაა სუნიც ამივიდეს. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      ნოემბერი 17, 2009 at 14:56

  8. რამდენი შეცდომა დამიშვია ერთ კომენტარში. სიგერით ხელში :-):-):-):-):-) ნუ, ვიგულისხმე სიგარეტი და დამიწერია რაღაც საოცრება :-):-):-)

    kalo

    ნოემბერი 17, 2009 at 14:54

  9. 1. არ მივიჩნევ რომ ქალს უხდება სიგარეტი თუმცა მიუხედავად ამისა იძულებლი ვარ ვაღიარო რომ ქალი წითელ კაბაში ვერ იქნებოდა იმდენად სექსუალური უსიგარეტოდ რამდენადაც სიგარეტით
    2.” ზოგს უხერხული სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ ხერხად მიაჩნია სიგარეტი. ”

    არა მარტო უხერხული სიტუაციიდან გამოსავალი არამედ ერთგავრად თავის დამკვიდრების სიმბოლოდაც იქცა
    სწორედ ამიტომ ამერიკელი ფსიქოლოგები ურჩევენ მწეველებს შეცვალონ სიგარეტი მობილურით, ანუ როცა არ იციან სად წაიღონ ხელები ან რა გააკეთონ აკრიფონ სმს, დაურეკენ მეგობრებს ან გადაიღონ სურათები. ასევე ურჩევენ მშობლებს თუ არ სურთ მათი არასრულწლოვანი შვილი ნიკოტინზე დამოკიდებული გახდეს უყიდონ მას მობილური და რაც შეიძლება ხშირად დაურეკონ მას

    რთული სათქმელია რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი
    ან რა უფრო დამღუპველია
    ნიკოტინზე თუ მობილურზე დამოკიდებულება
    :0

    3. კარგი ბლოგია
    🙂

    hexe

    ნოემბერი 21, 2009 at 19:28

    • სპეციალისტებმა უკეთ იციან, თუმცა მეეჭვება მობილურმა სიგარეტი ჩაანაცვლოს. მაგრამ ვინ იცის, მომავალში ისეთი მობილური თუ შექმნეს, რომელიც ბოლს გამოუშვებს, მაშინ შეიძლება ჩაანაცვლოს კიდეც. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      ნოემბერი 21, 2009 at 19:44

      • რადგან უკვე არსებობს ისეთი მობილური რომელიც ადუღებს ყავას
        ე.ი. მალე უნდა ველოდოთ მობილურს რომელიც გაწევს სიგარეტის მაგივრობასაც
        😀

        hexe

        ნოემბერი 21, 2009 at 23:22

  10. კიდევ უსაქმურობის დროს.

    getanxmebi, udaod sheudarebeli sashualebaa

    პ.ს. ბოლოს მწეველი ქალების მიმართ ერთი თხოვნა მექნება: ძალიან გთხოვთ, სიგარეტის ბოლი ცხვირის ნესტოებიდან არ გამოუშვათ რა.

    ai exla ici ra moxda, sashinlad mominda cxviridan gamoshveba bolis rac arasodes gamiketebia
    ra cinaagmdegobrivia adamianis buneba 🙂

    taa

    ნოემბერი 25, 2009 at 17:02

    • ხშირად ხდება ხოლე ეგრე. ჯობდა მეთქვა ხშირად გამოუშვით სიგარეტის ბოლი ცხვირიდან მეთქი და მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      ნოემბერი 25, 2009 at 17:33

  11. mec minda sigaters tavi davaneboooooo

    irina

    აგვისტო 30, 2010 at 10:06

  12. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეწევი და არც სიგარეტის სუნი მიყვარს, მომწონს, როდესაც ქალს ლამაზი თითები აქვს და სიგარეტი ლამაზად უჭირავს;
    ან როდესაც იგივე სიგარეტი ასევე ლამაზად უჭირავს, ოღონდ წითელპომადიანი ტუჩებით;
    წავალ, ჩემს ძველ ავატარს დავაბრუნებ:)

    tamaRa

    ოქტომბერი 29, 2010 at 09:45


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: