e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

დედოფლის გუშაგი

with 16 comments

ჩატურანგა გამიგია, ჭადრაკიც გამიგია, მაგრამ ეს ოთხი ჯენლტმენი რა თამაშს თამაშობს ვერ გავიგე. ყველას სათითაოდ აუღია დედოფალი და ჩაფიქრებულან. ნახატს ”თამაშის თეორია” ჰქვია, როგორც ჩანს რაღაც ახალი გამოიგონეს. ეს ხუმრობით, მაგრამ ჭადრაკის ისტორიაში ნამდვილად არსებობს ერთი საინტერესო პარტია, სადაც ერთ-ერთი მოჭადრაკე, დედოფლის სანაცვლოდ ზედმეტ ცხრა პაიკს განალაგებს დაფაზე და ისე იწყებენ თამაშს. აინტერესებდათ ერთი დედოფალი უფრო ძლიერი იყო თუ ცხრა პაიკი. ეს პარტია შორეულ 1846 წელს გათამაშდა. აი, საწყისი პოზიცია ასე გამოიყურება:

ხო, მართლა. სანამ მოჭადრაკეები ჭადრაკის დაფას მიუსხდებოდნენ, მანამდე მათ ცალ-ცალკე წაივარჯიშეს. აბა როგორ. ზოგს ჰგონია, რომ ჭადრაკის თამაშს მარტო დიდი ტვინი სჭირდება და მეტი არაფერი, თუმცა არც ეგრეა საქმე. ამ გენიალური თამაშის გროსმასტერულ დონეზე სათამაშოდ, გარდა ჭკუისა, აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური სიძლიერე, მაქსიმალური კონცეტრაცია და ა.შ. დანიელი მხატვარი-კარიკატურისტის, ბიდსტრუპ ჰერლუფის (Bidstrup Herluf) ნახატი ასახავს წინასამატჩო მზადებას.

მოკლედ, დაიწყო ჭადრაკის თამაში. პირველ სვლას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე… საბოლოოდ, თეთრები საკმაოდ სწრაფად დამარცხდნენ. ერთი დედოფალი უფრო ძლიერი ფიგურა აღმოჩნდა ვიდრე ცხრა პაიკი. მართალია იმ დროს, როცა ეს პარტია გათამაშდა, მოჭადრაკეები პაიკებს არ წყალობდნენ და მათი გამოყენებაც არ იცოდნენ კარგად, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ოცდამეთორმეტე სვლის შემდეგ დაფაზე ასეთი პოზიცია შეიქმნა:

აქ თეთრები უკვე ვეღარ ახერხებენ შავების ეტლი h1 სვლის შეჩერებას, რის გამოც შამათი გარდაუვალია.

ახლა ჭადრაკს შევეშვათ და ნამდვილი დედოფლის შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვას. ოტო ფონ ბისმარკი თავის მემუარებში ”ფიქრები და მოგონებები”,  მისი პეტერბურგში ყოფნის დროს გაგონილ ისტორიაზე წერს. ერთხელაც, რუსი იმპერატორი სასახლის გარეთ სეირნობდა სუფთა ჰაერზე, ამ დროს მან პატარა მდელოზე გუშაგი შენიშნა. იმ ადგილას გუშაგის ყოფნა გაუგებარი იყო რადგან იქ არაფერი იყო დასაცავი. იმპერატორი დაინტერესდა თუ რატომ იდგა  ჯარისკაცი უაზროდ – ”ასეა ნაბრძანები” – იყო პასუხი, კონკრეტული მიზეზი კი არავინ იცოდა. ეს ფაქტი სასახლეში საჭირბოროტო თემად იქცა, მაგრამ ვერაფერს ვერ არკვევდნენ. ბოლოს პენსიაში გასული მოხუცი ლაქიისგან შეიტყვეს სიმართლე. მუხუცს თავისი მამისგან ჰქონია გაგონილი რომ თურმე დედოფალი ეკატერინე II, ადრიანი გაზაფხულის ჟამს სასახლის გარეთ სეირნობის დროს ერთი პატარა ყვავილი დაუნახავს, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით საკმაოდ ადრე ამოსულიყო და უბრძანებია ყვავილისთვის თვალი ედევნებინათ, რომ ის ვინმეს არ მოეწყვიტა. რათქმაუნდა დედოფლის ბრძანება შეასრულეს და ყვავილს დარაჯი დაუყენეს. მას მერე მრავალი წელი გავიდა, გუშაგები კი ერთმანეთის მონაცვლეობით ისევ იმ პატარა მდელოზე იდგნენ დღისითაც და ღამითაც, მზეშიც და თოვლშიც, წელიწადის ყველა დროს. ასე იყო ნაბრძანები.

ღამის სამი საათია და ყველაფერი რიგზეა… ზოგს კიდევ ეგონა რომ ცხრა პაიკი აჯობებდა დედოფალს.

Advertisements

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. დედოფალი ძლიერია ცხადია, ნებისმიერი მხრიდან შეუძლია გადაადგილება და არაა შეზღუდული, ასე რომ გინდა ცხრა პაიკი დააყენე გინდა ათი.

    და მე მგონი მაგდენი ფიზიკური მომზადებაც არ უნდა, რაც ნახატშია. მთავარია გრიპი არ გჭირდეს, თამაში შეგეძლოს და ნებისყოფა გაგაჩნდეს…

    kevana

    იანვარი 6, 2010 at 17:17

  2. თუ თამაში არ იცი, ვერც დედოფალი გიშველის და ვერც 9X9 პაიკი 🙂

    D@niko

    იანვარი 6, 2010 at 20:43

  3. egeti suleluri davalebebis shesruleba ro ucevt xolme paikebs,imito jobia erti dedofali mgoni…

    nastasia

    იანვარი 6, 2010 at 20:44

  4. უპაიკოდ დედოფალი არ ვარგა და უდედოფლოდ, პაიკი.

    ჩატურანგა – ეს რა თამაშია??? :-O

    ჰიუსტონ

    იანვარი 6, 2010 at 20:59

  5. მოულოდნელი ფინალი იყო 🙂
    ყვავილი, რომელსაც დედოფალი მფარველობდა…

    ის პირველი ნახატი საინტერესოა – ყველას თავისი დედოფალი გამოუყვანია ასპარეზზე. ეს ნახატი პატარა ამბის წარმოდგენისკენ მიბიძგებს, ჭადრაკისგან შორს რომ დგას, ისეთის. საინტერესოა, ვისი დედოფალი აღმოჩნდა შეუდარებელი : ) ალბათ ოთხივე.

    keti

    იანვარი 6, 2010 at 23:11

  6. kevana – მთლად მაგდენი ვარჯიში რათქმაუნდა საჭირო არ არის, ეგ ნახატი ერთგვარი შარჟია.

    D@niko – ვერც 9X9 ვერ უშველის და ვერც ყოველი მოკლული პაიკის ადგილას ახალი პაიკი რომ ამოდიოდეს დაფაზე. 🙂

    nastasia – ნაბრძანები იყო და… 🙂

    ჰიუსტონ – ჩატურანგა ჭადრაკის წინაპრად ითვლება, ძველი ინდოელები თამაშობდნენ.

    keti – ნამდვილად, ყველასთვის თავისი დედოფალი იქნებოდა განსაკუთრებული. 🙂

    ჯორჯ პაიკი

    იანვარი 7, 2010 at 02:32

  7. ეგ არ ვიცი, მაგრამ ვგიჟდები, ისე მიყვარს ჭადრაკი.
    ბავშვობაში ძალიან ბევრს ვთამაშობდი.

    Kate

    იანვარი 8, 2010 at 21:34

  8. საინტერესო და სასარგებლო

    როგორც ყოველთვის
    ისე ჭადრაკი ბავშვობის მერე არ მითამაშია
    მაგრამ ამდენი მომზადება თუ უნდა წინასწარი სერიოზული პარტიების შესრულებას არ მეგონა 🙂

    Taa

    იანვარი 12, 2010 at 17:34

  9. ის ყვავილი ამდენ ხანს ცოცხოლობდა? :O
    ჭადრაკის ფიგურებს რაც შეეხება მხედარი მიყვარს ყველაზე მეტად 🙂

    ხისსუნიანისახლი

    იანვარი 16, 2010 at 11:18

    • ის ყვავილი მაგდენ ხანს ვერ ცოცხლობს, მაგრამ ეგ ვიღას ახსოვდა. 🙂

      ჯორჯ პაიკი

      იანვარი 16, 2010 at 12:11

  10. ეს ჩემი ყვავილია და ენძელა ჰქვია, ჩემს ბლოგზე დაიდო ბინა ორი დღის წინ 🙂
    მართლა ჩემია, ორი დღის წინ სიზმარში ვნახე
    საკუთრი სიზმრების მართვას ვისწავლი და ისევ დავისიზმრებ
    მანამდე კი გუშაგები დაიცავენ

    nakrina

    იანვარი 21, 2010 at 22:41

  11. 1 dapaze me mgoni 8 lazieri ise unda daalago rom ertmanettan shexeba ar qondet 😀 ravici me egre vici chven bavshvebi vcdilobt xolme : )):D

    lika151

    აპრილი 22, 2010 at 23:21

  12. magram me ar gamomdis :(:D

    lika151

    აპრილი 22, 2010 at 23:22

  13. kargi postia ! zogs gonia rom chadrakis tamashi dzalian advilia magram es ase araa .. piriqit dzalian dznelia .

    lika151

    აპრილი 22, 2010 at 23:25


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: