e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

3D

with 4 comments

სანამ წერილის წერას დავიწყებდი, მანამდე სავარძელში ვიჯექი და ჭერს შევყურებდი. წვიმის წვეთებმა გამოჟონა და ჭერზე სველი წერტილი გაჩნდა, რომელიც ნელ–ნელა იზრდება. ვუყურებდი მის გაფართოება – გაზრდას და იცი რა გამახსენდა? შენს ოთახში კედელი რომ მაჩვენე, სადაც მამაშენი წელიწადში ერთხელ სიმაღლეში გზომავდა და კედელზე ხაზს უსვამდა. როგორ სწრაფად იზრდებოდი ჰანა! ახლა სულ რაღაც ორი ასანთის ღერის სიგრძითღა ჩამომრჩები სიმაღლეში. (ღიმილი)

ცუდია მარტო წერილებით რომ ვახერხებთ ურთიერთობას. ნაბოკოვის “ლოლოტა” გამახსენდა. მანდ ერთი ფრაზაა ასეთი: დედამის მხოლოდ ორგანზომილებიან სივრცეში ხედავდაო. ანუ, მხოლოდ ეკრანზე. მე ეკრანზეც ვერ გხედავ.

სხვათაშორის, საუკუნის ბოლოს თუ კიდევ გამოსცემენ მაგ წიგნს, ფრაზის ბოლოს განმარტების გაკეთება მოუწევს რედაქტორს, რადგან საქმე ისე მიდის რომ მალე ორგანზომილებიანი სივრცე არავის ეცოდინება რას ნიშნავს.

3D ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივაზე ვკითხულობდი ამას წინათ. კინოში უკვე იკიდებს ფეხს 3D, მალე ტელევიზორებში გვექნება მისით სიამოვნების საშუალება. ექსპერტების აზრით 2014 წელს მსოფლიოს მაშტაბით საერთო რაოდენობის  45% სამგანზომილებიანი ტელევიზორები იქნება. უკვე წლის ბოლოს იგეგმება  ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტელევიზიის ეთერში გასვლა, სადაც თავიდან ცხოველების შესახებ დოკუმენტურ ფილმებს გაუშვებენ. ESPN კი ივნისში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას გეგმავს 3D ფორმატით.

შენ იცი, მე ჯერ არ დამიგემოვნებია 3D და ამიტომ ცოტა მიჭირს წარმოდგენა თუ როგორი შეიძლება იყოს ფეხბურთის რეპორტაჟები. ერთს კი ვფიქრობ, აი, კაგრი მომენტის გაფუჭების შემდეგ ფეხბურთელების დიდი ნაწილი, ზუსტად მაშინ როცა მათ ახლო ხედით გვიჩვენებენ ხოლმე, თავის ემოციას გადაფურთხებით რომ გამოხატავს, საინტერესოა 3D ფორმატში როგორი სანახავი იქნება ეგ მომენტი? არვიცი, უბრალოდ ვიკითხე.

ბელგიაში უკვე გამოდის გაზეთი, (La Derniere Heure) რომელშიც ილუტრაციები სამგანზომილებიანია, მოირგე სპეციალური სათვალეები და ისიამოვნე. სამხრეთ კორეაში მალე გამოუშვებენ წიგნს, საიდანაც, როგორც კვპირდებიან გმირები “გადმოხტებიან”. როდის მომწერ ისეთ წერილს რომ თან გადმოხტე კიდეც?! (ღიმილი)

ექიმები ამბობენ რომ ადამიანების 5%, ვისაც დარღვეული აქვთ თვალების სწორი კოორდინაციის უნარი, მათვის შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიათო აღმოჩნდეს  სამგანზომილებიანი გამოსახულება. 3D ფილმის ყურების დროს საჭიროა მარცხენა და მარჯვენა თვალი იდეალურად მოქმედებდნენ, ისე კი არა რომ ერთი თვალი ზარმაცობდეს და სხვა მიმართულებით იცქირებოდეს. (როგორც მე მაქვს.)

წავედი მე, ჭერზე სველ წერტილს უნდა დავაკვირდე. მაინტერესებს გახდება თუ არა წვიმის წვეთი სამგანზომილემიანი და დაეცემა თუ არა იატაკზე.

არავინ

Advertisements

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. წინ მაგარი ამბები გველის 3 დ სამყაროში შევდივართ;))

    rodrigo

    მაისი 8, 2010 at 12:44

  2. me miyvars 3 d 🙂

    xissunianisaxli

    მაისი 8, 2010 at 13:43

  3. wow! ფრიად მოხიბლული დავრჩი წერილით 🙂

    Lalena

    მაისი 8, 2010 at 15:30

  4. ორი ასანთის ღერის სიგრძით ჩამორჩენა : )
    არ ვიცი რატომ, მაგრამ ასანთის ღერებით წვალებით აშენებული სახლები გამახსენდა, მერე სულის შებერვით რომ ვანგრევდი ხოლმე : )

    რა საინტერესოა, წიგნებიდან გადმომხტარი გმირები… მთავარია, სიტყვები არ გადმოხტნენ ფურცლებიდან… (აქ კიდევ შენი ავატარი გამახსენდა : ))

    პ.ს. რა ლამაზი ფოტოა, ეს ტონები მიყვარს..

    keti

    მაისი 10, 2010 at 22:38


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: